პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 2016 წელი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წლად გა­მო­ა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და­არ­სე­ბი­დან 25 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. პრე­ზი­დენ­ტმა ეროვ­ნულ გვარ­დი­ას იუ­ბი­ლე და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 25 წლის­თა­ვი მი­უ­ლო­ცა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს აღი­ნიშ­ნე­ბა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­ნამ­ტკი­ცა, მაგ­რამ ახლა თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს მი­საღ­წე­ვი.

"25 წლის წინ და­არ­სდა ქარ­თუ­ლი გვარ­დია, რო­მელ­მაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლა მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იქ­მნე­ბო­და რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის პრო­ცეს­ში ჩვენ უნდა ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა. მა­შინ თქვენ და თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იდე­ქით სა­და­რა­ჯო­ზე, რომ შექ­მნი­ლი­ყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მო­მა­ვალ წელს ჩვენ ვი­ზე­ი­მებთ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას. იმ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ვი­ზე­ი­მებთ, რო­მე­ლიც ჩვენ­მა თა­ო­ბამ ერ­თად მო­ვი­პო­ვეთ. 2016 წელს ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ ახა­ლი მიზ­ნებს, მიზ­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მო­მენ­ტებს და წი­ნა­პი­რო­ბას უქ­მნის. ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან უნდა შევ­ქმნათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ და გან­ვამ­ტკი­ცეთ, მაგ­რამ ახლა უნდა მი­ვაღ­წი­ოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თა­ვი­სუ­ფა­ლია ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ დგას ოკუ­პან­ტის ჯარი; თა­ვი­სუ­ფა­ლია ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ქმნის თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას ინ­დი­ვი­დის ირ­გვლივ; თა­ვი­სუ­ფა­ლია ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც კა­ნო­ნი არის უზე­ნა­ე­სი ყვე­ლას­თვის; თა­ვი­სუ­ფა­ლია ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში. ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­დავ­დგამთ ჩვენ შემ­დეგ ნა­ბი­ჯებს _ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან მი­ვაღ­წევთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი მიზ­ნე­ბი იდენ­ტუ­რია ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე გან­ვი­თა­რე­ბი­სა, რო­გორც ჩვენს წი­ნაპ­რებს ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი და რის­თვი­საც ჯა­რის­კა­ცებ­მა სი­ცო­ცხლე გას­წი­რეს.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2016 წელს ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წლად ვა­ცხა­დებ, იმი­ტომ რომ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი, რაც ჩვენ მი­საღ­წე­ვი გვაქვს ერ­თად, სწო­რედ ამ წელ­ში გან­მტკიც­დე­ბა და წინ გა­და­იდ­გმე­ბა ნა­ბი­ჯე­ბი. ჩვენ ამ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ ერ­თად - მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი ჯარი. ამ მიზ­ნებს გა­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ერ­თად და მე იმე­დი მაქვს, რომ კი­დევ უფრო მტკი­ცედ გა­დად­გამთ ნა­ბი­ჯებს მო­მა­ვალ წელს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა

პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა. ამის შესახებ მარგველაშვილმა განცხადება ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ეროვნულ გვარდიას იუბილე და ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობა განამტკიცა, მაგრამ ახლა თავისუფლება აქვს მისაღწევი.

"25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით სადარაჯოზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საქართველო. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას. იმ დამოუკიდებლობას ვიზეიმებთ, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ. 2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალი მიზნებს, მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის. ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. თავისუფალია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი; თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ; თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი არის უზენაესი ყველასთვის; თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, თავისი ისტორიული არჩევანი განახორციელოს ცხოვრებაში. ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს _ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე მდგარი მიზნები იდენტურია ჩვენი ევროპული არჩევანისა, საზოგადოების ისე განვითარებისა, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და რისთვისაც ჯარისკაცებმა სიცოცხლე გასწირეს.

"აქედან გამომდინარე, 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ჩვენ მისაღწევი გვაქვს ერთად, სწორედ ამ წელში განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები. ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად - მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და რა თქმა უნდა, ქართული ჯარი. ამ მიზნებს გავახორციელებთ ერთად და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მტკიცედ გადადგამთ ნაბიჯებს მომავალ წელს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."