საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია
"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია

გთა­ვა­ზობთ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი სოფ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს:

დი­ღო­მი

ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში დიღ­მის პირ­ველ მოხ­სე­ნი­ე­ბას მეფე ფრნა­ვა­ზის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ წყა­რო­ებ­ში ვხვდე­ბით, რო­მე­ლიც XI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კოსს ლე­ონ­ტი მრო­ველს მი­ე­წე­რე­ბა და "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის" კრე­ბულ­შია შე­ტა­ნი­ლი. ერთ დღეს ფარ­ნა­ვა­ზი მცხე­თი­დან გა­ვი­და სა­ნა­დი­როდ. ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის გად­მო­ცე­მით, ფარ­ნა­ვა­ზი დიღ­მის ველ­ზე ირ­მებს და­ე­დევ­ნა, ირ­მებ­მა კი თბი­ლი­სის "ხევ-ხუ­ვებს" მი­ა­შუ­რეს, - ვკი­თხუ­ლობთ ავ­თან­დილ სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის წიგნ­ში "სო­ფე­ლი დი­ღო­მი, სა­უ­კუ­ნე­თა კვლა­დაკ­ვალ".

დი­ღომ­ზე სა­გუ­ლის­ხმო ცნო­ბა შე­მოგ­ვი­ნა­ხა "მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­სამ". ამი­რა ჯა­ფა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1046 წელს, ტფი­ლელ­მა ბე­რებ­მა ბაგ­რატ IV თბი­ლის­ში მო­იწ­ვი­ეს. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­მა­ვალ მე­ფეს დიღ­მის ველ­ზე მი­ე­გებ­ნენ ქა­ლა­ქის ბე­რე­ბი, დარ­ბა­ი­სელ­ნი და ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა. თბი­ლის­ში მი­სას­ვლე­ლი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი გზა დიღ­მის მხრი­დან იყო; უეჭ­ვე­ლია, მა­ში­ნაც არ­სე­ბობ­და გვი­ან სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი "დიღ­მის კარი" კა­ლას უბ­ნი­სა, რომ­ლის­კე­ნაც იქ­ნე­ბო­და მი­მარ­თუ­ლი თვით ქა­ლა­ქის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი არ­ტე­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის ერთ-ერთი კარი იყო ე.წ. "დიღ­მის კარი", რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია აგ­რეთ­ვე "შუა კა­რის" სა­ხე­ლით. იგი მარ­თლაც შუა კარი იყო, რად­გან მდე­ბა­რე­ობ­და "დაბ­ლა კარ­სა" და "მაღ­ლა კარს" შო­რის.

იგი ქა­ლა­ქის გა­ლა­ვანს დღე­ვან­დე­ლი პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის შე­სა­ყარ­ზე ჰქონ­და და­ტა­ნე­ბუ­ლი. სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად, მი­წის სა­ფა­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 110 მეტ­რის სიგ­რძის გა­ლა­ვა­ნი, რო­მელ­საც ის­ტო­რი­კო­სე­ბი XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ. არ­ქე­ო­ლოგ­თა გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ გა­ლავ­ნის ამ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობ­და "დიღ­მის კარი", რო­მე­ლიც კა­ლას გა­რე­თუ­ბან­თან აკავ­ში­რებ­და და სა­ი­და­ნაც გზა მცხე­თის­კენ მი­დი­ო­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია

"დიღმის კარი", ეფემია ორბელიანის მზითვი და ციციშვილების სამფლობელო - თბილისის შემოგარენის ისტორია

გთავაზობთ თბილისის შემოგარენში მდებარე ისტორიული სოფლების საინტერესო ისტორიებს:

დიღომი

ქართულ წერილობით წყაროებში დიღმის პირველ მოხსენიებას მეფე ფრნავაზის ცხოვრების ამსახველ წყაროებში ვხვდებით, რომელიც XI საუკუნის ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება და "ქართლის ცხოვრების" კრებულშია შეტანილი. ერთ დღეს ფარნავაზი მცხეთიდან გავიდა სანადიროდ. ლეონტი მროველის გადმოცემით, ფარნავაზი დიღმის ველზე ირმებს დაედევნა, ირმებმა კი თბილისის "ხევ-ხუვებს" მიაშურეს, - ვკითხულობთ ავთანდილ სონღულაშვილის წიგნში "სოფელი დიღომი, საუკუნეთა კვლადაკვალ".

დიღომზე საგულისხმო ცნობა შემოგვინახა "მატიანე ქართლისამ". ამირა ჯაფარის გარდაცვალების შემდეგ, 1046 წელს, ტფილელმა ბერებმა ბაგრატ IV თბილისში მოიწვიეს. დასავლეთ საქართველოდან მომავალ მეფეს დიღმის ველზე მიეგებნენ ქალაქის ბერები, დარბაისელნი და ცხენზე ამხედრებული შეიარაღებული ქართველობა. თბილისში მისასვლელი ერთ-ერთი უმთავრესი გზა დიღმის მხრიდან იყო; უეჭველია, მაშინაც არსებობდა გვიან საუკუნეებში კარგად ცნობილი "დიღმის კარი" კალას უბნისა, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული თვით ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი არტერია. მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთი კარი იყო ე.წ. "დიღმის კარი", რომელიც ცნობილია აგრეთვე "შუა კარის" სახელით. იგი მართლაც შუა კარი იყო, რადგან მდებარეობდა "დაბლა კარსა" და "მაღლა კარს" შორის.

იგი ქალაქის გალავანს დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე ჰქონდა დატანებული. სულ რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მიწის საფარისგან გათავისუფლდა 110 მეტრის სიგრძის გალავანი, რომელსაც ისტორიკოსები XI-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ. არქეოლოგთა განმარტებით, სწორედ გალავნის ამ ნაწილში მდებარეობდა "დიღმის კარი", რომელიც კალას გარეთუბანთან აკავშირებდა და საიდანაც გზა მცხეთისკენ მიდიოდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს