მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაშმში საპატრიაქოსთვის გაცემული შენობა მამა მიქალ ბოტკოველმა შეიძინა შემდეგ კი კვლავ საპატრიარქოს აჩუქა
ხაშმში საპატრიაქოსთვის გაცემული შენობა მამა მიქალ ბოტკოველმა შეიძინა შემდეგ კი კვლავ საპატრიარქოს აჩუქა

"პოსტსკრიპ­ტუმს" ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ მი­ა­წო­და დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს კუთ­ვნი­ლი ხაშ­მის ღვი­ნის ქარ­ხნის გა­კოტ­რე­ბას, გა­ყიდ­ვას და შემ­დეგ ისევ სა­პატ­რი­არ­ქო­სათ­ვის ჩუ­ქე­ბას ეხე­ბა.

1992 წელს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თენ­გიზ სი­გუ­ას ბრძა­ნე­ბით, სო­ფელ ხაშმ­ში მდე­ბა­რე ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, მი­წით და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა.

ბრძა­ნე­ბა­ში წე­რია, რომ ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქომ სთხო­ვა. ეს ქო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­კუთ­რე­ბა იყო 2006 წლამ­დე, ვიდ­რე ქარ­ხა­ნას სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ ვა­ლე­ბი არ და­უგ­როვ­და და მისი გა­კოტ­რე­ბა არ და­ი­წყო.

2008 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ქარ­ხა­ნა სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და სა­ხელ­მწი­ფომ ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად გა­ი­ტა­ნა.

აუქ­ცი­ონ­ზე სა­პატ­რი­არ­ქოს უკვე გა­კოტ­რე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა კი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა შე­ი­ძი­ნა.

აუქ­ცი­ო­ნის გა­მარ­თვამ­დე ცოტა ხნით ადრე ბოტ­კო­ველ­მა, რო­გორც კერ­ძო პირ­მა, და­ა­ფუძნა კომ­პა­ნია მმბ, რაც ნიშ­ნავს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და სწო­რედ მის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და ეს ქარ­ხა­ნა.

და­ახ­ლო­ე­ბით 8 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მი­წის ნაკ­ვეთ­სა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს, პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის კომ­პა­ნი­ამ 81 000 ლარი გა­და­ი­ხა­და.

2009 წლის 5 დე­კემ­ბერს ანუ ქარ­ხნის შე­ძე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი ქო­რე­პის­კო­პოს დი­მიტ­რი ჭუ­ა­ძეს­თან ერ­თად ნო­ტა­რი­უს­თან მი­ვი­და და მისი კომ­პა­ნი­ის მმბ-ს წი­ლის 100 % სა­პატ­რი­არ­ქოს აჩუ­ქა.

რა­ტომ გა­ა­კოტ­რეს სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­ხა­ნა, შემ­დეგ რა­ტომ იყი­და ის აუქ­ცი­ონ­ზე პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა და რა­ტომ აჩუ­ქა ისევ სა­პატ­რი­არ­ქოს. ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად პოსტსკრიპ­ტუ­მი პატ­რი­არ­ქის მდი­ვანს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­უ­კავ­შირ­და.

"თა­ვის დრო­ზე არას­წო­რი მო­პყრო­ბის გამო ეს ქარ­ხა­ნა აღ­მოჩ­ნდა ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხაშ­მის ქარ­ხა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს სა­კი­თხე­ბი, რო­გორ გახ­და ის ჩემი და რო­გორ და­ვუბ­რუ­ნე სა­პატ­რი­არ­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­სა­ლე­ბი არის სა­სა­მარ­თლო­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როა, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ", - აცხა­დებს მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი.

"პოსტსკრიპ­ტუ­მის" კი­თხვა­ზე გა­და­ი­ხა­და თუ არა მან პი­რა­დი თან­ხა ღვი­ნის ქარ­ხნის შე­სა­ძე­ნად, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არ იყო არა მისი პი­რა­დი თან­ხა, არა­მედ "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც უნ­დო­დათ, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს არ და­ე­კარ­გა ვღ­ვი­ნის ქარ­ხა­ნა".

დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ცუ­ლო­ბი­თია, ქარ­ხნის გა­კოტ­რე­ბის სქე­მა კი საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლი, ამი­ტომ "პოსტსკრიპ­ტუმ­მა" გა­და­წყვი­ტა ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ამ­ზა­დოს.

მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა "პოსტსკრიპ­ტუ­მი" პატ­რი­არ­ქის მდი­ვანს შე­უ­თან­ხმდა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რებსდა იმ კი­თხვებს უპა­სუ­ხებს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბობს.

"რუს­თა­ვი 2"-სთვის მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­ხნის გა­კოტ­რე­ბის, შემ­დეგ მისი გა­ყიდ­ვის და ისევ სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის ჩუ­ქე­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ გა­კოტ­რე­ბამ­დე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ და­უგ­როვ­და ქარ­ხა­ნას ვა­ლე­ბი? იყო თუ არა გა­მო­ტა­ნი­ლი კრე­დი­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ და რა სა­ერ­თო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და სა­პატ­რი­არ­ქოს ქარ­ხა­ნას და ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ფლობ­და.

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ხაშმში საპატრიაქოსთვის გაცემული შენობა მამა მიქალ ბოტკოველმა შეიძინა შემდეგ კი კვლავ საპატრიარქოს აჩუქა

ხაშმში საპატრიაქოსთვის გაცემული შენობა მამა მიქალ ბოტკოველმა შეიძინა შემდეგ კი კვლავ საპატრიარქოს აჩუქა

"პოსტსკრიპტუმს" ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც საპატრიარქოს კუთვნილი ხაშმის ღვინის ქარხნის გაკოტრებას, გაყიდვას და შემდეგ ისევ საპატრიარქოსათვის ჩუქებას ეხება.

1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ სიგუას ბრძანებით, სოფელ ხაშმში მდებარე ღვინის ქარხანა, მიწით და შენობა-ნაგებობებით, საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა.

ბრძანებაში წერია, რომ ქონების გადაცემა სახელმწიფოს თავად საპატრიარქომ სთხოვა. ეს ქონება საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება იყო 2006 წლამდე, ვიდრე ქარხანას სახელმწიფოს მიმართ ვალები არ დაუგროვდა და მისი გაკოტრება არ დაიწყო.

2008 წლის 7 ოქტომბერს ქარხანა საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა და სახელმწიფომ ოდნავ მოგვიანებით ის აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

აუქციონზე საპატრიარქოს უკვე გაკოტრებული ქარხანა კი საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა შეიძინა.

აუქციონის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე ბოტკოველმა, როგორც კერძო პირმა, დააფუძნა კომპანია მმბ, რაც ნიშნავს მამა მიქაელ ბოტკოველს და სწორედ მის საკუთრებაში გადავიდა ეს ქარხანა.

დაახლოებით 8 000 კვადრატული მეტრის ფართში, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს, პატრიარქის მდივნის კომპანიამ 81 000 ლარი გადაიხადა.

2009 წლის 5 დეკემბერს ანუ ქარხნის შეძენიდან რამდენიმე თვეში, პატრიარქის მდივანი ქორეპისკოპოს დიმიტრი ჭუაძესთან ერთად ნოტარიუსთან მივიდა და მისი კომპანიის მმბ-ს წილის 100 % საპატრიარქოს აჩუქა.

რატომ გააკოტრეს საპატრიარქოს ქარხანა, შემდეგ რატომ იყიდა ის აუქციონზე პატრიარქის მდივანმა და რატომ აჩუქა ისევ საპატრიარქოს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პოსტსკრიპტუმი პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა.

"თავის დროზე არასწორი მოპყრობის გამო ეს ქარხანა აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ხაშმის ქარხანასთან დაკავშირებით ეს საკითხები, როგორ გახდა ის ჩემი და როგორ დავუბრუნე საპატრიარქოს ეს ყველაფერი მასალები არის სასამართლოში, ეს ინფორმაცია საჯაროა, შეგიძლიათ გამოითხოვოთ", - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

"პოსტსკრიპტუმის" კითხვაზე გადაიხადა თუ არა მან პირადი თანხა ღვინის ქარხნის შესაძენად, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ეს არ იყო არა მისი პირადი თანხა, არამედ "კეთილი ადამიანების დახმარება, რომლებსაც უნდოდათ, რომ საპატრიარქოს არ დაეკარგა ვღვინის ქარხანა".

დოკუმენტები მოცულობითია, ქარხნის გაკოტრების სქემა კი საკმაოდ ჩახლართული, ამიტომ "პოსტსკრიპტუმმა" გადაწყვიტა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადოს.

მამა მიქაელ ბოტკოველმა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა "პოსტსკრიპტუმი" პატრიარქის მდივანს შეუთანხმდა, რომ ჟურნალისტური გამოძიების დასრულების შემდეგ ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებსდა იმ კითხვებს უპასუხებს, რომლებიც ამ საქმის გარშემო არსებობს.

"რუსთავი 2"-სთვის მოწოდებული დოკუმენტებით კითხვები ჩნდება არა მხოლოდ ქარხნის გაკოტრების, შემდეგ მისი გაყიდვის და ისევ საპატრიარქოსთვის ჩუქების შესახებ, არამედ გაკოტრებამდე არსებულ მდგომარეობაზეც, მაგალითად, რატომ დაუგროვდა ქარხანას ვალები? იყო თუ არა გამოტანილი კრედიტი საპატრიარქოს ქონების დაგირავების სანაცვლოდ და რა საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდა საპატრიარქოს ქარხანას და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე ფლობდა.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია