პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"
ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, მწე­რა­ლი და სტი­ლის­ტი ნა­ტა­ლი ჯუსი, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობს და მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ით­ვლე­ბა, ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ნა­ტა­ლიმ სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი თა­ვის ბლოგ­ზე talesofendearment.com-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ოთხი მი­ლი­ო­ნი ქარ­თვე­ლი. 500 000 მარ­ტო­ხე­ლა ქალი. რო­გო­რი გი­ჟუ­რი სტა­ტის­ტი­კაა, არა? ეს საკ­მა­ოდ აკუ­რა­ტუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. რად­გან თუ თქვენ ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქალი ხართ, ე.ი გულ­წრფე­ლად შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ხართ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მა­მა­კა­ცე­ბით. ან რო­გორც ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ თქვა (რომ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იტა­ლი­ე­ლია), "ქარ­თველ ქა­ლებს არ მოს­წონთ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი", (თუ პი­რი­ქით?) და მგო­ნი ვხვდე­ბი კი­დეც, რა­ტო­მაც. მე თვი­თონ თბი­ლის­ში ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ვერ­ცერ­თი კაცი, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას.

შენ მო­ე­ლი და­ი­ნა­ხო მა­ღა­ლი, მუქთ­მი­ა­ნი, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი, მაგ­რამ არა­ფე­რი მსგავ­სი. ისი­ნი არ უვ­ლი­ან სა­კუ­თარ თავს, არ ზრუ­ნა­ვენ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ან რა­ტომ უნდა გა­ა­კე­თონ ეს? გო­გო­ნე­ბი მა­ინც არ უყუ­რე­ბენ მათ, ისი­ნი რჩე­უ­ლის სა­პოვ­ნე­ლად სა­ზღვრებ­სმიღ­მა იხე­დე­ბი­ან. რო­დე­საც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ და­ი­ნა­ხეს ფო­ტოგ­რა­ფი Julien Boudet, ისი­ნი თით­ქოს ვე­ლუ­რე­ბად იქ­ცნენ, სთხოვ­დნენ მას შეხ­ვედ­რას და ამა­ში არც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ..." - წერს ავ­ტო­რი.

თუმ­ცა, თბი­ლის­ში სი­ლა­მა­ზეს მოკ­ლე­ბულ­ნი ნამ­დვი­ლად არ ვართ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლა­ქია, ხან­და­ხან თა­ნა­მედ­რო­ვე და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი,ზოგ­ჯერ ნაც­რის­ფე­რი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და საბ­ჭო­თა, ის უც­ნა­უ­რი და სცე­ნი­უ­რია. ქა­ლა­ქის ძვე­ლი ნა­წი­ლი კი ტიმ ბარ­ტო­ნის სას­ცე­ნო დე­კო­რა­ცი­ას ჰგავს. გე­გო­ნე­ბა სახ­ლებ­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სოფ­ლე­ბი კი უნ­გრეთ­სა და ავ­სტრი­ას მახ­სე­ნებს თა­ვი­სი უძ­ვე­ლე­სი ტაძ­რე­ბი­თა და ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მწვა­ნე მთებ­შია ჩას­მუ­ლი. პა­ტა­რა სოფ­ლე­ბი ბუ­დე­ე­ბი­ვი­თაა მდი­ნა­რის ნა­პი­რებ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი ზამ­თარ­ში ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე სრი­ა­ლე­ბენ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი შავი ზღვის პლა­ჟებ­ზე ირუ­ჯე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო ჰგავს ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის ზარ­დახ­შას. რო­გორც ჩანს, კოკო შა­ნელ­მა სა­კუ­თა­რი სამ­კა­უ­ლე­ბის ხა­ზის შთა­გო­ნე­ბად სა­ქარ­თვე­ლო აიღო.

"რაც შე­ე­ხე­ბა მო­დას, ქარ­თვე­ლე­ბი საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი იყო. მათი უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ავან­გარ­დუ­ლი და მუქი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩევ­ნი­ან, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ფე­რე­ბი თბი­ლია და ახალ­გაზ­რდუ­ლი. სი­ლუ­ე­ტე­ბი ქა­ლუ­რია. მო­დის კვი­რე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე დი­ზა­ი­ნე­რი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მა­გა­ლი­თად ატე­ლიე "მა­ტე­რია", ასე­ვე "კი­კა­ლა", "ელო­ში", "ბეს­სა­რი­ო­ნი". რამ­დე­ნი­მე მშვე­ნი­ე­რი მო­დე­ლიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ერთ-ერთი მათ­გა­ნის - ლი­კას ფოტო ჩემს Instagram-ზეც დავ­დე და რამ­დე­ნი­მე ნიუ-იორ­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მი­ვი­ღე", - წერს ბლო­გე­რი.

დროც არ მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი მე­ნა­ხა. აქ ხალ­ხი სა­ოც­რად გუ­ლუხ­ვი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რეა. სტუ­მა­რი "კარგ ნიშ­ნად ით­ვლე­ბა. ისი­ნი გმას­პინ­ძლო­ბენ სა­ო­ცა­რი საკ­ვე­ბით და ღვი­ნით, გჩუქ­ნი­ან სა­ჩუქ­რებს. რამ­დე­ნი­მე კი­ლოც კი მო­ვი­მა­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­მო­ბი­სას. ჩვე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბია ყუ­რძე­ნი, ბრო­წე­უ­ლი, ბად­რი­ჯა­ნი, ნი­ო­რი, ის­პა­ნა­ხი, ნი­გო­ზი და ყვე­ლი....და ბავ­შვე­ბი? ისი­ნი ერ­თო­ბი­ან რო­გორც 1999-ში. მინ­და კვლავ დავ­ბრუნ­დე აქ და ზა­ფხულ­ზე შავ ზღვას ვეწ­ვიო, მეტი სო­ფე­ლი ვნა­ხო" - ამე­რი­კე­ლი ბლო­გე­რი პოსტს ასე ას­რუ­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის მოწ­ვე­ვის­თვის სოფო ჭყო­ნი­ას, Mercedes Benz Fashion Week-ს და "ულ­ვა­შე­ბი­ან მძღოლს", რო­მე­ლიც მას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
2

რა მოსაწონები არია? ღიპამოგდებულები., უსაქმურები, ირანული მენტალიტეტით!

ადა სადღა არია წყდებია ან ავარიებში ან ნარკოტიკებში იპარებიან

ერთეულებზე არ ვლაპარაკობ

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

ამერიკელი მწერალი: "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და სტილისტი ნატალი ჯუსი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ქალად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა. ნატალიმ საკუთარი შთაბეჭდილებები თავის ბლოგზე talesofendearment.com-ზე გამოაქვეყნა:

"ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდა ქართველი ქალი ხართ, ე.ი გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულე მამაკაცებით. ან როგორც ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიც იტალიელია), "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები", (თუ პირიქით?) და მგონი ვხვდები კიდეც, რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას.

შენ მოელი დაინახო მაღალი, მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერი მსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდა გააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელად საზღვრებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ..." - წერს ავტორი.

თუმცა, თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურად შესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური და სცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიას მახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე. ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის პლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს, კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.

"რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავანგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილია და ახალგაზრდული. სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიან მომეწონა, მაგალითად ატელიე "მატერია", ასევე "კიკალა", "ელოში", "ბესსარიონი". რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთ-ერთი მათგანის - ლიკას ფოტო ჩემს Instagram-ზეც დავდე და რამდენიმე ნიუ-იორკული სააგენტოს გამოხმაურება მივიღე", - წერს ბლოგერი.

დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. სტუმარი "კარგ ნიშნად ითვლება. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით, გჩუქნიან საჩუქრებს. რამდენიმე კილოც კი მოვიმატე საქართველოში სტუმობისას. ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი, ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი, ისპანახი, ნიგოზი და ყველი....და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორც 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ და ზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, მეტი სოფელი ვნახო" - ამერიკელი ბლოგერი პოსტს ასე ასრულებს და მადლობას უხდის მოწვევისთვის სოფო ჭყონიას, Mercedes Benz Fashion Week-ს და "ულვაშებიან მძღოლს", რომელიც მას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა