მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები
პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მამ სტარ­ტი 2013 წელს აიღო. იდე­ის ავ­ტო­რი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გახ­ლავთ. რა სა­ხის დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო ყო­ფილ პა­ტიმ­რებ­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს, რო­გო­რი ფორ­მით ახ­დენს მათ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? - ამ თე­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ნინო ბი­სე­იშ­ვილ­მა გვი­ამ­ბო.

- იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მოქ­მე­დი სსიპ ვართ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად ბევ­რი პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე ზრუნ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი არი­ან. ეს არის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა და­სახ­მა­რებ­ლად. მისი მი­ზა­ნია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, მათი დაბ­რუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რე­ბად.

- ამ ადა­მი­ა­ნებს რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩაბ­მუ­ლი არი­ან: სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, ფსი­ქო­ლო­გი და იუ­რის­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან ერ­თად, მისი უახ­ლო­ე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის გაძ­ლი­ე­რე­ბაც. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ეხ­მა­რე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­არ­სა და მის ოჯახს პი­რა­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯში უფა­სოდ გა­დი­ან. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ყო­ფილ პა­ტი­მარ­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რს აქვს სურ­ვი­ლი, ერ­თდრო­უ­ლად შე­ის­წავ­ლოს ოფის-მე­ნე­ჯე­რის პრო­ფე­სია და დურ­გლო­ბა, ჩვენ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ.

- ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ?

- ყო­ფილ პა­ტი­მარ­თან მუ­შა­ო­ბას იწყებს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი. ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას სთა­ვა­ზო­ბენ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს, სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს კი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი აკე­თებს. სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს ზოგ­ჯერ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რომ ბე­ნე­ფი­ცი­არს მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­ა­ნახ­ვოს. ჩვენ ვაძ­ლევთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ვას­წავ­ლით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ეტაპს მას­თან ერ­თად ვგეგ­მავთ.

- ამ ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად არის ლა­პა­რა­კი, ერთი მხრივ, და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა­ზე და მე­ო­რე მხრივ - კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე. თქვენ აძ­ლევთ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ის­წავ­ლონ ხე­ლო­ბა, აი­მაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია; წე­სით, დიდი აქ­ტი­ვო­ბა უნდა იყოს. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ ბე­ნე­ფი­ცი­არს იღებთ?

- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვხვდე­ბით პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­საც პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე 1-3 თვე აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი. ეს არის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტი­პის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი. ვაც­ნობთ პროგ­რა­მას, დე­ტა­ლუ­რად ვუხ­სნით, რა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ. ზო­გი­ერ­თი იქვე გა­მოთ­ქვამს პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს და მო­მარ­თვის ფორ­მას ავ­სებს. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რო­დის ტო­ვებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი იმ დროს უკავ­შირ­დე­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გაკ­რუ­ლია პლა­კა­ტე­ბი ჩვე­ნი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად დიდი მცდე­ლო­ბი­სა, არ­სე­ბო­ბენ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ დახ­მა­რე­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნი­ათ. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დით: შე­საძ­ლოა, ამ სტა­ტი­ი­დან პროგ­რა­მის შე­სა­ხებ არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­ი­ტყოს. 2013 წლი­დან დღემ­დე პროგ­რა­მა­ში ჩაბ­მულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ, ხში­რად თა­ვად მოჰ­ყავთ ნაც­ნო­ბე­ბი. მხო­ლოდ 2015 წლის იან­ვრი­დან ნო­ემ­ბრამ­დე პროგ­რა­მით 800-მდე ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ისარ­გებ­ლა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამამ სტარტი 2013 წელს აიღო. იდეის ავტორი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გახლავთ. რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, როგორი ფორმით ახდენს მათ რესოციალიზაციას საზოგადოებაში? - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსმა, ნინო ბისეიშვილმა გვიამბო.

- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედი სსიპ ვართ. მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად ბევრი პატიმარი გათავისუფლდა. ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე ზრუნვა აუცილებელია. ბენეფიციარები ყოფილი პატიმრები არიან. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.

- ამ ადამიანებს რა სახის მომსახურებას სთავაზობთ?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. რეაბილიტაციის პროცესში ჩაბმული არიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი. მნიშვნელოვანია, ბენეფიციართან ერთად, მისი უახლოესი სოციალური წრის გაძლიერებაც. სოციალური მუშაკი ეხმარება ბენეფიციარსა და მის ოჯახს პირადი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი ბენეფიციარები პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში უფასოდ გადიან. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პროფესიის დაუფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. თუ ყოფილ პატიმარსა და მისი ოჯახის წევრს აქვს სურვილი, ერთდროულად შეისწავლოს ოფის-მენეჯერის პროფესია და დურგლობა, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ.

- ყოფილი პატიმრები აქტიურობენ?

- ყოფილ პატიმართან მუშაობას იწყებს სოციალური მუშაკი. ცენტრის თანამშრომლები მას სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, საბოლოო არჩევანს კი ბენეფიციარი აკეთებს. სოციალურ მუშაკს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ბენეფიციარს მის წინაშე არსებული პრობლემები დაანახვოს. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, ვასწავლით, რეაბილიტაციის პროცესის განმავლობაში, ყოველ ეტაპს მასთან ერთად ვგეგმავთ.

- ამ ქვეყანაში მუდმივად არის ლაპარაკი, ერთი მხრივ, დასაქმების პრობლემაზე და მეორე მხრივ - კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე. თქვენ აძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას, ისწავლონ ხელობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია; წესით, დიდი აქტივობა უნდა იყოს. წლის განმავლობაში რამდენ ბენეფიციარს იღებთ?

- სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ვხვდებით პატიმრებს, რომლებსაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 1-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს არის საინფორმაციო ტიპის ინდივიდუალური შეხვედრები. ვაცნობთ პროგრამას, დეტალურად ვუხსნით, რა ტიპის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. ზოგიერთი იქვე გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და მომართვის ფორმას ავსებს. ჩვენთვის ცნობილია, როდის ტოვებს დაწესებულებას მსჯავრდადებული, და სოციალური მუშაკი იმ დროს უკავშირდება. დაწესებულებებში გაკრულია პლაკატები ჩვენი პროგრამის შესახებ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, არსებობენ ყოფილი პატიმრები, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ არაფერი სმენიათ. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხით დაინტერესდით: შესაძლოა, ამ სტატიიდან პროგრამის შესახებ არაერთმა ადამიანმა შეიტყოს. 2013 წლიდან დღემდე პროგრამაში ჩაბმულ ადამიანთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი ბენეფიციარებიც ასრულებენ, ხშირად თავად მოჰყავთ ნაცნობები. მხოლოდ 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პროგრამით 800-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია