წლის მთავარი დღესასწაულის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მომავალი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება საახალწლო სუფრის დიზაინს ექცევა. ის მაქსიმალურად გამოკვეთილი, თვალშისაცემი და სადღესასწაულო უნდა იყოს.
2016 წლის საახალწლო სუფრაზე უპირატესობა ბუნებრივ მასალებს მიანიჭეთ. სადღესასწაულო დეკორაციის გაკეთება ნაძვის წიწვებით, გამხმარი ხილითა და დარიჩინით თავადაც შეგიძლიათ. სუფრის გასაწყობად უპირატესობა წითელი ფერის ჭურჭელს მიანიჭეთ. გამოიყენეთ სანთლები, არ დაგავიწყდეთ, რომ 2016 წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია.
მკვეთრი და ბრჭყვიალა უნდა იყოს 2016 წლის ნაძვის ხეც. სათამაშოები ნაძვის ხეზე სიმეტრიულად გადაანაწილეთ, მკვეთრი ფერების გასანეიტრალებლად კი თეთრი და ოქროსფერი სათამაშოები შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო
ასევე დაგაინტერესებთ: ტოპ-5 საახალწლო რეცეპტი ლამაზი და დახუნძლული სუფრისთვის