"მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება

 "მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება

ინტერნეტსივრცეში ეკლესიის მსახურის მორიგი ქადაგება გავრცელდა[ვიდეო], სადაც მოძღვარი ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამ ფორმით დეკანოზი ილია მეუფე სპირიდონის დაცვას ცდილობს, რომელიც მისი განცხადებით, ტელეკომპანიის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია. დეკანოზი ილია თოქ-შოუ "არჩევანის" იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი.

დეკანოზის ქადაგებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიკა გვარამია ეხმაურება:

"მგონი, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამ სიმახინჯეზე და მორალურ (როგორც მინიმუმ) ტერორიზმზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. ხოდა, მიხედეთ, გეთაყვა, მიხედეთ! არ ბნელა ქვეყანაში, პატივცემულებო, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ!", - წერს გვარამია.

როგორც "რუსთავი 2" იტყობინება, "კურიერმა" საპატრიარქოს  კითხვითაც მიმართა - "გამოხატავს თუ არა, დეკანოზი ილია მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგად განწყობას, თუ ეს მისი იდივიდუალური პოზიციაა", - თუმცა, ტელეარხის ინფორმაციით, კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლოა, ცნობილი სინოდის სხდომის შემდეგ გახდეს.

იხილეთ ვიდეო| სკანდალური ქადაგება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ: "ეს არის ანტიქრისტეს ტელევიზია"

იხილეთ ასევე: საპატრიარქოს ბაგა-ბაღები და სკოლები, სადაც გაუსაძლისი პირობებია - პატრიარქი პრობლემას სინოდის სხდომაზე განიხილავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს