მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკის ადვოკატი" ანუ პოლიტიკური ეგზორციზმი ქართულად
"ეშმაკის ადვოკატი" ანუ პოლიტიკური ეგზორციზმი ქართულად

აფ­რი­კის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იქა­უ­რი შა­მა­ნე­ბი რი­ტუ­ა­ლებს ატა­რე­ბენ და დე­პუ­ტა­ტებს ცე­ცხლზე ახ­ტუ­ნა­ვე­ბენ, რათა მათ­გან გან­დევ­ნონ კო­რუფ­ცი­ი­სა და ბნე­ლი აზ­რე­ბის დე­მო­ნე­ბი. თუ არ გა­მო­უ­ვი­დათ, ყვე­ლა­ფე­რი ბრალ­დე­ბა შა­მა­ნე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას ან დე­მო­ნე­ბის სიძ­ლი­ე­რეს.

და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ეგ­ზორ­ციზ­მი მო­და­ში არ არის და იქ სხვა მე­თო­დე­ბი აქვთ. კერ­ძოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სიას სკურ­პუ­ლო­ზუ­რად ად­გე­ნენ, რათა მო­მა­ვა­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა თუ დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რებ­მა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი არ გა­მო­იწ­ვი­ოს, რა­საც შე­საძ­ლოა, მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­დაყ­ვეს. მათ იცი­ან, რომ მე­დია ადრე თუ გვი­ან ამო­ქე­ქავს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი­სა თუ მი­ნის­ტრე­ბის "საგ­მი­რო საქ­მე­ებს". თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის - თა­ვად ასე­თი ხალ­ხი ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, რათა მათი მშვი­დი ცხოვ­რე­ბა არ და­არ­ღვი­ოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­ში სი­ა­რულ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ბევ­რი რამ უკუღ­მაა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ლი. სულო ცოდ­ვი­ლო, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ პაბ­ლო ეს­კო­ბარს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რომ ეცხოვ­რა, სულ მცი­რე რო­მე­ლი­მე ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და და მო­რალ­საც წა­ი­კი­თხავ­და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ხრწნი­ან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი.

გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ლი ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა თა­ვის დრო­ზე მა­მალ­მა კო­მუ­ნის­ტებ­მა სან­თლე­ბით ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყეს ქა­და­გე­ბა. ან ის, რომ იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პარ­ტი­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებ­ში, დღეს ვინც პრო­რუ­სუ­ლო­ბას "აწ­ვე­ბა", აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს "პატ­რი­ო­ტიზ­მი", "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" ან "დე­მოკ­რა­ტია", როცა პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ­ცერ­თი უნდა, არც მე­ო­რე და არც მე­სა­მე. ამ ლო­გი­კით შე­საძ­ლოა, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" მო­ი­სურ­ვოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ კო­ა­ლი­ცი­ას­თან შე­ერ­თე­ბა. ისეთ "წვრილ­მა­ნებ­ზე" აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, რო­გო­რი­ცაა ის, რომ მა­გა­ლი­თად ბაჩო ახა­ლა­ია წუხს პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბებ­ზე ან გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის მო­სა­მარ­თლეს "მო­სა­მარ­თლე­თა მო­სა­მარ­თლე­ო­ბა" სურს.

პო­ლი­ტი­კურ მო­რალ-ამო­რა­ლუ­რო­ბის სა­კი­თხი კარ­გად წარ­მო­ჩინ­და ე.წ. შე­წყა­ლე­ბის სკან­დალ­ში, რო­მე­ლიც მრა­ვალშრი­ან ტა­ლახს და­ემ­სგავ­სა - რაც უფრო ქე­ქავ, მით უფრო ეფ­ლო­ბი არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლე­ბა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად და­დას­ტურ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეჭვი გამ­ყარ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ ( ჯერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით, შემ­დეგ კი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში საქ­მის ჩა­წყო­ბით). ეკა ბე­სე­ლია დუმს, სა­მა­გი­ე­როდ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს - დიახ, ვი­თხოვ­დი შე­წყა­ლე­ბას, რად­გან 2011 წელს ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი და მათ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარო.

ხაზს ვუს­ვამ - საქ­მე ეხე­ბა არა რი­გით დე­პუ­ტა­ტებს, არა­მედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერს ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რან­გით მე­ო­თხე პირს. და ეს რან­გით მე­ო­თხე პირი ადას­ტუ­რებს, რომ ნარ­კოტ­რა­ფი­კი­ო­რო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და და ამას არც მა­ლავს. ეკა ბე­სე­ლი­ას დუ­მი­ლი კი ასე­ვე და­მა­ტე­ბით ეჭ­ვებს აღ­ძრავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კარ­გით, ვთქვათ, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს­თან ტყუ­ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შსს, რო­მელ­მაც "ფრთი­ან ან­გე­ლო­ზებს" ყვე­ლა­ფე­რი მო­უ­წყო (ისე, ჩვენს შო­რის დარ­ჩეს და თუ ადა­მი­ა­ნის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბა გინ­და, ამის ათას ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს). თუმ­ცა ალ­ბათ, მი­ნი­მუმ ერ­ნეს­ტო ჩე გე­ვა­რა უნდა იყო, რომ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის კო­კა­ი­ნი და ლა­მის ერთი რა­ი­ო­ნის ბი­უ­ჯე­ტის ფული ჩა­გი­დონ, შემ­დეგ კი შენს მე­გო­ბარ ქალ­თან და­ამ­ყა­რონ თე­ლე­პა­ტი­უ­რი კავ­ში­რი და ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბის წინ დი­ა­ლო­გი გა­ა­მარ­თი­ნონ ქი­ლე­რის ეგი­დით შეგ­ზავ­ნილ შსს-ს აგენ­ტთან - ამის და ამის მოკ­ვლა მინ­დაო.

კი მაგ­რამ, გა­მო­დის, რომ კო­ბა­ხი­ძეს­თან და ბე­სე­ლი­ას­თან ტყუ­ის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან ამო­ი­ღო, ინ­ტერ­პო­ლი, რო­მელ­საც ამ საქ­მის მთა­ვარ ფი­გუ­რანტზე ძებ­ნა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­მელ­მაც თა­ვი­დან არ აღ­ძრა საქ­მე, არ და­ა­კა­ვა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შსს-ს კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი და ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბად არ გა­მო­ა­ცხა­და. გა­მო­დის, რომ ტყუ­ის "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­აც", რო­მელ­საც არ მო­უ­თხო­ვია თა­ვი­სი ყო­ფი­ლი წევ­რის (ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი) გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის. თუმ­ცა, ეს ლო­გი­კუ­რი კი­თხვე­ბი ზო­გი­ერთს არ აღელ­ვებს - უყუ­რე­ბენ კა­მე­რას და მა­ყუ­რე­ბელს ან­გე­ლო­ზის სა­ხი­თა და ღი­მი­ლით ეუბ­ნე­ბი­ან - დიახ, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი შე­სა­წყა­ლებ­ლე­ბი არი­ან, სკან­და­ლის უკან კი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას.

ზო­გა­დად, ად­ვო­კა­ტო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა - ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოს ნარ­კო­ბა­რო­ნის, ტე­რო­რის­ტის, მკვლე­ლის თუ ეშ­მა­კის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. არა­ვინ გე­ხე­ბა. თუმ­ცა ალ­ბათ, თა­ვად უნდა გე­ყოს იმის შეგ­ნე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ მოხ­ვი­დე და თა­ნამ­დე­ბო­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბის­თვის და ან­გე­ლო­ზის ღი­მი­ლით მო­რა­ლი არ იკი­თხო. თუმ­ცა პირ­ველ რიგ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა აი­რი­დონ თა­ვი­დან თა­ვი­ანთ გუნდში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა. ეს პირ­ველ რიგ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, რად­გან ასე­თი სკან­და­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღი­ზი­ან­დე­ბა არა კონ­კრე­ტულ დე­პუ­ტა­ტებ­ზე, არა­მედ მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც არ­ჩევ­ნე­ბი კარ­ზე მოს­დგო­მია. მოკ­ლედ, გა­მო­სა­ვა­ლი ორია - ან უნდა მო­ვიწ­ვი­ოთ აფ­რი­კე­ლი შა­მა­ნე­ბი (კი­დევ ერთი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­აა თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა) ან წამ­ყვან­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა ჩა­ი­ტა­რონ თვი­თეგ­ზორ­ციზ­მი: 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მა­ინც გან­დევ­ნონ თა­ვი­ან­თი რი­გე­ბი­დან (სი­ი­დან) ის ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც მო­სი­ა­რუ­ლე "პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლე­ბი" არი­ან. თუ არა­და, ერთხე­ლაც წი­თე­ლი აენ­თე­ბათ და მერე მი­თი­ურ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტრი­გებს და გლო­ბა­ლურ ფაქ­ტო­რებს აღარ და­აბ­რა­ლონ.

P.S. ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ად­ვო­კატ­მა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­რე­ჯოს შუ­ა­ლე­დურ მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და... არა, პო­ლი­ტი­კუ­რი ეგ­ზორ­ციზ­მი უკვე უკი­დუ­რეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეშმაკის ადვოკატი" ანუ პოლიტიკური ეგზორციზმი ქართულად

"ეშმაკის ადვოკატი" ანუ პოლიტიკური ეგზორციზმი ქართულად

აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქაური შამანები რიტუალებს ატარებენ და დეპუტატებს ცეცხლზე ახტუნავებენ, რათა მათგან განდევნონ კორუფციისა და ბნელი აზრების დემონები. თუ არ გამოუვიდათ, ყველაფერი ბრალდება შამანების არაკომპეტენტურობას ან დემონების სიძლიერეს.

დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკური ეგზორციზმი მოდაში არ არის და იქ სხვა მეთოდები აქვთ. კერძოდ, პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო სიას სკურპულოზურად ადგენენ, რათა მომავალი კონგრესმენებისა თუ დეპუტატების საეჭვო კავშირებმა ქვეყანაში პოლიტიკური სკანდალი არ გამოიწვიოს, რასაც შესაძლოა, მთელი ხელისუფლებაც გადაყვეს. მათ იციან, რომ მედია ადრე თუ გვიან ამოქექავს პარლამენტის წევრებისა თუ მინისტრების "საგმირო საქმეებს". თუმცა მთავარი ის არის - თავად ასეთი ხალხი ერიდება პოლიტიკაში წასვლას, რათა მათი მშვიდი ცხოვრება არ დაარღვიოს საგამოძიებო უწყებებში სიარულმა.

საქართველოში კი ბევრი რამ უკუღმაა, მათ შორის პოლიტიკური მორალი. სულო ცოდვილო, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პაბლო ესკობარს ჩვენს ქვეყანაში რომ ეცხოვრა, სულ მცირე რომელიმე ანტინარკოტიკული საბჭოს ხელმძღვანელი იქნებოდა და მორალსაც წაიკითხავდა იმის შესახებ, თუ როგორ ხრწნიან ახალგაზრდა თაობას ნარკობარონები.

გაუკუღმართებული პოლიტიკური მორალი ტრადიციად გვექცა ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა თავის დროზე მამალმა კომუნისტებმა სანთლებით ხელში საქართველოს დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ქადაგება. ან ის, რომ იმ პოლიტიკოსების პარტიების სახელწოდებებში, დღეს ვინც პრორუსულობას "აწვება", აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს "პატრიოტიზმი", "ერთიანი საქართველო" ან "დემოკრატია", როცა პუტინს საქართველოსთვის არცერთი უნდა, არც მეორე და არც მესამე. ამ ლოგიკით შესაძლოა, "ისლამურმა სახელმწიფომ" მოისურვოს ანტიტერორისტულ კოალიციასთან შეერთება. ისეთ "წვრილმანებზე" აღარაფერს ვიტყვი, როგორიცაა ის, რომ მაგალითად ბაჩო ახალაია წუხს პატიმართა უფლებებზე ან გირგვლიანის საქმის მოსამართლეს "მოსამართლეთა მოსამართლეობა" სურს.

პოლიტიკურ მორალ-ამორალურობის საკითხი კარგად წარმოჩინდა ე.წ. შეწყალების სკანდალში, რომელიც მრავალშრიან ტალახს დაემსგავსა - რაც უფრო ქექავ, მით უფრო ეფლობი არც თუ სასიამოვნო სურნელებაში. ფაქტობრივად დადასტურდა და საზოგადოების ეჭვი გამყარდა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრები ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების გათავისუფლებას ითხოვდნენ ( ჯერ პოლიტპატიმრის სტატუსით, შემდეგ კი შეწყალების კომისიაში საქმის ჩაწყობით). ეკა ბესელია დუმს, სამაგიეროდ მანანა კობახიძე აცხადებს - დიახ, ვითხოვდი შეწყალებას, რადგან 2011 წელს ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ვიყავი და მათ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარო.

ხაზს ვუსვამ - საქმე ეხება არა რიგით დეპუტატებს, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს ანუ ხელისუფლებაში რანგით მეოთხე პირს. და ეს რანგით მეოთხე პირი ადასტურებს, რომ ნარკოტრაფიკიორობისთვის გასამართლებულების გათავისუფლებას ითხოვდა და ამას არც მალავს. ეკა ბესელიას დუმილი კი ასევე დამატებით ეჭვებს აღძრავს საზოგადოებაში. კარგით, ვთქვათ, მანანა კობახიძესთან ტყუის წინა ხელისუფლების შსს, რომელმაც "ფრთიან ანგელოზებს" ყველაფერი მოუწყო (ისე, ჩვენს შორის დარჩეს და თუ ადამიანის უკანონოდ დაკავება გინდა, ამის ათას ერთი საშუალება არსებობს). თუმცა ალბათ, მინიმუმ ერნესტო ჩე გევარა უნდა იყო, რომ უზარმაზარი რაოდენობის კოკაინი და ლამის ერთი რაიონის ბიუჯეტის ფული ჩაგიდონ, შემდეგ კი შენს მეგობარ ქალთან დაამყარონ თელეპატიური კავშირი და ფარული კამერების წინ დიალოგი გაამართინონ ქილერის ეგიდით შეგზავნილ შსს-ს აგენტთან - ამის და ამის მოკვლა მინდაო.

კი მაგრამ, გამოდის, რომ კობახიძესთან და ბესელიასთან ტყუის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც ე.წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებულები პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღო, ინტერპოლი, რომელსაც ამ საქმის მთავარ ფიგურანტზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები და პროკურატურა, რომელმაც თავიდან არ აღძრა საქმე, არ დააკავა წინა ხელისუფლების შსს-ს კონკრეტული გამომძიებლები და ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები უკანონოდ დაკავებულებად არ გამოაცხადა. გამოდის, რომ ტყუის "რესპუბლიკური პარტიაც", რომელსაც არ მოუთხოვია თავისი ყოფილი წევრის (ნუგზარ ბოჭორიშვილი, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი) გათავისუფლება, როგორც უდანაშაულო ადამიანის. თუმცა, ეს ლოგიკური კითხვები ზოგიერთს არ აღელვებს - უყურებენ კამერას და მაყურებელს ანგელოზის სახითა და ღიმილით ეუბნებიან - დიახ, ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები შესაწყალებლები არიან, სკანდალის უკან კი პოლიტიკური ინტერესები დგას.

ზოგადად, ადვოკატობა რთული პროფესიაა - ზოგჯერ შეიძლება მოგიწიოს ნარკობარონის, ტერორისტის, მკვლელის თუ ეშმაკის ინტერესების დაცვა. არავინ გეხება. თუმცა ალბათ, თავად უნდა გეყოს იმის შეგნება, რომ პოლიტიკაში არ მოხვიდე და თანამდებობა არ გამოიყენო ზემოხსენებული კატეგორიის ადამიანების ინტერესების ლობირებისთვის და ანგელოზის ღიმილით მორალი არ იკითხო. თუმცა პირველ რიგში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აირიდონ თავიდან თავიანთ გუნდში ასეთი ადამიანების არსებობა. ეს პირველ რიგში პოლიტიკური ლიდერების ინტერესებშია, რადგან ასეთი სკანდალების შემხედვარე საზოგადოება ღიზიანდება არა კონკრეტულ დეპუტატებზე, არამედ მთელ ხელისუფლებაზე, რომელსაც არჩევნები კარზე მოსდგომია. მოკლედ, გამოსავალი ორია - ან უნდა მოვიწვიოთ აფრიკელი შამანები (კიდევ ერთი ეროვნული ტრადიციაა თავიანთ ქვეყნებში წარუმატებელი უცხოელი ექსპერტების მოწვევა) ან წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩაიტარონ თვითეგზორციზმი: 2016 წლის არჩევნებისთვის მაინც განდევნონ თავიანთი რიგებიდან (სიიდან) ის ხალხი, რომლებიც მოსიარულე "პოლიტიკური სკანდალები" არიან. თუ არადა, ერთხელაც წითელი აენთებათ და მერე მითიურ პოლიტიკურ ინტრიგებს და გლობალურ ფაქტორებს აღარ დააბრალონ.

P.S. ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების ამჟამინდელმა ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საგარეჯოს შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად განიხილებოდა... არა, პოლიტიკური ეგზორციზმი უკვე უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."