კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის
მაგდა პაპიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის

შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს. მას ბრა­ლი გუ­შინ ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. პა­პი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლად სცნეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 25 წლის ქალს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის.

რო­გორც ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ პა­პი­ძის ად­ვო­კატ­მა, ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი არ აღი­ა­რებს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას და არ იცის რა მოხ­და. "ის ამ­ბობს, რომ მისი მე­უღ­ლე და შვი­ლი წა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. შემ­დეგ და­აგ­ვი­ან­დათ. და­უ­რე­კა ტე­ლე­ფონ­ზე მე­უღ­ლეს, რო­მელ­საც ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და და ამის შემ­დეგ და­ა­პი­რა წა­სუ­ლი­ყო, ახ­ლო­მახ­ლო ხომ არ იყ­ვნენ მისი მე­უღ­ლე და შვი­ლი. სულ შემ­თხვე­ვით ნახა სა­დარ­ბა­ზო­ში ისი­ნი. მაგ­და პა­პი­ძე ამ­ბობს, რომ მის მე­უღ­ლეს შე­ე­ხო მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის და დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მაგ­და პა­პი­ძემ მას სთხო­ვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა, რომ შვი­ლის მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და და მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა სურ­და. ასე­ვე ად­ვო­კატ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მაგ­და პა­პი­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­აჩ­ნია, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აქვს ბრალ­დე­ბულს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს კვლავ არ აღი­ა­რებს - რაზე ისა­უბ­რა პა­პი­ძემ ად­ვო­კატ­თან

"ქმა­რი მოკ­ლა, მაგ­რამ შვი­ლი, რო­გორც ჩანს, ას­თმუ­რი შე­ტე­ვი­სას შე­მო­აკ­ვდა" - ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი თბი­ლის­ში მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მაგდა პაპიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის

მაგდა პაპიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ელის

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი გუშინ ე.წ. მოდულის შენობაში ოფიციალურად წარუდგინეს. პაპიძე ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის ქალს უვადო პატიმრობა ელის.

როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ პაპიძის ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ იცის რა მოხდა. "ის ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილი წავიდნენ სახლიდან. შემდეგ დააგვიანდათ. დაურეკა ტელეფონზე მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამის შემდეგ დააპირა წასულიყო, ახლომახლო ხომ არ იყვნენ მისი მეუღლე და შვილი. სულ შემთხვევით ნახა სადარბაზოში ისინი. მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს შეეხო მხოლოდ გადარჩენის და დახმარების მიზნით", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მაგდა პაპიძემ მას სთხოვა ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, რომ შვილის მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა სურდა. ასევე ადვოკატმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გააჩნია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემები აქვს ბრალდებულს.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ:

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ