პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შს მინისტრთან
"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შს მინისტრთან

უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გარ­და, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც ღიად უპი­რის­პირ­დე­ბა - უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის საბ­ჭო­ზე­ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც არ­სენ ავა­ქო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს ჭი­ქას ეს­ვრის, უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. რა­ტომ უჩი­ვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში და რა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს ის ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორს, ამის შე­სა­ხებ თა­ვად არ­სენ ავა­კო­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ვწუხ­ვარ, რომ სა­ზო­გა­დო­ებას ამ ვი­დე­ოს ყუ­რე­ბამ მო­უ­წია. ემო­ცი­ებს­ ავ­ყე­ვი, მაგ­რამ ყალ­ბი ადა­მი­ა­ნი არა ვარ - თუ ვი­ღაც შე­უ­რა­ცხყო­ფას მაყე­ნებს, პა­სუხს მა­შინ­ვე ვცემ. რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კა კი­დევ უფრო ბინ­ძუ­რია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ყვე­ლა­ფერს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ვივ­ლით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდა, ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მოვ­ლენ.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში დაგ­დოთ ბრა­ლი...

- მას ასე­თი მე­თო­დი აქვს - ვინც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა ქურ­დად უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს. ავი­წყდე­ბა, რომ კო­რუფ­ცი­ა­ზე­ ბრალ­დე­ბის გაჟ­ღე­რე­ბას მტკიც­ებუ­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. ის კარ­გად მა­ლავს ფაქ­ტებს და რე­ა­ლუ­რი სა­ხის შე­ნიღბვა­საც ახერ­ხებს. სა­ა­კაშ­ვილ­მა ოდე­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­ვი­სი გუნ­დის­ წევ­რი საყ­ვა­რე­ლი­ძე და­ნიშ­ნა, პო­ლი­ცი­ა­საც მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ხელ­მძ­ღვა­ნე­ლობს, მაგ­რამ რო­მე­ლი კო­რუფ­ცი­ო­ნე­რი და­ი­ჭი­რეს ოდე­სა­ში? სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვა­სა და საქ­მეს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა.

ამ ინ­ცი­დენ­ტამ­დე ერთი კვი­რით ადრე სა­ა­კაშ­ვილს შევ­ხვდი. მე­გობ­რუ­ლად ვი­სა­უბ­რეთ რე­ფორ­მებ­სა და სხვა სა­კი­თხებ­ზე, რომ­ელ­საც არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ. ისიც კი მით­ხრა, კარ­გი მი­ნის­ტრი ხარ და სა­უ­კე­თე­სო რე­ფორ­მებს ატა­რე­ბო. იცით, ადეკ­ვა­ტურ მი­ნის­ტრად მა­შინ ვგრძნობ თავს, რო­დე­საც ვხვდე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­მიძ­ლია. თუ ცალი ხე­ლით შიდა მტრებ­სა და ინტ­რი­გებს უნდა ვებ­რძო­ლო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვიყო, რომ მე­ო­რე ხე­ლით სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას ვა­ხერ­ხებ. რო­გორც კი მივ­ხვდ­ები, ეს არ გა­მომ­დის, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ცი­აც აღარ მექ­ნე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით სა­ა­კაშ­ვილს მშვი­დად ვუ­თხა­რი: ბა­ტო­ნო­ მი­ხე­ილ, მო­მი­ტა­ნეს ქა­ღალ­დე­ბი, სა­დაც რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან თქვე­ნი კავ­ში­რე­ბი იკ­ვე­თე­ბა, გა­და­ღე­ბუ­ლია შეხ­ვედ­რე­ბიც-მეთ­ქი, მაგ­რამ წი­ნა­და­დე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მომ­ცა. სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა თუ არა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა - ეს გამო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შს მინისტრთან

"სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის შს მინისტრთან

უკრაინის პრემიერ-მინისტრის გარდა, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრიც ღიად უპირისპირდება - უკრაინის მთავრობის საბჭოზე­ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სადაც არსენ ავაქოვი საქართველოს ექსპრეზიდენტს ჭიქას ესვრის, უკრაინელი და ქართველი საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა. რატომ უჩივის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში და რა ბრალდებებს უყენებს ის ოდესის გუბერნატორს, ამის შესახებ თავად არსენ ავაკოვი გვესაუბრება:

- ვწუხვარ, რომ საზოგადო­ებას ამ ვიდეოს ყურებამ მოუწია. ემოციებს­ ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არა ვარ - თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყე­ნებს, პასუხს მაშინვე ვცემ. რეალურად უკრაინული პოლიტიკა კიდევ უფრო ბინძურია. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ.

- მიხეილ სააკაშვილმა ფინანსურ მაქინაციებში დაგდოთ ბრალი...

- მას ასეთი მეთოდი აქვს - ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე­ ბრალდების გაჟ­ღერებას მტკიც­ებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის­ წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძ­ღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.

ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობ­რულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომ­ელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მით­ხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტ­რიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდ­ები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო­ მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება - ეს გამო­ძიებამ უნდა დაადგინოს.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."