საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და შალ­ვა აბუ­ლა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 19-3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 3531-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და მე­ო­რე ნა­წი­ლით. მო­სა­მარ­თლემ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ შალ­ვა აბუ­ლა­ძე 2015 წლის 23 იან­ვარს ქ. ბორ­ჯომ­ში, მეს­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას თან ატა­რებ­და უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნილ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვილ­მა და გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­მა ის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შე­ა­ჩე­რეს. შ.აბუ­ლა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლი, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილს და მი­ი­მა­ლა.

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­ად­გი­ნა რომ, 2015 წლის 4 აპ­რილს, მი­მალ­ვა­ში მყო­ფი შალ­ვა აბუ­ლა­ძე შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ქა­ლაქ თბი­ლის­ში კვლავ შე­ა­ჩე­რეს ისა­ნი–სამ­გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა – ვახ­ტანგ გუ­ლი­აშ­ვილ­მა, ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილ­მა და ბექა მარ­გიშ­ვილ­მა. შე­ჩე­რე­ბის მო­წო­დე­ბის­თა­ნა­ვე, შ.აბუ­ლა­ძემ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან პო­ლი­ცი­ელ­თა მი­მარ­თუ­ლე­ბით გახ­სნა ცე­ცხლი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ბექა მარ­გიშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სდა.

2015 წლის 5 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ათ­ზე, შალ­ვა აბუ­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სას, იგი შემ­ჩნე­ულ იქნა ქ.თბი­ლის­ში, წუ­ლუ­კი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, რა დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მან კვლავ გახ­სნა ცე­ცხლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის - მი­მარ­თუ­ლე­ბით და კვლავ შეძ­ლო მი­მალ­ვა.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად 2015 წლის 10 აპ­რილს, შალ­ვა აბუ­ლა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბორ­ჯომ­ში ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­ა­კა­ვეს, და­კა­ვე­ბი­სას ამო­ღე­ბულ იქნა "გლო­კის" სის­ტე­მის და "ПБ 6П9"-ს სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტე­ბი, საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი და რგდ5-ის ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა.

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით: შალ­ვა აბუ­ლა­ძის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა (2015 წლის 23 იან­ვარს გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ეპი­ზო­დი) სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­დან გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წილ­ზე (მცდე­ლო­ბა); შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 18 წლის ვა­დით; შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2 წლის ვა­დით; შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლი­სა და 6 თვის ვა­დით.

შალ­ვა აბუ­ლა­ძის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა (2015 წლის 5 აპ­რილს ლე­ვან გენ­გაშ­ვილ­ზე, ლე­ვან ჩიხ­რა­ძე­ზე, მალ­ხაზ სამ­სო­ნიშ­ვილ­ზე და შალ­ვა ჯი­ნი­ყაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ეპი­ზო­დი) სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­დან გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ზე; შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 7 წლის ვა­დით.

შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (2015 წლის 12 ივ­ნი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 3 წლის ვა­დით.

შალ­ვა აბუ­ლა­ძის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა (2015 წლის 04 აპ­რილს, ვახ­ტანგ გუ­ლი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ეპი­ზო­დი) სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი­დან გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ზე; შალ­ვა აბუ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 3531-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 19-353-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (2015 წლის 4 აპ­რილს ვა­ლე­რი­ან გრძე­ლიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ეპი­ზო­დი) და 3531-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის (2015 წლის 4 აპ­რილს, ბექა მარ­გიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ეპი­ზო­დი) და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 59-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლე­ბი­დან უფრო მკაცრ­მა სას­ჯელ­მა შთან­თქა ნაკ­ლე­ბად მკაც­რი სას­ჯე­ლი და შალ­ვა აბუ­ლა­ძეს სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პროკურატურა შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლომ ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შალვა აბულაძე დამნაშავედ სცნო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელების სიცოცხლის მოსპობისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილით. მოსამართლემ შალვა აბულაძეს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, გადაადგილებისას თან ატარებდა უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს. შ.აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა გიორგი ბერუაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გიორგი მახარაშვილს და მიიმალა.

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, მიმალვაში მყოფი შალვა აბულაძე შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისში კვლავ შეაჩერეს ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ.აბულაძემ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსდა.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 10 აპრილს, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს, დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკის" სისტემის და ,,ПБ 6П9"-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ5-ის ტიპის ხელყუმბარა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით: შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 23 იანვარს გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილზე (მცდელობა); შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 5 აპრილს ლევან გენგაშვილზე, ლევან ჩიხრაძეზე, მალხაზ სამსონიშვილზე და შალვა ჯინიყაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-353-ე მუხლის მესამე ნაწილით (2015 წლის 4 აპრილს ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 4 აპრილს, ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ