"დათა ახალა­იამ­ შემომითვალა, 10 "ტოიოტას" მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო" - რას ამბობს ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი?

"დათა ახალა­იამ­ შემომითვალა, 10 "ტოიოტას" მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო" - რას ამბობს ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი?

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შეწყალების სკანდალში ახალი დეტალები იკვეთება, საბოლოო წერტილის დასმისა და კონკრეტული პირების დასახელებისგან საკრებულოს­ წევრი ალეკო ელისაშვილი თავს იკავებს.­ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდო­მ­არე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას დაჟინებით ითხოვდნენ, რის შესახებაც "კვირის პალიტრა", სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა.

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს წევრი: "ვადასტურებ, რომ მართლაც "კოკაინის საქმეზე" მირეკავდნენ, მაგრამ პოლიტიკოსებს ვერ დავასახელებ. დადგება ამის დროც, ახლა გამოძიებას მივყვები ფეხდაფეხ. იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს და მალე ინიციატივითაც გამოვალ, რომელიც ამ ვითარებას კალაპოტში მოაქცევს. საზოგადოებას უკვე წარვუდგინე ოფიციალური სატელეფონო ამონაწერები. 591-ზე იწყება ნომერი, რომელიც ინტენსიურად მიგზავნიდა წერილებს.

2014 წლის 30 აპრილს, 14:36 წუთზე­ შემოვიდა მოკლე ტექსტური შეტყო­ბინება, 4 მესიჯი ზედიზედ. იქ იყო კატეგორიულ-ისტერიკულ ტონში მოთხოვნა, რომ საქმე განსა­ხილველად გამეტანა. მას 16:15 წუთზე, დაახლოებით ორსაათ-­ნ­ა­ხევრის შემდეგ ვუპასუხე. ეს დრო­ის­­ ის მონაკვეთია, როცა შეტყო­ბ­ინება პრეზიდენტის ადმინისტრა­ცი­ის უფროსს და პრეზიდენტს შევუტანე".

ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, პროკურატურას ფაქტები­ წარუდგინოს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში რატომ დუმდა? ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს, ან ვალდებულია, დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს. ერთი გვარი მაინც დაასახელოს, ვინც ანგარების მოტივით მოხვდა სიაში.

თუ კორუფციული გარიგება რეალურად არსებობდა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ელისაშვილმა უნდა აგოს პასუხი. სხვათა შორის, საინტერესო ჯგუფი შეიკრა მის ირგვლივ. ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებმა ბევრი რამ ცხადი გახადა. დააკვირდით, ელისაშვილის განცხადებების შემდეგ "ნაციონალები" და ამ ძალასთან ასოცირებული პირები ახმაურდნენ. ხაზგასმით ვამბობ, კონკრეტულ საქმეებზე ელისაშვილს არასოდეს შევხვედრივარ".

გაზეთის წინა ნომერში გასული მასალის შემდეგ, ე.წ. კოკაინის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული, რომან მუსემიანი, ციხიდან დაგვიკავშირდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ