აარსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის გაუქმება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრიგადის თანამშრომლებმა განუცხადეს, გაუქმების შემდეგ შესაძლოა 600 ადამიანი უმუშევარი დარჩეს. ასევე მათთვის უცნობია, თუ რას უპირებენ ტექნიკას, რომელსაც აღნიშნული ბრიგადა ფლობს.
"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებულად თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ კაციტაძემ განაცხადა, ამ საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"ჯერ ეს მუშავდება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე ხელაღებით ვერაფერს გეტყვით და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება, მერე უკვე ოფიციალურად გავასაჯაროებთ. ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის. სამუშაო პროცესია და როგორც კი ინფორმაცია იქნება, მაშინვე მოგაწვდით", - განმარტა კაციტაძემ.