საუკეთესო საოჯახო ავტომობილი, ყველაზე უსაფრთხო, საუკეთესო ქროსოვერი, უპრეცედენტო განვადება და მაქსიმალური კომფორტი - ამ ყველაფერს "ჰიუნდაი ტუსანის" ახალი მოდელი აერთიანებს, რომლის პრეზენტაციაც "ჰიუნდაი ავტო საქართველომ "ჰიუნდაი" ცენტრში გამართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მომხმარებლები, რომლებიც კომპანიამ მადლობის ნიშნად დაასაჩუქრა.
მიუხედავად იმისა, რომ "ტუსანი" ახალი გამოსულია, უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელია. "ჯიდი პაუერმა""ტუსანი" აღიარა როგორც 2015 წლის ყველაზე ხარისხიან კომპაქტურ ქროსოვერად. ავსტრალიაში წლის საუკეთესო საოჯახო ავტომობილად დასახელდა. Cars.com-მადაასახელა წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად. ხოლო გერმანულმა აუტობილდმა გატესტა "ტუსანი", შეადარა თავის კლასში სხვა ბრენდის ევროპულ და იაპონურ მოდელებს და შედეგად გერმანელებმა პირველი ადგილი მიაკუთუვნეს.
ახალ ავტომობილში ჰიუნდაი ინოვაციის სახით მომხმარებელს სთავაზობს ნავიგაციას საქართველოს რუკით. ეს სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის, რომელიც საქართველოში "ტუსანით" გადაადგილდებიან.
ახალი "ტუსანის" შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რუსთავის ფილიალში, და რაც მთავარია უპრეცედენტო განვადებით - ავტომობილის შეძენა შეგიძლით ბანკის უპრეცედენტო განვადების პირობებით, გადახდას იწყებთ მე-4 თვიდან. ასევე შესაძლებლობა გაქვთ ჩააბაროთ თქვენი ძველი ავტომობილი (ნებისმიერი ფირმის) და შეიძინოთ ახალი. ჰიუნდაის ტუსანის ფასების იწყება 23 950$-დან. ავტომობილზე ვრცელდება 5-წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით.
"ჰიუნდაი ავტო საქართველომ" თავის ერთგული მომხმარებლებისთვის მადლობის გადახდის ნიშნად ისინი დაპატიჟა ახალი "ტუსანის" პრეზენტაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ "ტუსანი" არის ახალი გამოსული მან უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის აღიარებულია 2015 წლის ყველაზე ხარისხიან კროსოვერად, საუკეთესო საოჯახო მანქანად, ყველაზე უსაფრთხო მანქანად და თავისი მოდელის მანქანებში პირველად. ავტომობილის შეძენა შესაძლებელია უპრეცედენტო საბანკო განვადებით, რომლის მიხედვითაც გადახდას იწყებთ მეოთხე თვიდან, გარანტია კი არის 5 წელი ულიმიტო გარბენით. არ ყოფილა ჯერ ავტობიზნესში, რომ მანქანას ყიდულობთ განვადებით და გადახდას იწყებთ ოთხი თვის მერე", - აცხადებს "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" რუსთავის ფილიალის გაყიდვების დირექტორი ირაკლი გვალია.
ძველ მოდელებთან შედარებით ახალ "ტუსანს" დაემატა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - ე.წ. ბნელი კუთხის ხედვა. ეს ფუნქცია მძღოლს აძლევს საშუალებას, რომ ზოლიდან ზოლში გადასვლისას ავტომობილის ვერ დანახვის შემთხვევაში, მიიღოს გაფრთხილება.
"ასევე, დამატებულია ქსენონის ფარები, გაუმჯობესებულია უსაფრთხოების და ძარის დამზადების პრინციპი, რომელიც გატესტა ევროპულმა, ავსტრალიურმა, ამერიკულმა "ქრაშ ტესტებმა" და ყველამ აბსოლუტურად მიაკუთვნა ხუთი ვარსკვლავი", - აღნიშნავს გვალია.
"ტუსანის" ახალი მოდელის პრეზენტაცია ილუზიონისტ გია ფარადაშვილისა და ამერიკული ბენდის შოუს ფონზე წარიმართა.
"ჰიუნდაი ავტო საქართველო" უკვე ელოდება მომხმარებელს "ტუსონის შესაძენად" როგორც თბილისში, ასევე რუსთავში და მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
R