პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აბუ­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აბუ­ლა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად ბორ­ჯომ­სა და თბი­ლის­ში ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი, თუმ­ცა ბორ­ჯო­მის ეპი­ზოდ­ში ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­ე­დო ბრა­ლად.

მო­სა­მარ­თლე გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აბუ­ლა­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლის­ში, პო­ლი­ცი­ე­ლის ბექა მარ­გიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მი­ე­სა­ჯა. ასე­ვე აბუ­ლა­ძეს ბრა­ლად და­ე­დო 4 პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. ად­ვო­კა­ტი გა­ნა­ჩენს ვენ­დე­ტას უწო­დებს.

მისი თქმით, აბუ­ლა­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა და მის მი­მართ, შუ­რის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ დარ­ღვე­უ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც თვი­თონ და არც უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი აბუ­ლა­ძე არ დას­წრე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. "გან­ხილ­ვე­ბი 1 თვის წინ, უსა­მარ­თლო­ბის გამო, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დავ­ტო­ვეთ და საქ­მე­ში ჩარ­თეს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. ეს არის უპ­რე­ცენ­დენ­ტო გა­ნა­ჩე­ნი. 1 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გამო, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯის მე­ო­რე მა­გა­ლი­თი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შალ­ვა აბუ­ლა­ძეს ხვალ გა­აც­ნობს სას­ჯე­ლარსრუ­ლე­ბის #7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის თქმით, ჯერ უც­ნო­ბია, გა­სა­ჩივ­რდე­ბა თუ არა ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი: მოხ­და თუ არა სრო­ლა აბუ­ლა­ძის და­კა­ვე­ბი­სას და რითი იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე

შალ­ვა აბუ­ლა­ძის უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი, რას ჰყვე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და

"გა­ვი­გე სრო­ლა და ბე­ქას ყვი­რი­ლი, დაჭ­რი­ლი ვარო" - სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, აბულაძეს თავდაპირველად ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბორჯომის ეპიზოდში ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მკვლელობის მცდელობა დაედო ბრალად.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. ადვოკატი განაჩენს ვენდეტას უწოდებს.

მისი თქმით, აბულაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და მის მიმართ, შურისძიება განხორციელდა. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ადვოკატის ინფორმაციით, არც თვითონ და არც უკვე მსჯავრდებული აბულაძე არ დასწრებიან სასამართლო პროცესს. "განხილვები 1 თვის წინ, უსამართლობის გამო, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ და საქმეში ჩართეს სახაზინო ადვოკატი. ეს არის უპრეცენდენტო განაჩენი. 1 ადამიანის მკვლელობის გამო, სამუდამო პატიმრობის მისჯის მეორე მაგალითი არ არსებობს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი ინფორმაციით, უვადო პატიმრობის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შალვა აბულაძეს ხვალ გააცნობს სასჯელარსრულების #7 დაწესებულებაში.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჯერ უცნობია, გასაჩივრდება თუ არა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე დაგაინტერესებთ:

სპეცოპერაციის უცნობი დეტალები: მოხდა თუ არა სროლა აბულაძის დაკავებისას და რითი იყო შეიარაღებული საშიში დამნაშავე

შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

"გავიგე სროლა და ბექას ყვირილი, დაჭრილი ვარო" - სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელები ტრაგედიის დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ