მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს
"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს

მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის, ნავ­თობ­ზე ფა­სის ვარ­დნი­სა და დო­ლა­რის სხვა ვა­ლუ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გამ­ყა­რე­ბის ფონ­ზე, "ბლუმ­ბერ­გი" რამ­დე­ნი­მე პე­სი­მის­ტურ სცე­ნარს ქვეყ­ნებს, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, 2016 წელს ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

"ბლუმ­ბერ­გის" პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი­სა და კონ­სულ­ტან­ტე­ბის გა­მო­კი­თხვას ეყ­რდნო­ბა.

ნავ­თო­ბის ფასი ბა­რელ­ზე 100 დო­ლარს მი­აღ­წევს

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ნავ­თო­ბისმწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სტრა­ტე­გი­ულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სა­უ­დის არა­ბე­თი და ოპეკ-ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბას ვერ ზრდი­ან. შე­დე­გად ვარ­დნის ნაც­ვლად, ნავ­თო­ბის ფასი ბა­რელ­ზე 100 დო­ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. ბირ­თვუ­ლი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­ე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც მზი­სა და ქა­რის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი ევ­რო­კავ­შირს და­ტო­ვებს

ევ­რო­კავ­შირ­ში ბრი­ტა­ნე­თის გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის­თვის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლის დას­მის მიზ­ნით, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ვიდ კა­მე­რონ­მა 2016 წლის მა­ის­ში რე­ფე­რენ­დუ­მი და­ნიშ­ნა. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფუნ­ტი მკვეთ­რად გა­უ­ფა­სურ­დე­ბა, და­ე­ცე­მა ლონ­დო­ნის ბირ­ჟა, ინ­გლი­სის ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი მარკ კარ­ნი კი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ზარ­დოს საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი.

ბან­კებ­ზე კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა

რუსი და ირა­ნე­ლი ჰა­კე­რე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან და აშშ-ის მიერ მათი ქვეყ­ნე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ამე­რი­კის ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მი­სად­მი ნდო­ბა შე­ირ­ყე­ვა, ბან­კი­დან ფუ­ლის მსეს­ხებ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, შე­ამ­ცი­რონ სეს­ხე­ბის აღე­ბა, აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა კი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, კი­დევ ერთხელ გა­ზარ­დოს რე­ფი­ნან­სი­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს

"ბლუმბერგის" სცენარის მიხედვით, 2016 წელს პუტინი ამერიკას გააცურებს

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტების, ნავთობზე ფასის ვარდნისა და დოლარის სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარების ფონზე, "ბლუმბერგი" რამდენიმე პესიმისტურ სცენარს ქვეყნებს, რომელსაც შესაძლოა, 2016 წელს ჰქონდეს ადგილი.

"ბლუმბერგის" პროგნოზი რამდენიმე ყოფილი და მოქმედი დიპლომატების, ეკონომიკური ექსპერტებისა და კონსულტანტების გამოკითხვას ეყრდნობა.

ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს მიაღწევს

"ისლამური სახელმწიფო" შუა აღმოსავლეთში ნავთობისმწარმოებელი ქვეყნების სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განახორციელებს. საუდის არაბეთი და ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას ვერ ზრდიან. შედეგად ვარდნის ნაცვლად, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზრდება. ბირთვული ინდუსტრიის წარმოება შეიზღუდება ისევე, როგორც მზისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე კომპანიების.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს

ევროკავშირში ბრიტანეთის გაურკვეველი მომავლისთვის საბოლოო წერტილის დასმის მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 2016 წლის მაისში რეფერენდუმი დანიშნა. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, ფუნტი მკვეთრად გაუფასურდება, დაეცემა ლონდონის ბირჟა, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი მარკ კარნი კი იძულებული იქნება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი.

ბანკებზე კიბერთავდასხმები განხორციელდება

რუსი და ირანელი ჰაკერები შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან და აშშ-ის მიერ მათი ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ამერიკის ფინანსურ სექტორზე კიბერშეტევებს განახორციელებენ. ყოველივე ამის ფონზე ფინანსური სისტემისადმი ნდობა შეირყევა, ბანკიდან ფულის მსესხებლები იძულებული იქნებიან, შეამცირონ სესხების აღება, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა კი იძულებული იქნება, კიდევ ერთხელ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია