პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე სისტემატიურად იყიდება
ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე სისტემატიურად იყიდება

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის მე­რაბ აბ­რა­მიშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად იყი­დე­ბა. 2015 წლის დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში გა­მარ­თულ აუქ­ცი­ონ­ზე - "მე-20 სა­უ­კუ­ნე - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა", აბ­რა­მიშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი "პი­ა­ნი­ნო" 25 000 ფუნტ სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და.

მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი "სოთ­ბის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლში პირ­ვე­ლად 2013 წელს მოხ­ვდა გა­მო­ფე­ნა­ზე "გზაჯ­ვა­რე­დი­ნი", რო­მელ­ზეც კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნე­ბის მხატ­ვრე­ბი იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. ეს იყო "კუ­მა­ო­ნის კა­ცი­ჭა­მია". შემ­დეგ წელს გა­მო­ფე­ნა­ზე - "სტამ­ბუ­ლი­დან ქა­ბუ­ლამ­დე" გა­მო­ი­ფი­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის "სა­მო­თხე"... ამის შემ­დეგ აუქ­ცი­ო­ნებ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხვდე­ბო­და ნა­მუ­შევ­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან. 2013 წელს გა­ი­ყი­და "პი­ა­ნი­ნო", 2014 წელს "ას­კი­ლი" და "სუ­ლიწ­მინ­და", 2015 წელს კი კვლავ "პი­ა­ნი­ნო".

მე­რაბ აბ­რა­მიშ­ვი­ლი 1957 წელს და­ი­ბა­და. 1972-1976 წლებ­ში სწავ­ლობ­და ალექ­სან­დრე ბან­ძე­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სტუ­დი­ა­ში. 1981 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია დაზ­გუ­რი გრა­ფი­კის გან­ხრით. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში, ლუდ­ვი­გის მუ­ზე­უმ­ში, კი­ოლ­ნის, ფი­ნე­თის, აშშ-ის კერ­ძო გა­ლე­რე­ებ­ში... იყო სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი. მის სი­ცო­ცხლე­ში სულ ხუთი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ჰქონ­და.

1991 წელს, მხატ­ვრის სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად მისი 16 ნა­მუ­შე­ვა­რი და­იწ­ვა. 2006 წლის 22 ივ­ლისს მხატ­ვა­რი 49 წლის ასაკ­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე სისტემატიურად იყიდება

ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე სისტემატიურად იყიდება

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები "სოთბის" აუქციონზე სისტემატიურად იყიდება. 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში გამართულ აუქციონზე - "მე-20 საუკუნე - განსხვავებული პერსპექტივა", აბრამიშვილის ნამუშევარი "პიანინო" 25 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

მხატვრის ნამუშევრები "სოთბის" სააუქციონო სახლში პირველად 2013 წელს მოხვდა გამოფენაზე "გზაჯვარედინი", რომელზეც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მხატვრები იყვნენ წარმოდგენილნი. ეს იყო "კუმაონის კაციჭამია". შემდეგ წელს გამოფენაზე - "სტამბულიდან ქაბულამდე" გამოიფინა აბრამიშვილის "სამოთხე"... ამის შემდეგ აუქციონებზე სისტემატიურად ხვდებოდა ნამუშევრები ევროპული კოლექციებიდან. 2013 წელს გაიყიდა "პიანინო", 2014 წელს "ასკილი" და "სულიწმინდა", 2015 წელს კი კვლავ "პიანინო".

მერაბ აბრამიშვილი 1957 წელს დაიბადა. 1972-1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ლუდვიგის მუზეუმში, კიოლნის, ფინეთის, აშშ-ის კერძო გალერეებში... იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მის სიცოცხლეში სულ ხუთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა.

1991 წელს, მხატვრის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მისი 16 ნამუშევარი დაიწვა. 2006 წლის 22 ივლისს მხატვარი 49 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია