სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს
ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორ­ვე­გია - ქვე­ყა­ნა, სა­დაც დაც­ვის თან­ხლე­ბით არა­ვინ და­დის, სა­დაც არ არის კო­რუფ­ცია, სა­დაც ბერ­გენ­ში, სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ში ღა­მის ოპე­რებს დგა­მენ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი ქუ­ჩებ­ში სპექ­ტაკ­ლებს, მეფე, რო­მე­ლიც თა­ვად ნიშ­ნავს და ხსნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­ნის­ტრებს (მთავ­რო­ბა­ში 7 მი­ნის­ტრი და ერთი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია), სა­დაც სა­მე­ფო სა­სახ­ლის პარ­კი ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის...

ХХ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ნორ­ვე­გია "თევზმჭერ­თა პრო­ვინ­ცი­ას" წარ­მო­ად­გენ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გემთმშე­ნებ­ლო­ბით. 1969 წლის დე­კემ­ბერ­ში ნავ­თო­ბის პირ­ვე­ლი სა­ბა­დოს "ეკო­ფიქ­სი" გახ­სნამ სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლე­ბით შეც­ვა­ლა.

ნავ­თო­ბი, ისე­ვე რო­გორც ქვეყ­ნის სხვა ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი, ხალ­ხის მემ­კვიდ­რე­ო­ბად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ნავ­თო­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ში და სა­ყო­ველ­თაო კე­თილ­დღე­ო­ბის ფონდში მი­დის. ნორ­ვე­გია თან­და­თან ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ქვეყ­ნად იქცა, სა­დაც მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 40 ათას დო­ლარს აღ­წევს. 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის შე­მო­სა­ვალ­მა 454,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. თი­თო­ე­უ­ლი ნორ­ვე­გი­ე­ლის პი­რად ან­გა­რიშ­ზე ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვის მო­გე­ბი­დან თან­ხა ირი­ცხე­ბა, დღეს­დღე­ო­ბით ეს თან­ხა 100 ათას დო­ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს თითო მო­სახ­ლე­ზე. ბავ­შვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე იხ­სნე­ბა ან­გა­რი­ში მის სა­ხელ­ზე და 3 ათა­სი დო­ლა­რი ირი­ცხე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უმე­ტე­სად სა­ხელ­მწი­ფო ან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რია, სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ე­ბი კი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ დო­ნეს უზ­რუნ­ველ­ყოფს (ოპე­რა­ცი­ე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბა უფა­სოა). ქვე­ყა­ნა­ში არ არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი - თუკი გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში მეფე ჰა­რალდ V იწვა, დღეს იქ უბ­რა­ლო მუშა წევს. ქვე­ყა­ნა­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის მედ­მომ­სა­ხუ­რე­ბის უმძლავ­რე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა მოქ­მე­დებს (მომ­ვლე­ლე­ბი, მე­დი­კო­სე­ბი, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი). მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბი ერთ ადა­მი­ან­ზე ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნას ან კო­ტეჯს წარ­მო­ად­გენს, თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს ღი­ლა­კი­ა­ნი ქა­მა­რი უკე­თია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტი და­ა­ჭერს ღი­ლაკს და მედ­და უმალ­ვე გაჩ­ნდე­ბა.

უფა­სო გა­ნათ­ლე­ბა

ნორ­ვე­გია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტ თან­ხას ხარ­ჯავს მოს­წავ­ლე­ებ­ზე. სას­კო­ლო სის­ტე­მა მოქ­მე­დებს მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით: სკო­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ, მშობ­ლე­ბი კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, რო­მე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა მათი შვი­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო (პირ­ველ კლას­ში 7 წლის ასაკ­ში მი­დი­ან, სწავ­ლის პე­რი­ო­დი - 9 წელი, მომ­დევ­ნო გა­ნათ­ლე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია 16-დან 19 წლამ­დე), სკო­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ტი­კა და ინ­გლი­სუ­რი ენა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა, ფორ­მირ­დე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორვეგია - ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის...

ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია ”თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” გახსნამ სიტუაცია სრულებით შეცვალა.

ნავთობი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ბუნებრივი რესურსი, ხალხის მემკვიდრეობად არის გამოცხადებული. ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამებში და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში მიდის. ნორვეგია თანდათან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აღწევს. 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 454,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თითოეული ნორვეგიელის პირად ანგარიშზე ნავთობის გაყიდვის მოგებიდან თანხა ირიცხება, დღესდღეობით ეს თანხა 100 ათას დოლარზე მეტს შეადგენს თითო მოსახლეზე. ბავშვის დაბადებისთანავე იხსნება ანგარიში მის სახელზე და 3 ათასი დოლარი ირიცხება.

სამედიცინო დაწესებულებები უმეტესად სახელმწიფო ან მუნიციპალურია, სახელმწიფო სუბსიდიები კი სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს უზრუნველყოფს (ოპერაციები, საავადმყოფოში მკურნალობა უფასოა). ქვეყანაში არ არის გამორჩეული და პრივილეგირებული საავადმყოფოები - თუკი გუშინ საავადმყოფოს პალატაში მეფე ჰარალდ V იწვა, დღეს იქ უბრალო მუშა წევს. ქვეყანაში უფროსი თაობის მედმომსახურების უმძლავრესი სოციალური სტრუქტურა მოქმედებს (მომვლელები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფარი). მოხუცთა თავშესაფრები ერთ ადამიანზე ერთოთახიან ბინას ან კოტეჯს წარმოადგენს, თითოეულ პაციენტს ღილაკიანი ქამარი უკეთია, საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი დააჭერს ღილაკს და მედდა უმალვე გაჩნდება.

უფასო განათლება

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლეებზე. სასკოლო სისტემა მოქმედებს მშობლების აქტიური მონაწილეობით: სკოლები ურჩევენ, მშობლები კი გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელი შემოთავაზებაა მათი შვილებისთვის საუკეთესო (პირველ კლასში 7 წლის ასაკში მიდიან, სწავლის პერიოდი - 9 წელი, მომდევნო განათლება ნებაყოფლობითია 16-დან 19 წლამდე), სკოლებში ინფორმატიკა და ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება, ფორმირდება ჰუმანური მსოფლმხედველობა, ტოლერანტობა, ბუნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

იხილეთ გაგრძელება

მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“