მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო
"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

ტაქ­სის მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, დად­გე­ნი­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე სხვა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის­გან უწყე­ბა თავს იკა­ვებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, თბი­ლის­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ქალ­ზე იძა­ლა­და. შსს-მ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლით, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

ამ ფაქტს ფე­ის­ბუქ­ზე ეხ­მა­უ­რე­ბა ქა­ლიც, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მო­ძა­ლა­დე ტაქ­სის­ტის შე­სა­ხებ: "მე­გო­ბე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბო და ჩემ­თვის უც­ნო­ბო ადა­მი­ა­ნე­ბო, მინ­და ყვე­ლას გაც­ნო­ბოთ რომ ის არამ­ზა­და ტაქ­სის მძღო­ლი (რომ­ლის სა­ხელს და გვარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­გე­ბი­ნებ ყვე­ლას) დღეს იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას ვინც ჩემი პოს­ტი წა­ი­კი­თხა და გულ­თან მი­ი­ტა­ნა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და პი­რად­ში და მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა გა­მო­ძი­ე­ბას რათა დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო ამ ადა­მი­ა­ნის იზო­ლა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან. მინ­და შე­გა­ტყო­ბი­ნოთ რომ ქალ­ბა­ტო­ნებს რომ­ლე­ბიც ამ ამ­ბით იყ­ვნენ შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი და ეს პი­როვ­ნე­ბა აყ­ვა­ნი­ლია და აღარ შე­გე­შინ­დეთ ღა­მით ტაქ­სით მოძ­რა­ო­ბა, გან­ხა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა დიდი დიღ­მის პო­ლი­ცი­ის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს რომ­ლე­ბიც და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობ­დნენ ამ საქ­მე­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მომ­ძი­ე­ბელს ჭოლა ღლონტს. იმე­დია ბო­ლომ­დე იზე­ი­მებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ეს "არ­სე­ბა", რო­მელ­საც ცო­ლიც, შვი­ლე­ბიც და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც კი ყო­ლია თურ­მე, იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ დას­ჯი­ლი ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლოს მიერ და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის სას­ჯელს" - წერს ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე ელე სა­რიშ­ვი­ლი.

VIDEO| "პატ­რულს და­ვუ­რე­კე, მიშ­ვე­ლეთ, მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ-თქო" - რას ამ­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში მო­ძა­ლა­დე ტაქ­სის მძღო­ლე­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"მიხ­სნი­და რას გა­მი­კე­თებ­და, როცა შე­მიყ­ვან­და ტყე­ში" - რას ყვე­ბი­ან გო­გო­ნე­ბი თბი­ლი­სელ მო­ძა­ლა­დე ტაქ­სისტზე

თბი­ლის­ში მო­ძა­ლა­დე ტაქ­სის მძღო­ლის მსხვერ­პლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეც გახ­და - "მო­ვას­წა­რი პატ­რულ­ში და­რეკ­ვა და და­ი­ჭი­რეს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყება თავს იკავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა. შსს-მ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

ამ ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება ქალიც, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია მოძალადე ტაქსისტის შესახებ: "მეგობებო, ნაცნობებო და ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მინდა ყველას გაცნობოთ რომ ის არამზადა ტაქსის მძღოლი (რომლის სახელს და გვარს მოგვიანებით გავაგებინებ ყველას) დღეს იქნა დაკავებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩემი პოსტი წაიკითხა და გულთან მიიტანა უამრავი ადამიანი მწერდა პირადში და მოწოდებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარა გამოძიებას რათა დროულად მომხდარიყო ამ ადამიანის იზოლაცია საზოგადოებისაგან. მინდა შეგატყობინოთ რომ ქალბატონებს რომლებიც ამ ამბით იყვნენ შეწუხებულები და ეს პიროვნება აყვანილია და აღარ შეგეშინდეთ ღამით ტაქსით მოძრაობა, განხაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დიდი დიღმის პოლიციის ქვეგანყოფილების ყველა თანამშრომელს რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმეზე და განსაკუთრებით გამომძიებელს ჭოლა ღლონტს. იმედია ბოლომდე იზეიმებს სამართლიანობა და ეს "არსება", რომელსაც ცოლიც, შვილებიც და შვილიშვილებიც კი ყოლია თურმე, იქნება სათანადოდ დასჯილი ჩვენი სასამართლოს მიერ და მიიღებს შესაბამის სასჯელს" - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ელე სარიშვილი.

VIDEO| "პატრულს დავურეკე, მიშველეთ, მაუპატიურებენ-თქო" - რას ამბობენ ქალები, რომლებიც თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლების მსხვერპლნი გახდნენ

ასევე წაიკითხეთ:

"მიხსნიდა რას გამიკეთებდა, როცა შემიყვანდა ტყეში" - რას ყვებიან გოგონები თბილისელ მოძალადე ტაქსისტზე

თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლის მსხვერპლი თამუნა მუსერიძეც გახდა - "მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ