პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოხიოთ" - დავით უსუფაშვილი
"ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოხიოთ" - დავით უსუფაშვილი

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნაა. რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ პო­ზი­ტი­უ­რი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ვუ­ლო­ცავ. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი აღი­ა­რე­ბა და ჩვე­ნი სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლის ახ­დე­ნა. დღეს უფრო ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ, ვიდ­რე ვი­ყა­ვით გუ­შინ. ჩვენ ყო­ველ­თვის ასე ვფიქ­რობ­დით, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ევ­რო­პაც ასე ფიქ­რობს", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სპი­კე­რის გან­მარ­ტე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე თვე დარ­ჩა იმ ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პას შო­რის სა­ზღვა­რი აღარ იარ­სე­ბებს.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის, გუ­შინ­წინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის, ამი­ტომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და პო­ლი­ტი­კოსს ვუ­ლო­ცავ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გუ­შინ და გუ­შინ­წინ სხვა თე­მებ­ზე ვინ რას ფიქ­რობ­და და რო­გორ ვფიქ­რობთ. ამ მიღ­წე­ვას სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ევ­რო­პა­სა­თან და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სა­ზღვრე­ბის გა­უქ­მე­ბა არის არა მხო­ლოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლუ­რი მოვ­ლე­ნაც. ამის შემ­დეგ ჩვენ გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად უნდა ვიტ­ვირ­თოთ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ევ­რო­პას აკის­რია. ჩვენ ერ­თად უნდა ვუზ­რუნ­ველ­ყოთ ჩვე­ნი სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბა. ასე, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე არის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, 2016 წელი "ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით" იქ­ნე­ბა ხაზ­გას­მუ­ლი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. "ამას­თა­ნა­ვე, ვი­საც ვი­ზე­ბი გაქვთ პას­პორ­ტებ­ში, გირ­ჩევთ არ ამო­ხი­ოთ, იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე თვე კი­დევ დას­ჭირ­დე­ბა ამ სა­კი­თხე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას. მაგ­რამ 2016 წელი ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით იქ­ნე­ბა ხაზ­გას­მუ­ლი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გი­სურ­ვებთ ყვე­ლას მეტ წარ­მა­ტე­ბას ქვეყ­ნის გა­რეთ და ქვეყ­ნის შიგ­ნით," - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოხიოთ" - დავით უსუფაშვილი

"ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოხიოთ" - დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის სანუკვარი ოცნების ახდენაა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განმარტებით, სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს.

"ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება დღევანდელი მთავრობის, გუშინწინდელი ხელისუფლების, თითოეული ჩვენთაგანის, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკოსს ვულოცავ მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინწინ სხვა თემებზე ვინ რას ფიქრობდა და როგორ ვფიქრობთ. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ასე, რომ დღევანდელი დღე არის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, 2016 წელი "ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით" იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში. "ამასთანავე, ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოხიოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. მაგრამ 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში. გისურვებთ ყველას მეტ წარმატებას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."