პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ადვოკატი დავით ლანჩავა "ქრონიკა+"-ისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღეს, 11:00 საათზე მიმართავს.
მათივე ინფორმაციით, სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ "ქრონიკა +"-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციისკენ.
"სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება