სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი
თინა ხიდაშელი - სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი

სა­დაც არ უნდა გვი­ჭირ­დეს, ნე­ბის­მი­ერ დროს შეგ­ვიძ­ლია გვქონ­დეს გვარ­დი­ის იმე­დი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 25 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის შე­მად­გენ­ლო­ბას დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თუ­ლი ჯა­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა.

"ყო­ველ­თვის იქ იყო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია, სა­დაც სამ­შობ­ლო ეძახ­და. ყო­ველ­თვის იქ იყ­ვნენ გვარ­დი­ე­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირ­და. დღე­საც ავ­ღა­ნეთ­ში დგა­ნან ქარ­თვე­ლი გვარ­დი­ე­ლე­ბი. და­ნარ­ჩენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი ჯა­რის ფუნ­და­მენ­ტი დგას ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რდის­თვის რო­დე­საც ჯარ­ში მი­დის არის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლის გა­მოც ისი­ნი მი­დი­ან ჯარ­ში.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რდის­თვის, რო­დე­საც ჯარ­ში მი­დის არის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლის გა­მოც მი­დი­ან ჯარ­ში. არის ის გმი­რო­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლის მაგ­ვა­რიც თა­ვად უნ­დათ რომ შექ­მნან. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­დათ, რომ ემ­სგავ­სე­ბოდ­ნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მიერ არის შექ­მნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეროვ­ნულ გვარ­დი­ას 13 ივ­ნისს გა­წე­უ­ლი გმი­რო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სა­დაც არ უნდა გვი­ჭირ­დეს, ნე­ბის­მი­ერ დროს შეგ­ვიძ­ლია გვქონ­დეს გვარ­დი­ის იმე­დი. ეს იყო არა მხო­ლოდ 13 ივ­ნისს, არა­მედ სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში დღეს 25 წლის იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე.

დღე­ვან­დელ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტმა სამ­ხედ­რო პი­რე­ბიც და­ა­ჯილ­დო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

თინა ხიდაშელი - სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი

თინა ხიდაშელი - სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი

სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

მან ეროვნული გვარდიის შემადგენლობას დღევანდელი დღე მიულოცა. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე ქართული ჯარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეა.

"ყოველთვის იქ იყო ეროვნული გვარდია, სადაც სამშობლო ეძახდა. ყოველთვის იქ იყვნენ გვარდიელები, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. დღესაც ავღანეთში დგანან ქართველი გვარდიელები. დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ქართული ჯარის ფუნდამენტი დგას ეროვნულ გვარდიაზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის როდესაც ჯარში მიდის არის მაგალითები, რომლის გამოც ისინი მიდიან ჯარში.

"ყველაზე მთავარი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, როდესაც ჯარში მიდის არის მაგალითები, რომლის გამოც მიდიან ჯარში. არის ის გმირობის გაკვეთილები, რომლის მაგვარიც თავად უნდათ რომ შექმნან. არიან ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უნდათ, რომ ემსგავსებოდნენ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასეთი გმირობის მაგალითები ყველაზე უფრო მეტად ეროვნული გვარდიის მიერ არის შექმნილი", - განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ გვარდიას 13 ივნისს გაწეული გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი. ეს იყო არა მხოლოდ 13 ივნისს, არამედ სხვა შემთხვევებშიც", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ეროვნულ გვარდიაში დღეს 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სამხედრო პირებიც დააჯილდოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."