ფიფას და უეფას პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აუკრძალეს.
ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს, ლოიალურობას და ვინმესთვის საჩუქრის გაკეთებას ეხება.
პლატინიმ კი უეფას წესები დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და ლოიალურობას ეხება.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ფიფას ეთიკის კომიტეტმა ბლატერი და პლატინი ფეხბურთს 90 დღით მოკვეთა. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვაში ადანაშაულებდნენ.