საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა FB-ზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა
რა ხდებოდა FB-ზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ან­გა­რი­ში ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ი­დო. დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს შე­ი­ცავს.

გთა­ვა­ზობთ "ფე­ის­ბუქ" პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა:

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­დე­ბი­თი დას­კვნა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა 2016 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას!

ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი შემ­დგომ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასე უნდა წა­რი­მარ­თოს:

1. 18 დე­კემ­ბე­რი: დას­კვნა

2. რამ­დე­ნი­მე დღე­ში: ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა

3. ორ-სამ თვე­ში: კენ­ჭისყრა კო­მი­ტეტ­ში

4. სამ­თვე­ნა­ხე­ვარ­ში: კენ­ჭისყრა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე

5. ოთხ თვე­ში: ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 539/2001 რე­გუ­ლი­ა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა­ზე

6. ოთხნა­ხე­ვარ თვე­ში: რე­გუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ

7. ოთხ თვე­სა და სამ კვი­რა­ში: ხელ­მო­წე­რი­ლი ტექ­სტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა

8. მაქ­სი­მუმ ხუთ­ნა­ხე­ვარ თვე­ში: ძა­ლა­ში შეს­ვლა, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტით უვი­ზოდ შევა შენ­გე­ნის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ყე­ყე­ჩებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის პო­ზი­ტი­უ­რი დას­კვნა უვი­ზო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რად არ ნიშ­ნავს იმას, რომ მწვა­ნე აენ­თოთ ყვე­ლა­ფე­რი და­სავ­ლუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე, ანუ იმ პო­ლი­ტი­კა­ზე, რა­საც აქამ­დე ატა­რებ­დნენ.

ანუ:

1. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი

2. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბა

3. რუს­თა­ვი ორ­თან ჭი­და­ო­ბა

4. პრო­და­სავ­ლუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­მო­ნი­ზე­ბა

5. უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბა

6. პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა

და ა. შ. კვლა­ვინ­დე­ბუ­რად არ მო­სუ­ლა.

ის რაც მოხ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის გა­კეთ­და და არა მათ­თვის.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე

ევ­რო­პას­თან ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას გი­ლო­ცავთ!

თურ­ქეთ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი დიდი ხა­ნია აღარ გაქვს, რუ­სე­თი - ამ პრო­ცეს­შია. ამე­რი­კა და ბრი­ტა­ნე­თი დარ­ჩა

კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი

გი­ლო­ცავთ ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მე­გობ­რე­ბო. მად­ლო­ბა ევ­რო­პას და ევ­რო­პელ ხალ­ხს, მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს. ეს არის იმ დიდი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გი რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა. არ იყო ეს ყო­ვე­ლი­ვე ასე­თი ად­ვი­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ამას ყვე­ლა ხე­დავ­დით მაგ­რამ შე­დე­გი და­ი­დო და ეს ერთი და სხვა მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯი კი­დევ წინ გვე­ლის ევ­რო­პის­კენ.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი

ჰა, გე­ვიღ­ვი­ძეთ ევ­რო­პა­ში?

და­ვით კოვ­ზი­რი­ძე

კაი დიდი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­კენ

ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე

გა­ვე­ცა­ნი ევ­რო­კავ­ში­რის შე­ფა­სე­ბას. პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. რე­გუ­ლა­რუ­ლად ვხვდე­ბო­დი შემ­ფა­სე­ბელ მი­სი­ებს. ღიად ვა­ცხა­დებ­დი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და გა­მოს­წო­რე­ბის იმე­დით, ვუ­ჭერ­დი მხარს ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

დას­კვნა ნორ­მა­ლუ­რია. ოდ­ნავ უფრო ოპ­ტი­მის­ტუ­რი, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა გვკარ­ნა­ხობს. ბევ­რი ტყუ­ი­ლიც წე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის, პო­ლი­ცი­ის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­ში. მაგ­რამ ამას არა უშავს.

ირაკ­ლის ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არამც და არამც არ უნდა ჩათ­ვა­ლოს, რომ ახლა შე­უძ­ლია მო­გე­რი­ნის გაფრ­თხი­ლე­ბა და­ი­ვი­წყოს და რად­გან უვი­ზო მი­მოს­ვლა ჯი­ბე­ში უდევს, შე­უძ­ლია თავს და­ეს­ხას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, ოპო­ზი­ცი­ას და რუს­თა­ვი 2-ს.

მთა­ვა­რი არის ეს: ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა თუ რთუ­ლი იყო, და­კარ­გვა იქ­ნე­ბა მე­ტად ად­ვი­ლი. ყვე­ლამ ერ­თად უნდა და­ვიც­ვათ ეს მო­ნა­პო­ვა­რი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ევ­რო­პამ კიო. კა­რებს გი­ღებ­თო, მაგ­რამ მა­ნამ­დე გაკ­ვირ­დე­ბით რო­გორ ჩა­ა­ტა­რებთ არ­ჩევ­ნებს და რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­თო. ზუსტ თა­რიღ­საც მერე ვი­ტყვით რო­დი­დან ივ­ლით უვი­ზო­დო

სწო­რად გა­ვი­გე?

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე

აუ რა და­ენძრა აწი ევ­რო­პას!

თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი

გი­ლო­ცავთ!!!! გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ამ შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობ­დნენ. მად­ლო­ბა მათ!!!

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე

ოოოჰ რა კარ­გია მო­ხე­ტი­ა­ლე და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე სუ­ლე­ბის­თვის გახ­სნი­ლი კა­რე­ბი და უვი­ზო­ბა, შეს­კუპ­დი მო­ტო­ციკლზე და მო­ი­ა­რე მთა და ბარი, ნახე, გა­სინ­ჯე, გა­ნი­ცა­დე, იცხოვ­რე ინ­ტენ­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით... იქ­ნებ დიდი ხნის აპა­თი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და­იძ­რან სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ძი­ებ­ლად, მერე დაბ­რუნ­დნენ ახა­ლი იდე­ე­ბით, სი­ცო­ცხლის ძა­ლით და "მეს" რწმე­ნით და­მუხ­ტუ­ლი. უარ­ყო­ფით პა­სუხს არ მი­ვი­ღებ ევ­რო­პის­გან. სა­სი­ცო­ცხლოდ გვჭირ­დე­ბა და მხო­ლოდ და­დე­ბი­თად გა­და­წყვე­ტას ველი. ზღაპ­რებ­ში რო­მაა, ბუმ­ბუ­ლი რომ უნდა გა­აფ­რი­ნო და სა­დაც წავა, გაყ­ვე, მერე იწყე­ბა მთა­ვა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, აღ­მო­ჩე­ნე­ბი, გვე­ლე­შა­პის და­მარ­ცხე­ბა და მზე­თუ­ნა­ხა­ვის გა­დარ­ჩე­ნა

ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი

ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­იტ­ზე ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. დას­კვნა და­დე­ბი­თია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა უკვე 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. სა­უ­ბა­რია მოკ­ლე­ვა­დი­ან ვი­ზი­ტებ­ზე. ამას­თან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის­თვის სა­ჭი­როა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რაც.

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი

გულრ­წფე­ლად გი­ლო­ცავთ!!! ახლა ლოც­ვა აღავ­ლი­ნეთ ორ რა­მე­ზე: 1. პუ­ტინ­მა გა­და­ი­ფიქ­როს 2. ევ­რო­პელ­მა მი­ნის­ტრებ­მა პო­ლიტ.გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ

არ­ჩილ გამ­ზარ­დია

ახალ წელს თუ რამე გა­და­ფა­რავ­და, არ მე­გო­ნა, მეტ ევ­რო­პას გი­ლო­ცავთ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!

მა­მუ­კა კუ­და­ვა

ორ­ბე­ლი­ა­ნი ლუ­დო­ვი­კო მე­თო­თხმე­ტეს­თან ალო­დი­ნეს და...მე­თხუთ­მე­ტე კა­ცად შე­ვი­და. რაც შე­ი­ტა­ნა, ისევ ის გა­მო­ი­ტა­ნა იმ სა­ხელ­გან­თქმულ ვერ­სა­ლი­დან ელჩმან ქარ­თლი­სამ. ათას შვი­დას თხუთ­მე­ტი ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო მი­მოს­ვლა მის­ცა.

(სიმ­ბო­ლიზ­მი) სა­ბა­ო­ბა, ორი ათას თხუთ­მე­ტი მად­ლო­ბა სა­ბას, რო­მე­ლიც ზე­ცი­უ­რი ევ­რო­პი­დან მოგ­ვე­სალ­მე­ბა, და ყვე­ლა სა­ბისტს, ვინც სამი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ნებ­და. შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა - ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა. უფრო მალე, ვიდ­რე გვი­ან.

ზაალ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, რომ ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

გოგა ჩა­ნა­დი­რი

გი­ლო­ცავთ!

ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ა­მარ­ტი­ვა.

პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ჯერ-ჯე­რო­ბით მა­ინც, შე­ზღუ­დუ­ლი ვა­დით უვი­ზო მი­მოს­ვლას ნიშ­ნავს.

მთა­ვა­რია, ეს ბო­რო­ტად მიგ­რა­ცი­ის­თვის ან სხვა ავი ზრახ­ვე­ბის­თვის არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პის კარი კვლავ ჩაგ­ვე­კე­ტე­ბა და ძა­ლინ ბევ­რი წე­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი და­ზა­რალ­დე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფას, ქვეყ­ნის უკუს­ვლას ან სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბას არ ნიშ­ნავს.

ამი­ტომ, თა­მა­მად და გულ­ღი­ათ მი­ვი­ღოთ ევ­რო­პა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნი­სა და ადა­მი­ა­ნურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, სწორ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ქცე­ვას ეფუძ­ნე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, ევ­რო­პა ჩვე­ნი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია.

დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს .

ყვე­ლა დრო­ი­სა და დო­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილს, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ამ დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის მი­საღ­წე­ვად ძალ­ღო­ნე არ და­ი­შუ­რეს.

გი­ლო­ცავთ!

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის მიზ­ნით რე­გუ­ლა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­კი­თხზე ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას 2016 წლის და­სა­წყის­ში წა­რუდ­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა ხდებოდა FB-ზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა

რა ხდებოდა FB-ზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს.

გთავაზობთ "ფეისბუქ" პოსტებს, რომლებიც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოქვეყნდა:

ლევან ბერძენიშვილი

ევროკომისიამ გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების შესახებ. პროცესი დასრულდება 2016 წლის პირველ ნახევარში. გილოცავთ ყველას!

ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს:

1. 18 დეკემბერი: დასკვნა

2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება

3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში

4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე

5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულიაციაში ცვლილებაზე

6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ

7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება

8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში

თამარა ჩერგოლეიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ყეყეჩებმა გაითვალისწინონ, რომ ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მწვანე აენთოთ ყველაფერი დასავლურის განადგურებაზე, ანუ იმ პოლიტიკაზე, რასაც აქამდე ატარებდნენ.

ანუ:

1. პოლიტიკური პატიმრები

2. პოლიტიკური პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა

3. რუსთავი ორთან ჭიდაობა

4. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზება

5. უმცირესობების შევიწროვება

6. პოლიტიკური ძალადობა

და ა. შ. კვლავინდებურად არ მოსულა.

ის რაც მოხდა ქართველი ხალხისთვის გაკეთდა და არა მათთვის.

ლაშა შევარდნაძე

ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაციას გილოცავთ!

თურქეთთან სავიზო რეჟიმი დიდი ხანია აღარ გაქვს, რუსეთი - ამ პროცესშია. ამერიკა და ბრიტანეთი დარჩა

კობა სუბელიანი

გილოცავთ ვიზების ლიბერალიზაციას მეგობრებო. მადლობა ევროპას და ევროპელ ხალხს, მადლობა ქართველ ხალხს. ეს არის იმ დიდი რეფორმების შედეგი რომელიც განახორციელა მიშა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. არ იყო ეს ყოველივე ასეთი ადვილი განსახორციელებელი და ამას ყველა ხედავდით მაგრამ შედეგი დაიდო და ეს ერთი და სხვა მრავალი ნაბიჯი კიდევ წინ გველის ევროპისკენ.

მერაბ მეტრეველი

ჰა, გევიღვიძეთ ევროპაში?

დავით კოვზირიძე

კაი დიდი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზაციისკენ

ირაკლი ვაჭარაძე

გავეცანი ევროკავშირის შეფასებას. პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. რეგულარულად ვხვდებოდი შემფასებელ მისიებს. ღიად ვაცხადებდი პრობლემების შესახებ. პრობლემების მიუხედავად და გამოსწორების იმედით, ვუჭერდი მხარს ვიზის ლიბერალიზაციას საქართველოსთვის.

დასკვნა ნორმალურია. ოდნავ უფრო ოპტიმისტური, ვიდრე რეალობა გვკარნახობს. ბევრი ტყუილიც წერია. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის, პოლიციის ეფექტური მუშაობის და საინფორმაციო კამპანიების ნაწილში. მაგრამ ამას არა უშავს.

ირაკლის ღარიბაშვილმა არამც და არამც არ უნდა ჩათვალოს, რომ ახლა შეუძლია მოგერინის გაფრთხილება დაივიწყოს და რადგან უვიზო მიმოსვლა ჯიბეში უდევს, შეუძლია თავს დაესხას ადამიანის უფლებებს, ოპოზიციას და რუსთავი 2-ს.

მთავარი არის ეს: ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვება თუ რთული იყო, დაკარგვა იქნება მეტად ადვილი. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ეს მონაპოვარი

ნანუკა ჟორჟოლიანი

ევროპამ კიო. კარებს გიღებთო, მაგრამ მანამდე გაკვირდებით როგორ ჩაატარებთ არჩევნებს და როგორ მოიქცევითო. ზუსტ თარიღსაც მერე ვიტყვით როდიდან ივლით უვიზოდო

სწორად გავიგე?

ნოე სულაბერიძე

აუ რა დაენძრა აწი ევროპას!

თამარ ჩუგოშვილი

გილოცავთ!!!! განსაკუთრებით ვულოცავ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ შედეგის მისაღებად წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ. მადლობა მათ!!!

ნათია ფანჯიკიძე

ოოოჰ რა კარგია მოხეტიალე და ცნობისმოყვარე სულებისთვის გახსნილი კარები და უვიზობა, შესკუპდი მოტოციკლზე და მოიარე მთა და ბარი, ნახე, გასინჯე, განიცადე, იცხოვრე ინტენსიური ცხოვრებით... იქნებ დიდი ხნის აპათიაში მყოფი ადამიანები დაიძრან საკუთარი თავის საძიებლად, მერე დაბრუნდნენ ახალი იდეებით, სიცოცხლის ძალით და "მეს" რწმენით დამუხტული. უარყოფით პასუხს არ მივიღებ ევროპისგან. სასიცოცხლოდ გვჭირდება და მხოლოდ დადებითად გადაწყვეტას ველი. ზღაპრებში რომაა, ბუმბული რომ უნდა გააფრინო და სადაც წავა, გაყვე, მერე იწყება მთავარი თავგადასავლები, აღმოჩენები, გველეშაპის დამარცხება და მზეთუნახავის გადარჩენა

ვასილ დაბრუნდაშვილი

ევროკომისიის საიტზე ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. დასკვნა დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა უკვე 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მიეცეთ. საუბარია მოკლევადიან ვიზიტებზე. ამასთან, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური მხარდაჭერაც.

ირაკლი ტაბლიაშვილი

გულრწფელად გილოცავთ!!! ახლა ლოცვა აღავლინეთ ორ რამეზე: 1. პუტინმა გადაიფიქროს 2. ევროპელმა მინისტრებმა პოლიტ.გადაწყვეტილება მიიღონ

არჩილ გამზარდია

ახალ წელს თუ რამე გადაფარავდა, არ მეგონა, მეტ ევროპას გილოცავთ თანამემამულენო!

მამუკა კუდავა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და...მეთხუთმეტე კაცად შევიდა. რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. ათას შვიდას თხუთმეტი ევროპამ საქართველოს უვიზო მიმოსვლა მისცა.

(სიმბოლიზმი) საბაობა, ორი ათას თხუთმეტი მადლობა საბას, რომელიც ზეციური ევროპიდან მოგვესალმება, და ყველა საბისტს, ვინც სამი საუკუნის განმავლობაში არ დანებდა. შემდეგი გაჩერება - ევროკავშირის წევრობა. უფრო მალე, ვიდრე გვიან.

ზაალ ანდრონიკაშვილი

დიდი მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

გოგა ჩანადირი

გილოცავთ!

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო ურთიერთობები გაამარტივა.

პრაქტიკულად, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ-ჯერობით მაინც, შეზღუდული ვადით უვიზო მიმოსვლას ნიშნავს.

მთავარია, ეს ბოროტად მიგრაციისთვის ან სხვა ავი ზრახვებისთვის არ გამოვიყენოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის კარი კვლავ ჩაგვეკეტება და ძალინ ბევრი წესიერი მოქალაქის ინტერესი დაზარალდება.

ევროკავშირი ქართული ტრადიციების უგულვებელყოფას, ქვეყნის უკუსვლას ან სახელმწიფოს მშენებლობის დამუხრუჭებას არ ნიშნავს.

ამიტომ, თამამად და გულღიათ მივიღოთ ევროპა, რომელიც ადამიანისა და ადამიანურ ფასეულობებს, სწორ მოქალაქეობრივ ქცევას ეფუძნება.

რაც მთავარია, ევროპა ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს სწრაფად განვითარების საწინდარია.

დიდი მადლობა საქართველოს .

ყველა დროისა და დონის ხელისუფლებას, პრეზიდენტ შევარდნაძეს, პრეზიდენტ სააკაშვილს, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ ევროკავშირთან ამ დონის ურთიერთობის მისაღწევად ძალღონე არ დაიშურეს.

გილოცავთ!

აღსანიშნავია, რომ ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს