ახალი წლის მენიუს შედგენა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ყოველთვის ჩნდება თავსატეხი, რა გავაკეთოთ. გთავაზობთ ტოპ-5 საახალწლო რეცეპტს, რომელიც გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.
კექსი "შობის ვარსკვლავი"
ინგრედიენტები:
შოკოლადი 500 გ
დარბილებული კარაქი 180 გ
კვერცხი 5
შაქარი 100 გ
დაფქული ნუში 50 გ
ფქვილი 250 გ
სოდა 1/4 ჩ.კ
კონიაკი 100 გ
გარგრის ჯემი ან მურაბა 225 გ
მომზადების წესი:
წვრილად დაჭერით 250 გ შოკოლადი. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ერთად ათქვიფეთ კარაქი, კვერცხის გული და შაქარი. შემდეგ რიგ-რიგობით შეურიეთ დაფქული ნუში, ფქვილი+სოდა და შოკოლადი.
კვერცხის ცალკე ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გადაიტანეთ საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. გაციების შემდეგ ბისკვიტი ამოიღეთ ფორმიდან და გაჭერით ორად. ორივე ნაწილი დანამეთ კონიაკით. შემდეგ წაუსვით გარგრის მურაბა ქვედა ბისკვიტს და დააფარეთ მეორე ნაწილი.
დარჩენილი შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე, გააგრილეთ და წაუსვით ტორტს მთლიანად, ზემოდანაც და გვერდებზეც. მორთეთ თეთრი შოკოლადის, მარციპანის ან ფონდანტისგან გაკეთებული საახალწლო ფიგურებით.