პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 7 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ან­ჩის­ხა­ტის დე­კა­ნო­ზი ნო­დარ ქა­თა­მა­ძე, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­გახ­სე­ნებთ, სა­სუ­ლი­ე­რო პირი 2015 წლის 5 მა­ისს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღეს. მისი სი­მამ­რი, და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე სა­ჯა­როდ აცხა­დებ­და, რომ ეს ნივ­თე­ბი მას ეკუთ­ვნო­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ძღვა­რი და­ა­კა­ვეს...

მამა ნო­და­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის მა­მაა. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­კა­ნო­ზი შვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- ცნო­ბი­ლია, რომ მომ­ღე­რა­ლი სა­ლო­მე მდი­ვა­ნი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქა­თა­მა­ძედ უფრო იც­ნობს, თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლია. ცი­ხი­დან მას­თან კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ?

- რო­გორ არა. ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, ახლა კი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. ამ დი­ლი­თაც და­მი­რე­კა და ვერ ვე­ლა­პა­რა­კე, ტი­რო­და. რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნეთს მო­ვე­ფე­რეთ ისე, რო­გორც მამა შვილს და შვი­ლი მა­მას უნდა ეფე­რე­ბო­დეს.

- სა­ლო­მე თქვენ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო...

- შე­უც­დო­მე­ლი ღმერ­თია.

- მან გვა­რი შე­იც­ვა­ლა და მა­მი­ნაც­ვლის გვა­რი აიღო, მდი­ვა­ნი გახ­და. ეს ამ­ბა­ვი რო­გორ მი­ი­ღეთ?

- რაც თქვა, არ ქნა. მერ­ჩივ­ნა, არ ეთ­ქვა და ექნა. მას გვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ შე­უც­ვლია. ეს რო­გორ არ მე­წყი­ნა, მაგ­რამ გვა­რი შე­იც­ვა­ლოს კი არა, სულ რომ ყი­რა­ზე დად­გეს, მა­ინც ჩემი შვი­ლია. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს, სი­ჭა­ბუ­კეს ჩემ­სას ნუ მო­იხ­სე­ნებ, უფა­ლოო. სა­ლო­მე სულ რომ ჯე­იმ­სო­ნის გვარ­ზე გა­და­ვი­დეს, ჩემი შვი­ლი, ჩემი ხორ­ცი და ჩემი ნა­ყო­ფია.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ჩემს ქა­ლიშ­ვილს თვა­ლებ­ში ვე­ღარ ვუ­ყუ­რებ" - მამა ნო­დარ ქა­თა­მა­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გლდანის მე-8 საპყრობილეში გატარებული 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ ანჩისხატის დეკანოზი ნოდარ ქათამაძე, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, სასულიერო პირი 2015 წლის 5 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. მისი სიმამრი, დავით მაისურაძე საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნოდა, მიუხედავად ამისა, მოძღვარი დააკავეს...

მამა ნოდარი ცნობილი მომღერლის, სალომე ქათამაძის მამაა. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში დეკანოზი შვილის შესახებ საუბრობს:

- ცნობილია, რომ მომღერალი სალომე მდივანი, რომელსაც საზოგადოება ქათამაძედ უფრო იცნობს, თქვენი ქალიშვილია. ციხიდან მასთან კონტაქტი გქონდათ?

- როგორ არა. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია. ამ დილითაც დამირეკა და ვერ ველაპარაკე, ტიროდა. რა თქმა უნდა, ერთმანეთს მოვეფერეთ ისე, როგორც მამა შვილს და შვილი მამას უნდა ეფერებოდეს.

- სალომე თქვენზე განაწყენებული იყო...

- შეუცდომელი ღმერთია.

- მან გვარი შეიცვალა და მამინაცვლის გვარი აიღო, მდივანი გახდა. ეს ამბავი როგორ მიიღეთ?

- რაც თქვა, არ ქნა. მერჩივნა, არ ეთქვა და ექნა. მას გვარი ოფიციალურად არ შეუცვლია. ეს როგორ არ მეწყინა, მაგრამ გვარი შეიცვალოს კი არა, სულ რომ ყირაზე დადგეს, მაინც ჩემი შვილია. პავლე მოციქული ბრძანებს, სიჭაბუკეს ჩემსას ნუ მოიხსენებ, უფალოო. სალომე სულ რომ ჯეიმსონის გვარზე გადავიდეს, ჩემი შვილი, ჩემი ხორცი და ჩემი ნაყოფია.

იხილეთ ასევე: "ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"