მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროცედურები დარჩა უვიზო რეჟიმამდე - დეტალური განმარტებები გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს
რა პროცედურები დარჩა უვიზო რეჟიმამდე - დეტალური განმარტებები გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა, თუმ­ცა, არი­ან სკეპ­ტი­კო­სე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და ეს პრო­ცე­სი უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლე­ბა... ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე უკვე და­ი­დო, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს შე­ი­ცავს. კონ­კრე­ტუ­ლად, ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით ნა­კის­რი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა. ევ­რო­კო­მი­სი­ას მი­აჩ­ნია, რომ სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მის ოთხი­ვე ნა­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ რა ტექ­ნი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა დარ­ჩა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ამ­დე, რა იც­ვლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­სარ­გებ­ლოთ ამ სი­ახ­ლით, - ამის გა­სარ­კვე­ვად სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს გიგა გი­გი­ა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- უპირ­ვე­ლე­სად, ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს ამ მარ­თლაც ის­ტო­რი­ულ თა­რიღს, ეს უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა რო­მე­ლიც ევ­რო­კო­მი­სი­ის მე­ო­თხე ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და­დას­ტურ­და, მარ­თლაც წყალ­გამ­ყო­ფის გარ­დამ­ტე­ხი პრო­ცე­სია ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ჩვენ შეგ­ვა­ფა­სეს ექ­სპერ­ტებ­მა, თუ რა გა­ვა­კე­თეთ ბოლო 2 წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სად და­წე­რეს დას­კვნა. ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა... რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს რა თქმა უნდა მას შემ­დეგ მი­ი­ღე­ბა, რო­დე­საც ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ მის ტექ­ნი­კურ გეგ­მა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა, კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე,უნდა მი­ი­ღონ. სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს ევ­რო­კო­მი­სია ამოწ­მებს, ხოლო პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­საბ­ჭო და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღე­ბენ, რა­საც გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა. შე­დე­გად შე­სა­ბა­მის რე­გუ­ლა­ცი­ა­ში შევა ცვლი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოც და­ე­მა­ტე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის სიას, რო­მე­ლის მოქ­ლა­ქე­ებ­საც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში უვი­ზოდ შე­უძ­ლი­ათ მოგ­ზა­უ­რო­ბა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს ეს ცვლი­ლე­ბა?

- ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ უვი­ზოდ იმოგ­ზა­უ­რონ ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნა­ში, რა­საც ემა­ტე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 4 ქვე­ყა­ნა, რო­მელ­ბიც შენ­გე­ნის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან: რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, ხორ­ვა­ტია და კვიპ­რო­სი. ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი შვე­ი­ცა­რია, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ნორ­ვე­გია და ის­ლან­დია. ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 30 ქვე­ყა­ნა­ში ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს უვი­ზოდ მი­მოს­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს, - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტით შე­ეძ­ლე­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში ჩას­ვლა?

- ეს ვრცელ­დე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რო­მელ­თაც აქვთ ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო ახა­ლი თა­ო­ბის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი, უფრო და­ცუ­ლი პას­პორ­ტის ბეჭდ­ვა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ისი­ნი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში იმოგ­ზა­რე­უ­ბენ. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უშუ­ა­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის დროს, ამ სა­ხელ­მწი­ფოს მე­სა­ზღვრეს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით მო­ი­თხო­ვოს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რათა დარ­წმუნ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­დი­ან მის ქვე­ყა­ნა­ში, მარ­თლაც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და არ მოხ­დე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი დრო­ის გა­და­ჭარ­ბე­ბა, 180 დღე­ში 90 დღის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, რა დრო დას­ჭირ­დე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბას?

- 4-დან 6 თვემ­დე...

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

იხი­ლეთ ვი­დეო: უვი­ზო მი­მოს­ვლის წე­სე­ბი

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რას ნიშ­ნავს უვი­ზო რე­ჟი­მი? - რისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ და არ გექ­ნე­ბათ ევ­რო­პა­ში

"დო­ი­ჩე ველე" გან­მარ­ტავს წე­სებს, თუ რო­გორ ისარ­გებ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვი­ზო რე­ჟი­მით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა პროცედურები დარჩა უვიზო რეჟიმამდე - დეტალური განმარტებები გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს

რა პროცედურები დარჩა უვიზო რეჟიმამდე - დეტალური განმარტებები გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს, საზოგადოების დიდი ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა, არიან სკეპტიკოსებიც, ვინც მიიჩნევს, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა და ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელება... ანგარიში, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე დაიდო, საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

უფრო კონკრეტულად, თუ რა ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურების გავლა დარჩა ვიზალიბერალიზაციამდე, რა იცვლება პრაქტიკული თვალსაზრისით და როგორ შეიძლება ვისარგებლოთ ამ სიახლით, - ამის გასარკვევად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა გიგიაძეს დავუკავშირდით:

- უპირველესად, ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ მართლაც ისტორიულ თარიღს, ეს უდიდესი წარმატება რომელიც ევროკომისიის მეოთხე ანგარიშის გამოქვეყნებით დადასტურდა, მართლაც წყალგამყოფის გარდამტეხი პროცესია ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ შეგვაფასეს ექსპერტებმა, თუ რა გავაკეთეთ ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში და შესაბამისად დაწერეს დასკვნა. ტექნიკური მხარის წარმატებით დასრულება ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა... რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა მას შემდეგ მიიღება, როდესაც ყველა ტექნიკური საკითხი წარმატებით განხორციელდება. თუმცა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ მის ტექნიკურ გეგმაზე არ არის დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, კონსენსუსის საფუძველზე,უნდა მიიღონ. სამოქმედო გეგმის ტექნიკურ დეტალებს ევროკომისია ამოწმებს, ხოლო პოლიტიკურ ნაწილზე გადაწყვეტილებას ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. შედეგად შესაბამის რეგულაციაში შევა ცვლილება და საქართველოც დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელის მოქლაქეებსაც ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა.

- კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილება?

- ჩვენს მოქალაქეეებს საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში, რასაც ემატება ევროკავშირის წევრი 4 ქვეყანა, რომელბიც შენგენის კანდიდატები არიან: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და კვიპროსი. ასევე, ევროკავშირის არაწევრი შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ისლანდია. ანუ პოლიტიკური პროცესის შესრულების შემდეგ, მთლიანობაში, 30 ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

- რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, - საქართველოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეეძლება ამ ქვეყნებში ჩასვლა?

- ეს ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი. წელიწადზე მეტია, რაც საქართველომ დაიწყო ახალი თაობის ბიომეტრიული, უფრო დაცული პასპორტის ბეჭდვა, რომლის საშუალებითაც, ისინი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში იმოგზარეუბენ. თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კონკრეტული ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს, ამ სახელმწიფოს მესაზღვრეს ექნება უფლება დამატებით მოითხოვოს გარკვეული სახის დოკუმენტები, რათა დარწმუნდეს, რომ ადამიანები, რომლებიც შედიან მის ქვეყანაში, მართლაც კეთილსინდისიერად გამოიყენებენ ამ თავისუფლებას და არ მოხდება დაშვებული დროის გადაჭარბება, 180 დღეში 90 დღის დაშვების უფლებას.

- სავარაუდოდ, რა დრო დასჭირდება ვიზალიბერალიზაციის რეალურად ამოქმედებას?

- 4-დან 6 თვემდე...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

იხილეთ ვიდეო: უვიზო მიმოსვლის წესები

დაგაინტერესებთ:

რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი? - რისი გაკეთების უფლება გექნებათ და არ გექნებათ ევროპაში

"დოიჩე ველე" განმარტავს წესებს, თუ როგორ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია