პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე
მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე

ამ სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებ კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე - ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვა­ზე. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. ერთი მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უნდა მარ­თოთ მო­ტი­ვა­ცი­ით, მე­ო­რე მო­საზ­რე­ბის მი­ხედ­ვით კი, შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უნდა გყავ­დეთ ში­შის ქვეშ. არ­სე­ბობს მე­სა­მე, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე კარ­გი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც: რო­დე­საც გუნ­დის ყვე­ლა წევ­რი იმ დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტი­ვა­ცი­ას თვი­თონ ახ­დე­ნენ და შენი, რო­გორც ხელ­მძღვა­ნე­ლის ამო­ცა­ნაა მო­ა­ხერ­ხო და რო­გორ­მე არ გა­ხა­დო ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი. მარ­თა­ლია იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში ესე­თი გუნ­დის "შეკ­ვრა" მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნი­ებ­ში მა­ინც, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი მე­ნე­ჯმენ­ტი პირ­ვე­ლი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე დგას.

და­ვი­წყოთ სა­უ­ბა­რი სტრე­სით მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ამ მე­თო­დის მიმ­დე­ვა­რი მე­ნე­ჯე­რე­ბის აზ­როვ­ნე­ბა ესე­თია - თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უნდა მუ­შა­ობ­დნენ სტრეს­ში, მუდ­მი­ვად უნდა ეში­ნო­დეთ, რომ მათ მის­ცე­მენ საყ­ვე­დურს, და­ა­ჯა­რი­მე­ბენ, შე­უმ­ცი­რე­ბენ ხელ­ფასს ან უბ­რა­ლოდ გა­უშ­ვე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს ასე­თი გან­წყო­ბით, ის უფრო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია საქ­მე­ზე და არ ფიქ­რობს სხვა რა­მე­ზე გარ­და შე­დე­გი­სა, რომ­ლის მი­უღ­წევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტარ­დე­ბა ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სან­ქცი­ე­ბი. ამას­თან, ასეთ დროს ხელ­მძღვა­ნე­ლი სარ­გებ­ლობს უფრო მეტი ავ­ტო­რი­ტე­ტით, თუმ­ცა ჩემი აზ­რით ადა­მი­ანს პა­ტივს უნდა სცემ­დნენ არა თა­ნამ­დე­ბო­ბის, არა­მედ მისი პი­როვ­ნე­ბის გამო. პი­რა­დად მი­მუ­შა­ვია ასეთ გა­რე­მო­ში და გე­ტყვით, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. არა­ფე­რი არ ამ­ცი­რებს ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ცი­ას ისე, რო­გორც ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი მიდ­გო­მა, სტრე­სი და და­ძა­ბუ­ლო­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათი გუნ­დუ­რო­ბა, მო­ტი­ვა­ცია და რა თქმა უნდა, ენ­თუ­ზი­აზ­მი.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა მა­გა­რია ისეთ გუნდთან მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მოგ­ყვე­ბა, დგას შენს გვერ­დში და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მი­აღ­წი­ოთ და­სა­ხულ მი­ზანს. პი­რა­დად ჩემი მო­საზ­რე­ბით, კომ­პა­ნია და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი და არა და­ში­ნე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მათ უფრო ეფექ­ტუ­რად შე­ას­რუ­ლონ მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. მარ­თა­ლია ზე­მო­თაღ­წე­რი­ლი მიდ­გო­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უფ­როსს არ უყუ­რე­ბენ, რო­გორც რა­ღაც "სა­ოც­რე­ბას", არა­მედ აქვთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ კარგ ადა­მი­ან­თან (სა­ერ­თოდ რა სა­ჭი­როა ქედ­მაღ­ლო­ბა). რა არის მო­ტი­ვა­ცია? - ის ყვე­ლა­ფე­რია კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის. რო­გორც კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა, თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს უნდა შე­უქ­მნათ იდე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო. პირ­ველ რიგ­ში, ეს მე­ნე­ჯმენ­ტის ზო­გად წე­სებ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე არის უბ­რა­ლოდ შიდა გა­რე­მო. გი­სურ­ვებთ, რომ ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გყავ­დეთ. მათი დახ­მა­რე­ბით თქვე­ნი გუნ­დი უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლებს და­ი­პყრობს.

წაკი­თხეთ მეტი: www.davidkenchadze.com

მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე

მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე

ამ სტატიაში ვისაუბრებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ადამიანების მართვაზე. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი მოსაზრების თანახმად, თანამშრომლები უნდა მართოთ მოტივაციით, მეორე მოსაზრების მიხედვით კი, შედეგების მისაღწევად თანამშრომლები უნდა გყავდეთ შიშის ქვეშ. არსებობს მესამე, ალბათ ყველაზე კარგი ალტერნატივაც: როდესაც გუნდის ყველა წევრი იმ დონის პროფესიონალია, რომ ისინი საკუთარი თავის მოტივაციას თვითონ ახდენენ და შენი, როგორც ხელმძღვანელის ამოცანაა მოახერხო და როგორმე არ გახადო ეს ადამიანები დემოტივირებულები. მართალია იშვიათად, მაგრამ პრაქტიკაში ესეთი გუნდის "შეკვრა" მაინც შესაძლებელია მცირე ზომის კომპანიებში მაინც, სხვა შემთხვევაში კი მენეჯმენტი პირველი ორი ალტერნატივის წინაშე დგას.

დავიწყოთ საუბარი სტრესით მმართველობის შესახებ, ამ მეთოდის მიმდევარი მენეჯერების აზროვნება ესეთია - თანამშრომლები უნდა მუშაობდნენ სტრესში, მუდმივად უნდა ეშინოდეთ, რომ მათ მისცემენ საყვედურს, დააჯარიმებენ, შეუმცირებენ ხელფასს ან უბრალოდ გაუშვებენ სამსახურიდან. როდესაც ადამიანი მუშაობს ასეთი განწყობით, ის უფრო ფოკუსირებულია საქმეზე და არ ფიქრობს სხვა რამეზე გარდა შედეგისა, რომლის მიუღწევლობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გატარდება ზემოთ აღწერილი სანქციები. ამასთან, ასეთ დროს ხელმძღვანელი სარგებლობს უფრო მეტი ავტორიტეტით, თუმცა ჩემი აზრით ადამიანს პატივს უნდა სცემდნენ არა თანამდებობის, არამედ მისი პიროვნების გამო. პირადად მიმუშავია ასეთ გარემოში და გეტყვით, რომ ეს საშინელებაა. არაფერი არ ამცირებს ადამიანის მოტივაციას ისე, როგორც ზემოთ აღწერილი მიდგომა, სტრესი და დაძაბულობა. გახსოვდეთ, რომ კომპანიის წარმატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომლები, მათი გუნდურობა, მოტივაცია და რა თქმა უნდა, ენთუზიაზმი.

თანამშრომლების მოტივაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატების მისაღწევად. წარმოიდგინეთ რა მაგარია ისეთ გუნდთან მუშაობა, რომელიც ბოლომდე მოგყვება, დგას შენს გვერდში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. პირადად ჩემი მოსაზრებით, კომპანია და თანამშრომლები უნდა იყვნენ მოტივირებულნი და არა დაშინებული იმისათვის, რომ მათ უფრო ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები. მართალია ზემოთაღწერილი მიდგომის საწინააღმდეგოდ ასეთ შემთხვევაში უფროსს არ უყურებენ, როგორც რაღაც "საოცრებას", არამედ აქვთ მასთან ურთიერთობა, როგორც ჩვეულებრივ კარგ ადამიანთან (საერთოდ რა საჭიროა ქედმაღლობა). რა არის მოტივაცია? - ის ყველაფერია კომპანიისათვის. როგორც კარგმა მენეჯერმა, თქვენს თანამშრომლებს უნდა შეუქმნათ იდეალური სამუშაო გარემო. პირველ რიგში, ეს მენეჯმენტის ზოგად წესებთან არის ასოცირებული, ხოლო მეორე ეტაპზე არის უბრალოდ შიდა გარემო. გისურვებთ, რომ ყველას მაქსიმალურად მოტივირებული თანამშრომლები გყავდეთ. მათი დახმარებით თქვენი გუნდი უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს.

წაკითხეთ მეტი: www.davidkenchadze.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია