მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს
ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს

მსოფ­ლი­ოს ლა­მაზ სა­ო­პე­რო­ მომ­ღე­რალ­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს, ნინო მა­ჩა­ი­ძეს მი­ა­ნი­ჭა.

"ოპე­რის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი", "ქარ­თუ­ლი სენ­სა­ცია" - ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი­სა, რაც ნინო მა­ჩა­ი­ძეს უწო­დეს... სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი სამ­შობ­ლოს სოლო კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად ეწ­ვია... გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ნინო მა­ჩა­ი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ.

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში­ კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო. ახ­ლაც 8 დღე მქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჩემს მე­გობ­რებს თბი­ლის­ში შევ­თა­ვა­ზე, კონ­ცერ­ტი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა...

- დღეს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მი­მართ თით­ქოს ინ­ტე­რეს­მა იკლო, თქვენ კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ხართ... რო­გორ ახერ­ხებთ, იყოთ ასე გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ამ წარ­მა­ტე­ბას ხელი შე­უ­წყო ხმამ, ტექ­ნი­კამ, არ­ტის­ტიზ­მმა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, როცა მსოფ­ლი­ოს სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ხარ. ყო­ველ­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში უნდა იყო. რაც დრო გა­დის, ხალ­ხი მეტს ითხოვს და ელო­დე­ბა შენ­გან. არა გაქვს უფ­ლე­ბა, იმე­დი გა­უც­რუო.

- მსოფ­ლი­ოს ულა­მა­ზეს ქალს, ან­ჯე­ლი­ნა­ ჯო­ლის გამ­სგავ­სე­ბენ. წარ­მა­ტე­ბას რამ­დე­ნად შე­უ­წყო ხელი თქვენ­მა გა­რეგ­ნო­ბამ?

- მე მუ­სი­კას ვემ­სა­ხუ­რე­ბი და მთა­ვა­რი გა­რეგ­ნო­ბა ვერ იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა და­გეხ­მა­როს, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით კა­რი­ე­რას ვერ შე­იქ­მნი. კარ­გად თუ არ იმ­ღე­რებ, მსოფ­ლიო თე­ატ­რე­ბის სცე­ნა­ზე არა­ვინ მი­გიწ­ვევს...

- კა­რი­ე­რას­თან ერ­თად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აი­წყვეთ - გყავთ მე­უღ­ლე, შვი­ლი...

- საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად სუ­ლაც არ მი­ჭირს ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა... ჩემი შვი­ლი ყველ­გან თან დამ­ყავს. თე­ატ­რებ­ში სა­უ­კე­თე­სო ძი­ძებს მთა­ვა­ზო­ბენ და ბავ­შვიც მათ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით რჩე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი იცის, სულ ქარ­თუ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბი... ჩემი მე­უღ­ლე იტა­ლი­ე­ლია, მი­ლან­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, იქ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვართ.

- მე­უღ­ლე და შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს

ქართველი "ანჯელინა ჯოლი" საფირმო ხაჭაპურსაც აცხობს

მსოფლიოს ლამაზ საოპერო­ მომღერალთა შორის პირველი ადგილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქართველ საოპერო მომღერალს, ნინო მაჩაიძეს მიანიჭა.

"ოპერის ანჯელინა ჯოლი", "ქართული სენსაცია" - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქებარი სიტყვებისა, რაც ნინო მაჩაიძეს უწოდეს... საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერალი სამშობლოს სოლო კონცერტის გასამართად ეწვია... გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინო მაჩაიძე ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ქვე­ყანაში­ კონცერტი გავმართო. ახლაც 8 დღე მქონდა თავისუფალი, ჩემს მეგობრებს თბილისში შევთავაზე, კონცერტი ჩაგვეტარებინა...

- დღეს კლასიკური მუსიკის მიმართ თითქოს ინტერესმა იკლო, თქვენ კი წარმატებული საოპერო მომღერალი ხართ... როგორ ახერხებთ, იყოთ ასე გამორჩეული?

- ამ წარმატებას ხელი შეუწყო ხმამ, ტექნიკამ, არტისტიზმმა, მაგრამ ყველაზე მთავარი პროფესიონალიზმია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენაზე გამოდიხარ. ყოველთვის მომზადებული და საუკეთესო ფორმაში უნდა იყო. რაც დრო გადის, ხალხი მეტს ითხოვს და ელოდება შენგან. არა გაქვს უფლება, იმედი გაუცრუო.

- მსოფლიოს ულამაზეს ქალს, ანჯელინა­ ჯოლის გამსგავსებენ. წარმატებას რამდენად შეუწყო ხელი თქვენმა გარეგნობამ?

- მე მუსიკას ვემსახურები და მთავარი გარეგნობა ვერ იქნება. შესაძლოა დაგეხმაროს, მაგრამ მხოლოდ გარეგნობით კარიერას ვერ შეიქმნი. კარგად თუ არ იმღერებ, მსოფლიო თეატრების სცენაზე არავინ მიგიწვევს...

- კარიერასთან ერთად პირადი ცხოვრებაც აიწყვეთ - გყავთ მეუღლე, შვილი...

- საქმიანობასთან ერთად სულაც არ მიჭირს ოჯახური იდილიის შენარჩუნება... ჩემი შვილი ყველგან თან დამყავს. თეატრებში საუკეთესო ძიძებს მთავაზობენ და ბავშვიც მათთან სიამოვნებით რჩება. რასაკვირველია, ქართული იცის, სულ ქართულად ვესაუბრები... ჩემი მეუღლე იტალიელია, მილანში ვცხოვრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ძალიან იშვიათად ვართ.

- მეუღლე და შვილი საქართველოში ჩამოიყვანეთ? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"