მკვლელობა ზუგდიდის რაიონში-60 წლის ტაქსის მძღოლი, სოსო ეხვაია ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.
თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ.
გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. სოსო ეხვაია ზუგდიდში ცხოვრობდა. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.