"პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ... მცემეს სახეში და თავში" - მაგდა პაპიძის პირველი კომენტარი სასამართლოდან

"პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ... მცემეს სახეში და თავში" - მაგდა პაპიძის პირველი კომენტარი სასამართლოდან

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის თქმით, მასზე პოლიციაში ძალადობის ფაქტი განხორციელდა. ამის შესახებ პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი..", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს განცხადებაზე ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა. პროკურორის თქმით, ისინი მაგდა პაპიძის განცხადებებს შეისწავლიან.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე:

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ