მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული და "დამარცხებული მეტოქე"
დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული და "დამარცხებული მეტოქე"

მომ­ღე­რა­ლი და­თუ­ნა მგე­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს. ამ­ბობს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა და იმე­დოვ­ნებს, რომ მალე შეხ­ვდე­ბა იმ ერ­თა­დერ­თს, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბას და­უ­კავ­ში­რებს.

"შუბ­ლშეკ­რუ­ლი" ბავ­შვო­ბა

- საკ­მა­ოდ ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი. იშ­ვი­ა­თად ვი­ცი­ნო­დი, სულ შუბ­ლშეკ­რუ­ლი დავ­დი­ო­დი და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, უკა­რე­ბაც ვი­ყა­ვი.

- მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად, რის გამო გიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ?

- მშობ­ლე­ბი თით­ქმის არას­დროს მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ. გა­გე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ ჩემს ბავ­შვურ სი­ცელ­ქეს. თა­ნაც, 90-ია­ნებ­ში რა შე­ნიშ­ვნა უნდა მი­მე­ღო, როცა შუქი ჩვენ არ გვქონ­და, გათ­ბო­ბა და ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი ეზო­ში თა­მა­ში იყო. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ჩემ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­დათ. სხვა­თა შო­რის, ბავ­შვთან მე­გობ­რო­ბა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნია - ეს ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს (იღი­მის).

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სკო­ლა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და დღემ­დე ასეა. მათ დიდ პა­ტივს ვცემ, მუ­დამ ვე­ფე­რე­ბი... ალ­ბათ, პე­და­გო­გებს ვაბ­რა­ზებ­დი კი­დეც, მაგ­რამ უზ­რდე­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლას, ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი.

- რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და მთე­ლი ჩემი ფიქ­რე­ბი­ცა და ოც­ნე­ბე­ბიც მუ­დამ სცე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

- შენს პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ზე რას გვე­ტყვი?

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში შე­მიყ­ვარ­და გო­გო­ნა, რო­მელ­საც ია ერ­ქვა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მისი ხათ­რით დავ­დი­ო­დი ბაღ­ში. ჩემი დის სა­თა­მა­შო­ებს ვი­პა­რავ­დი და მას­თვის მიმ­ქონ­და. მე­ო­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც მყავ­და, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი ვა­ჩუ­ქე. ის გოგო ორ ბიჭს ერ­თდრო­უ­ლად გვიყ­ვარ­და. ვი­ნა­ი­დან ჩემ­მა მე­ტო­ქემ უბ­რა­ლო ბე­ჭე­დი მი­უ­ტა­ნა, ჩემი ჭკუ­ით, "გა­და­ვუ­ჯოკ­რე" და დე­დას სამ­კა­უ­ლი ამი­ტო­მაც მო­ვი­პა­რე... თუმ­ცა, რა თქმა უნდა, იმ გო­გოს მშო­ბელ­მა ბეჭ­დი დე­დას და­უბ­რუ­ნა, რის გა­მოც თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვიგ­რძე­ნი (იცი­ნის).

- დედა არც ამის გამო არ გა­გიბ­რაზ­და?

- არა, საყ­ვე­დუ­რი არ უთ­ქვამს. ამ თე­მა­ზე ოჯახ­ში ბევ­რს ხა­ლი­სობ­დნენ

(იღი­მის).

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა სად გა­აგ­რძე­ლე?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. კარ­გი სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. ეს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

- პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­მი­ყე­ვი...

- ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს უკავ­შირ­დე­ბა. სა­კურ­სო სპექ­ტა­ლი დავ­დგით, სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შე­ვას­რუ­ლე.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- ნამ­დვი­ლად მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ბო­ლომ­დე ვიბ­რძვი და არას­დროს ვნებ­დე­ბი.

- შრო­მის­მოყ­ვა­რე თუ ხარ? სი­ზარ­მა­ცე რა შემ­თხვე­ვა­ში გი­პყრობს?

- შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ, მაგ­რამ იმა­საც ვა­ღი­ა­რებ, რომ ზოგ­ჯერ, რა­ღაც დო­ზით ზარ­მა­ციც ვარ. თუმ­ცა, ამ მხრივ სა­კუ­თარ თავს ვებ­რძვი და ვცდი­ლობ, ამ თვი­სე­ბამ არ და­მა­ზა­რა­ლოს.

- ვინ არის შენი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, პირ­ველ რიგ­ში, დედა, მამა და ჩემი და­ი­კო არი­ან. ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რად ვთვლი ასე­ვე, მე­გობ­რებს, რო­მელ­თა აზრს ხან ვე­თან­ხმე­ბი, ხან უბ­რა­ლოდ - ვით­ვა­ლის­წი­ნებ და ამით ჯერ არა­ფე­რი წა­მი­გია.

- რო­გორ იწყე­ბა შენი დილა?

- გა­აჩ­ნია, რა მაქვს და­გეგ­მი­ლი. ძილი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ საქ­მეს სჭირ­დე­ბა, არც ად­რი­ა­ნად ად­გო­მა მი­ჭირს. გა­მი­მარ­თლა, რომ ყო­ველ დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა და სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა არ მი­წევს.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული და "დამარცხებული მეტოქე"

დათუნა მგელაძის პირველი სიყვარული და "დამარცხებული მეტოქე"

მომღერალი დათუნა მგელაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი აქვს. ამბობს, რომ ჯერჯერობით, მის პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება და იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება იმ ერთადერთს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებს.

"შუბლშეკრული" ბავშვობა

- საკმაოდ ჯიუტი ვიყავი. იშვიათად ვიცინოდი, სულ შუბლშეკრული დავდიოდი და ყველაფერთან ერთად, უკარებაც ვიყავი.

- მშობლები ყველაზე ხშირად, რის გამო გიბრაზდებოდნენ?

- მშობლები თითქმის არასდროს მიბრაზდებოდნენ. გაგებით ეკიდებოდნენ ჩემს ბავშვურ სიცელქეს. თანაც, 90-იანებში რა შენიშვნა უნდა მიმეღო, როცა შუქი ჩვენ არ გვქონდა, გათბობა და ერთადერთი გასართობი ეზოში თამაში იყო. მშობლები ცდილობდნენ, ჩემთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდათ. სხვათა შორის, ბავშვთან მეგობრობა საკმაოდ მომგებიანია - ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს (იღიმის).

- როგორი მოსწავლე იყავი?

- ძალიან გამიმართლა, რომ სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარდა და დღემდე ასეა. მათ დიდ პატივს ვცემ, მუდამ ვეფერები... ალბათ, პედაგოგებს ვაბრაზებდი კიდეც, მაგრამ უზრდელი არასდროს ვყოფილვარ. რაც შეეხება სწავლას, ამ მხრივ გამორჩეული ნამდვილად არ ვიყავი.

- რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ და მთელი ჩემი ფიქრებიცა და ოცნებებიც მუდამ სცენას უკავშირდებოდა.

- შენს პირველ სიყვარულზე რას გვეტყვი?

- საბავშვო ბაღში შემიყვარდა გოგონა, რომელსაც ია ერქვა. ძალიან მომწონდა და მისი ხათრით დავდიოდი ბაღში. ჩემი დის სათამაშოებს ვიპარავდი და მასთვის მიმქონდა. მეორე შეყვარებულიც მყავდა, რომელსაც დედაჩემის ბრილიანტის ბეჭედი ვაჩუქე. ის გოგო ორ ბიჭს ერთდროულად გვიყვარდა. ვინაიდან ჩემმა მეტოქემ უბრალო ბეჭედი მიუტანა, ჩემი ჭკუით, "გადავუჯოკრე" და დედას სამკაული ამიტომაც მოვიპარე... თუმცა, რა თქმა უნდა, იმ გოგოს მშობელმა ბეჭდი დედას დაუბრუნა, რის გამოც თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი (იცინის).

- დედა არც ამის გამო არ გაგიბრაზდა?

- არა, საყვედური არ უთქვამს. ამ თემაზე ოჯახში ბევრს ხალისობდნენ

(იღიმის).

პირველი წარმატება

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამისა და კინოს ფაკულტეტზე ჩავაბარე. კარგი სტუდენტობის წლები გამოვიარე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.

- პირველი პროფესიული წარმატების შესახებ მომიყევი...

- ჩემი პირველი პროფესიული წარმატება თეატრალურ უნივერსიტეტს უკავშირდება. საკურსო სპექტალი დავდგით, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე.

- მიზანდასახული ხარ?

- ნამდვილად მიზანდასახული ადამიანი ვარ. ბოლომდე ვიბრძვი და არასდროს ვნებდები.

- შრომისმოყვარე თუ ხარ? სიზარმაცე რა შემთხვევაში გიპყრობს?

- შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ზოგჯერ, რაღაც დოზით ზარმაციც ვარ. თუმცა, ამ მხრივ საკუთარ თავს ვებრძვი და ვცდილობ, ამ თვისებამ არ დამაზარალოს.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, პირველ რიგში, დედა, მამა და ჩემი დაიკო არიან. ჩემს გულშემატკივრად ვთვლი ასევე, მეგობრებს, რომელთა აზრს ხან ვეთანხმები, ხან უბრალოდ - ვითვალისწინებ და ამით ჯერ არაფერი წამიგია.

- როგორ იწყება შენი დილა?

- გააჩნია, რა მაქვს დაგეგმილი. ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ საქმეს სჭირდება, არც ადრიანად ადგომა მიჭირს. გამიმართლა, რომ ყოველ დილით ადრე გაღვიძება და სამსახურში წასვლა არ მიწევს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება