”აისისის” ბოევიკებმა "მის ერაყის" სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს შაიმა კასიმ აბდელრახმანს დაურეკეს და დაემუქრნენ. ”ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები ლამაზმანისგან ითხოვენ, რომ სექს ჯიჰადში მიიღოს მონაწილეობა. უარის შემთხვევაში, მოტაცებით დაემუქრნენ.
”მის ერაყს” ახლა მალვა უწევს. შეგახსენებთ, ერაყში საერთაშორისო სილამაზის კონკურსი 43 წლის მანძილზე (1972 წელი) არ ჩატარებულა. წლევანდელმა გამარჯვებულმა განაცხადა, რომ ”ძალიან ბედნიერია იმის ხილვით, რომ ერაყი ვითარდება”.
მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.