პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის
"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის

"ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც უკვე ფი­ნა­ლის­ტია და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით აო­ცებს მა­ყუ­რე­ბელს, მე­გაპ­რო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. ამ­ბობს, რომ "ნი­ჭი­ერ­ში" ჩარ­თვით მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ეს კონ­კურ­სი ასეთ ემო­ცი­ებს მო­მა­ნი­ჭებ­და, ყვე­ლა­ფერ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, - ამ­ბობს ის

და ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

- კარ­გი ამ­ბე­ბი მოხ­და, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, მე ისევ ისე­თი ბარ­ბა­რა ვარ, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი და ასე­თად დავ­რჩე­ბი სულ. ვეც­დე­ბი, ეს წარ­მა­ტე­ბა თავ­ში არ ამი­ვარ­დეს...

- ფი­ნა­ლის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, მზა­დე­ბა ჯერ არ და­მი­წყია, რად­გა­ნაც ჯერ ეი­ფო­რია არ გამ­ნე­ლე­ბია, მაგ­რამ და­ვი­წყებ და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად. შრო­მას ნამ­დვი­ლად არ და­ვაკ­ლებ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გი ნომ­რით ვა­სი­ა­მოვ­ნო.

- რომ გა­ი­მარ­ჯვო, მერე რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ჯერ გა­ვი­მარ­ჯვო და გეგ­მებ­ზე მერე ვი­სა­უბ­რებ (იცი­ნის), ბევ­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტია და დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა.

- კუ­ლი­სებ­ში რო­გორ ურ­თი­ერ­თობთ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი?

- ვერც კი და­ი­ჯე­რებთ, ერ­თმა­ნეთს რო­გორ ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და ვამ­ხნე­ვებთ. ვერც იფიქ­რებთ, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ.

- შენს ბოლო გა­მოს­ვლას რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ, რო­გორ მო­ამ­ზა­დე?

- ნო­მერ­ზე მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­მუ­შა­ვე. რაც შე­ხე­ბა სა­მოსს და ვარ­ცხნი­ლო­ბას, დი­ზა­ი­ნე­რებ­მა იშ­რო­მეს, ოღონდ, სიმ­ღე­რი­სა თუ სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას, ჩემი გე­მოვ­ნე­ბა, სურ­ვი­ლე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, ანუ ამ საქ­მე­ში მეც ჩა­ვე­რიე. ბო­დი­ში მინ­და, რომ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს მო­ვუ­ხა­დო, ისე და­ვა­ბი­ჯებ­დი სცე­ნა­ზე, მგო­ნი, მათ ხა­სი­ათ­ში ვერ ვჯდე­ბო­დი...

- ცეკ­ვა არ გიყ­ვარს?

- არა (იცი­ნის).

- ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს ხა­სი­ათ­ში იყო. ახლა ის გვი­თხა­რი, სა­ა­ხალ­წლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ჩვენს ოჯახს ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რის ასე­თი ტრა­დი­ცია აქვს: რომ ყვე­ლა ერ­თად ვხვდე­ბით სუფ­რას­თან და აღ­ვნიშ­ნავთ იმით, რაც გვაქვს. სუფ­რა­ზე ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი გვაქვს, მა­ნამ­დე კი სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით. მერე სპე­ცი­ა­ლუ­რად ვე­ლო­დე­ბით მეკვლეს. მერე ოჯა­ხის უფ­რო­სი წევ­რი, ანუ ბებო ტკბი­ლე­უ­ლით უმ­ცრო­სებს გვა­ნე­ბივ­რებს. ეს ურ­ყე­ვი ტრა­დი­ცი­აა და წელ­საც ასე იქ­ნე­ბა.

- რა არის შენი სა­ა­ხალ­წლო ნატ­ვრა, სურ­ვი­ლი?

- რა ვიცი, იმ­დე­ნი ნატ­ვრა და სურ­ვი­ლი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა, ეგ ყვე­ლა­ფე­რი თოვ­ლის ბა­ბუ­ას რომ ვუ­თხრა, სახ­ლი­დან გა­იქ­ცეს და თა­ვი­სი სა­მო­სი იქვე და­მი­ტო­ვოს. ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­და, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რად იყოს...

- ბავ­შვო­ბა­ში რას უთ­ვლი­დი თოვ­ლის ბა­ბუ­ას?

- ფე­რა­დი ფან­ქრე­ბი მინ­დო­და, რომ მქო­ნო­და. დე­და­ჩე­მის­თვის მარ­გა­ლი­ტის მძი­ვებს ვნატ­რობ­დი, თან, მძი­ვე­ბი იმ­ხე­ლა და იმ­დე­ნი მინ­დო­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვერ გა­ევ­ლო და კი­სე­რი ჩა­მოგ­რძე­ლე­ბუ­ლი ჰქო­ნო­და, მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დე ახლა და ასე­თი სურ­ვი­ლე­ბი ხომ აღარ მექ­ნე­ბა?

- ოც­ნე­ბა ად­ვი­ლად გის­რულ­დე­ბა?

- კი, ძა­ლი­ან. სა­ერ­თოდ, ისეთ რა­ღა­ცას არ ვნატ­რობ, რომ­ლის ას­რუ­ლე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. მგო­ნი, ასე ჯო­ბია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის

"ბავშვობაში დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი" - როგორ ემზადება "ნიჭიერის" ბარბარა სამხარაძე ახალი წლისა და ფინალისთვის

"ნიჭიერის" კონკურსანტი ბარბარა სამხარაძე, რომელიც უკვე ფინალისტია და ვოკალური მონაცემებით აოცებს მაყურებელს, მეგაპროექტში მონაწილეობით კმაყოფილია. ამბობს, რომ "ნიჭიერში" ჩართვით მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს კონკურსი ასეთ ემოციებს მომანიჭებდა, ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა, - ამბობს ის

და ჩვენთან საუბარს ასე განაგრძობს:

- კარგი ამბები მოხდა, მაგრამ რაც მთავარია, მე ისევ ისეთი ბარბარა ვარ, როგორიც ვიყავი და ასეთად დავრჩები სულ. ვეცდები, ეს წარმატება თავში არ ამივარდეს...

- ფინალისთვის როგორ ემზადები?

- რომ არ მოგატყუოთ, მზადება ჯერ არ დამიწყია, რადგანაც ჯერ ეიფორია არ გამნელებია, მაგრამ დავიწყებ და ძალიან აქტიურად. შრომას ნამდვილად არ დავაკლებ, რომ მაყურებელი კარგი ნომრით ვასიამოვნო.

- რომ გაიმარჯვო, მერე რა გეგმები გაქვს?

- ჯერ გავიმარჯვო და გეგმებზე მერე ვისაუბრებ (იცინის), ბევრი კარგი კონკურსანტია და დიდი კონკურენციაა.

- კულისებში როგორ ურთიერთობთ მონაწილეები?

- ვერც კი დაიჯერებთ, ერთმანეთს როგორ ვგულშემატკივრობთ და ვამხნევებთ. ვერც იფიქრებთ, რომ კონკურენტები ვართ.

- შენს ბოლო გამოსვლას რომ მივუბრუნდეთ, როგორ მოამზადე?

- ნომერზე მართლა სერიოზულად ვიმუშავე. რაც შეხება სამოსს და ვარცხნილობას, დიზაინერებმა იშრომეს, ოღონდ, სიმღერისა თუ სამოსის შერჩევისას, ჩემი გემოვნება, სურვილები გაითვალისწინეს, ანუ ამ საქმეში მეც ჩავერიე. ბოდიში მინდა, რომ მოცეკვავეებს მოვუხადო, ისე დავაბიჯებდი სცენაზე, მგონი, მათ ხასიათში ვერ ვჯდებოდი...

- ცეკვა არ გიყვარს?

- არა (იცინის).

- ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შენს ხასიათში იყო. ახლა ის გვითხარი, საახალწლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჩვენს ოჯახს ახალი წლის შეხვედრის ასეთი ტრადიცია აქვს: რომ ყველა ერთად ვხვდებით სუფრასთან და აღვნიშნავთ იმით, რაც გვაქვს. სუფრაზე ბევრი ტკბილეული გვაქვს, მანამდე კი სერიოზულად ვემზადებით. მერე სპეციალურად ველოდებით მეკვლეს. მერე ოჯახის უფროსი წევრი, ანუ ბებო ტკბილეულით უმცროსებს გვანებივრებს. ეს ურყევი ტრადიციაა და წელსაც ასე იქნება.

- რა არის შენი საახალწლო ნატვრა, სურვილი?

- რა ვიცი, იმდენი ნატვრა და სურვილი მაქვს, შეიძლება, ეგ ყველაფერი თოვლის ბაბუას რომ ვუთხრა, სახლიდან გაიქცეს და თავისი სამოსი იქვე დამიტოვოს. ერთადერთი, რაც მინდა, ყველა ბედნიერად იყოს...

- ბავშვობაში რას უთვლიდი თოვლის ბაბუას?

- ფერადი ფანქრები მინდოდა, რომ მქონოდა. დედაჩემისთვის მარგალიტის მძივებს ვნატრობდი, თან, მძივები იმხელა და იმდენი მინდოდა, რომ ყოფილიყო, ვერ გაევლო და კისერი ჩამოგრძელებული ჰქონოდა, მაგრამ გავიზარდე ახლა და ასეთი სურვილები ხომ აღარ მექნება?

- ოცნება ადვილად გისრულდება?

- კი, ძალიან. საერთოდ, ისეთ რაღაცას არ ვნატრობ, რომლის ასრულებაც არ შეიძლება. მგონი, ასე ჯობია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება