5 საიდუმლო რეცეპტი, რომელიც უნდა მოამზადოთ მაიმუნის წელს

5 საიდუმლო რეცეპტი, რომელიც უნდა მოამზადოთ მაიმუნის წელს

ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, იცით კიდეც, მაგრამ რამდენიმე ნამდვილად ახალი იქნება ბევრი თქვენგანისთვის. შესაძლოა, ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ ინგრედიენტების შეხამება, მაგრამ გვერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად აღფრთოვანდებით.

1. "ბანანის" სალათა

ინგრედიენტები:

ბანანი – 2 ცალი;

ლიმონის წვენი – 2 ჩ/კ;

მაგარი სახეობის ყველი – 100 გ;

ლორი – 100 გ

ნიგოზი – 50 გ;

ქორფა ოხრახუში;

შავი დაფქული წიწაკა;

1 ს/კ მაიონეზი.

მომზადების წესი:

დაჭერით მაბანი წრეებად და მოასხით ლიმონის წვენი. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ბანანი არ გაშავდეს.

გახეხეთ ყველი და ლორი მსხვილ სახეხზე. წვრილად დაჭერით ოხრახუში და ნიგოზი.

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მაიონეზი მოასხით სუფრასთან მიტანის წინ.

2. კანაპე ქაშაყითა და ვაშლით

ინგრედიენტები:

ქინძსა და დაფნაში დამარილებული ქაშაყის 7 ფილე;

არაჟანი 300 მლ;

მდოგვი – 1 ს/კ;

შაქარი – 2 ჩ/კ;

ვაშლი;

ვაშლის ძმარი – 1 ს/კ;

"ხლებცები" ან "კრეკერები".

მომზადების წესი:

დაჭერით ფილე რამდენიმე ნაწილად;

ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხე, დაუმატეთ მდოგვი, არაჟანი, ვაშლის ძმარი და შაქარი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ქაშაყს მოასხით მომზადებული სოუსი. გააკეთეთ კანაპე და მორთეთ ოხრახუშით.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს