პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს
"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს

წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის და ემა ურ­გე­ბა­ძე, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლოა ძმის წინ­და ნა­წი­ლე­ბის მი­წი­დან ამო­ღე­ბით, გან­გა­შის ზა­რებს სცემს და აცხა­დებს:"2014 წლის 22 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, რაც ჩემი ძმის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მი­წი­დან ამო­ი­ღეს და ლუს­კუ­მა­ში ჩა­ას­ვე­ნეს, მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე. მას შემ­დეგ ორ­ჯერ შე­უც­ვა­ლეს ად­გი­ლი: ჯერ ხის ლუს­კუ­მა­ში მო­ა­თავ­სეს, უკაც­რა­ვად და ხის ყუთ­ში, შემ­დეგ - ქვი­სა­ში. ჩემი ძმის წმინ­და ნა­წი­ლებს ყუთი რად უნდა, ასე და­ი­ბა­რა? არ იცი­ან, რომ ნეშ­ტის ასე წვა­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა? სა­მა­რი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ამოს­ვე­ნე­ბა წმი­ნად­ნიც რომ იყოს, ქრის­ტი­ა­ნუ­ლია? ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს. ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ და მო­ვი­თხოვ: მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი და­აბ­რუ­ნონ იქ, სა­დაც იყო, ჩა­ას­ვე­ნონ სა­მა­რე­ში, გა­ა­კე­თონ ისე­თი­ვე საფ­ლა­ვი, რო­გო­რიც იყო - ზამ­თარ-ზა­ფხულ წალ­კო­ტი და სა­მო­თხე!

გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის მი­წას დიდი მად­ლი ჰქონ­და - ლუს­კუ­მა­ში ჩას­ვე­ნე­ბა-ამოს­ვე­ნე­ბით ეს მად­ლი იკარ­გე­ბა. მი­წას სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძალა იმი­ტომ ჰქონ­და, რომ გაბ­რი­ე­ლის უხრწნელ ნეშტს ეხე­ბო­და, ის ხომ კუ­ბოს გა­რე­შე, მან­ტი­ით იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. მიწა მად­ლით ივ­სე­ბო­და. ახლა ამ ქვა­ში იკარ­გე­ბა ის ყვე­ლა­ფე­რი, ამ­დე­ნი არ ეს­მით, არ იცი­ან? ავად­მყო­ფებს ზეთი მიჰ­ქონ­დათ, მათ­თვის წა­მა­ლი იყო, იცხებ­დნენ და კურ­ნე­ბის ძალა ჰქონ­და, რამ­დე­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სად არის ახლა ის ზეთი?! დღეს სამ­თავ­როს ტა­ძარ­ში მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს ჰკი­დე­ბენ ქვის ლუს­კუ­მას და მამა გაბ­რი­ე­ლის ნეშტს მი­ნე­ბი­დან ისე დას­ცქე­რი­ან, რო­გორც მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ნატს, ღმერ­თმა ყვე­ლას უშ­ვე­ლოს, წმინ­და გაბ­რი­ელს ვთხოვ, და­ლო­ცოს ყო­ვე­ლი მომ­ლოც­ვე­ლი, ვინც კი მის ნეშტს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

- თა­ვის დრო­ზე მამა გაბ­რი­ელს თა­ვის სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბელ­ზე თქვენ­თან არ უსა­უბ­რია?

- ის არ უთ­ქვამს, საფ­ლა­ვი­დან ამო­მი­ღეთ, ლუს­კუ­მა­ში ჩა­მაწ­ვი­ნეთ, ტაძ­რი­დან ტა­ძარ­ში მა­ტა­რეთ და მერე ქვა­ში ჩა­მაწ­ვი­ნე­თო. მას ეს ყუ­თე­ბი არ აინ­ტე­რე­სე­და. წმინ­და­ნი რა­ტომ უნდა ამო­ი­ღო მი­წი­დან, შენი სა­თა­მა­შოა?! ასე პამ­პუ­ლა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. კი­თხვას ვსვამ - განა ეკ­ლე­სი­უ­რია საფ­ლა­ვი­დან ნეშ­ტის ამო­ღე­ბა, ქუჩა-ქუჩა ტა­რე­ბა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ ხის ყუთ­ში გა­ჩე­რე­ბა და მერე ქვის ყუთ­ში გა­დას­ვე­ნე­ბა? ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­კე­თეს არა­ვის მო­უ­ტანს. წმინ­დანს თა­ვის ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჯერ სადა ხართ, კი­დევ რა­ღა­ცას მო­ი­გო­ნე­ბენ, სხვა­გან გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. თურ­მე, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ქვას აცე­მენ­ტებ­დნენ, გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­დათ - ასე აწ­ვა­ლე­ბენ და კი­დევ უკ­ვირთ?

ყო­ველ­გვა­რი და­ფიქ­რე­ბის გა­რე­შე მოქ­მე­დე­ბენ. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეკ­ლე­სია უნ­დო­დათ, თვი­თონ საფ­ლა­ვი მო­ექ­ცი­ათ პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ა­ში, მის თავ­ზე ოთხ სვეტ­ზე შემ­დგა­რი პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ერთხელ მი­ვე­დი და კი­ნა­ღამ გული გა­მის­კდა - იმ ად­გი­ლას, სა­დაც გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი იყო, უზარ­მა­ზა­რი ქვა-ლოდი და­ე­დოთ. შემ­დეგ ის პატ­რი­არ­ქმა აა­ღე­ბი­ნა. მხო­ლოდ იმას მო­ვი­თხოვ, ხალ­ხს და­უბ­რუ­ნონ წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი - და­აბ­რუ­ნონ იქ, სა­დაც იყო, საფ­ლავ­ში და­ას­ვე­ნონ. აღი­ა­რონ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს... თუმ­ცა, რაც უნდა ვთქვა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ისე მოხ­დე­ბა, რო­გორც ჩემს ძმას სურ­და. დრო გავა და ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა!

ქე­თე­ვან ხა­მი­ცაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს

"წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, სათამაშოა?!" - მამა გაბრიელის და ძმის ნეშტის დაბრუნებას ითხოვს

წმინდა მამა გაბრიელის და ემა ურგებაძე, რომელიც უკმაყოფილოა ძმის წინდა ნაწილების მიწიდან ამოღებით, განგაშის ზარებს სცემს და აცხადებს:"2014 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რაც ჩემი ძმის წმინდა ნაწილები მიწიდან ამოიღეს და ლუსკუმაში ჩაასვენეს, მოსვენება დავკარგე. მას შემდეგ ორჯერ შეუცვალეს ადგილი: ჯერ ხის ლუსკუმაში მოათავსეს, უკაცრავად და ხის ყუთში, შემდეგ - ქვისაში. ჩემი ძმის წმინდა ნაწილებს ყუთი რად უნდა, ასე დაიბარა? არ იციან, რომ ნეშტის ასე წვალება არ შეიძლება? სამარიდან მიცვალებულის ამოსვენება წმინადნიც რომ იყოს, ქრისტიანულია? ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოიტანს. ხმამაღლა ვაცხადებ და მოვითხოვ: მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრუნონ იქ, სადაც იყო, ჩაასვენონ სამარეში, გააკეთონ ისეთივე საფლავი, როგორიც იყო - ზამთარ-ზაფხულ წალკოტი და სამოთხე!

გაბრიელის საფლავის მიწას დიდი მადლი ჰქონდა - ლუსკუმაში ჩასვენება-ამოსვენებით ეს მადლი იკარგება. მიწას სასწაულმოქმედი ძალა იმიტომ ჰქონდა, რომ გაბრიელის უხრწნელ ნეშტს ეხებოდა, ის ხომ კუბოს გარეშე, მანტიით იყო დაკრძალული. მიწა მადლით ივსებოდა. ახლა ამ ქვაში იკარგება ის ყველაფერი, ამდენი არ ესმით, არ იციან? ავადმყოფებს ზეთი მიჰქონდათ, მათთვის წამალი იყო, იცხებდნენ და კურნების ძალა ჰქონდა, რამდენი გამოჯანმრთელდა. სად არის ახლა ის ზეთი?! დღეს სამთავროს ტაძარში მისული ადამიანები ხელს ჰკიდებენ ქვის ლუსკუმას და მამა გაბრიელის ნეშტს მინებიდან ისე დასცქერიან, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ღმერთმა ყველას უშველოს, წმინდა გაბრიელს ვთხოვ, დალოცოს ყოველი მომლოცველი, ვინც კი მის ნეშტს მიუახლოვდება.

- თავის დროზე მამა გაბრიელს თავის სამუდამო განსასვენებელზე თქვენთან არ უსაუბრია?

- ის არ უთქვამს, საფლავიდან ამომიღეთ, ლუსკუმაში ჩამაწვინეთ, ტაძრიდან ტაძარში მატარეთ და მერე ქვაში ჩამაწვინეთო. მას ეს ყუთები არ აინტერესედა. წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, შენი სათამაშოა?! ასე პამპულაობა არ შეიძლება. კითხვას ვსვამ - განა ეკლესიურია საფლავიდან ნეშტის ამოღება, ქუჩა-ქუჩა ტარება, ერთი წლის განმავლობაში ჯერ ხის ყუთში გაჩერება და მერე ქვის ყუთში გადასვენება? ასეთი დამოკიდებულება სიკეთეს არავის მოუტანს. წმინდანს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერ სადა ხართ, კიდევ რაღაცას მოიგონებენ, სხვაგან გადაასვენებენ. თურმე, იმ ადგილას, სადაც ქვას აცემენტებდნენ, გაბრიელი გამოეცხადათ - ასე აწვალებენ და კიდევ უკვირთ?

ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოქმედებენ. თუ მაინცდამაინც ეკლესია უნდოდათ, თვითონ საფლავი მოექციათ პატარა ეკლესიაში, მის თავზე ოთხ სვეტზე შემდგარი პატარა სამლოცველო გაეკეთებინათ. ერთხელ მივედი და კინაღამ გული გამისკდა - იმ ადგილას, სადაც გაბრიელის საფლავი იყო, უზარმაზარი ქვა-ლოდი დაედოთ. შემდეგ ის პატრიარქმა ააღებინა. მხოლოდ იმას მოვითხოვ, ხალხს დაუბრუნონ წმინდა მამა გაბრიელის საფლავი - დააბრუნონ იქ, სადაც იყო, საფლავში დაასვენონ. აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს... თუმცა, რაც უნდა ვთქვა, ყველაფერი მაინც ისე მოხდება, როგორც ჩემს ძმას სურდა. დრო გავა და ყველაფერი დალაგდება!

ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?