სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობს შეწყალების კომისია და რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას
როგორ მუშაობს შეწყალების კომისია და რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის­გან კონ­კრე­ტუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას ითხოვ­და, რა­შიც მათ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე, რო­მელ­ზეც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მას­ზე ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მეა. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ე.წ.კო­კა­ი­ნის საქ­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თა­ნა­ვე მისი პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში ჩას­მით შე­ე­ცა­და.

ე.წ. შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­კი­თხეს, მათ შო­რის შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ზვი­ად ქო­რი­ძე და ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, დე­პუ­ტა­ტე­ბი: მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გო­გა­ძე და სხვე­ბი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი და რო­მე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­წყა­ლე­ბას. შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ელე­ნე თევ­დო­რა­ძის თქმით, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოა, რო­მე­ლიც იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მუ­შა­ობს, რომ­ლებ­საც პრე­ზი­დენ­ტი ამ­ტკი­ცებს.

- ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან გრძელ სიას წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ძი­რი­თადს გე­ტყვით, მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ, თუ ადა­მი­ან­მა და­ნა­შა­უ­ლი პირ­ვე­ლად ჩა­ი­დი­ნა და მას მის­ჯი­ლი ჰქონ­და 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა, ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩვენ გვქონ­და უფ­ლე­ბა, რომ ერთი მე­სა­მე­დის მოხ­დის მერე გან­გვე­ხი­ლა მისი საქ­მე. ყვე­ლა პა­ტი­მარს უფ­ლე­ბა აქვს მი­მარ­თოს პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა კო­მი­სი­ას უფ­ლე­ბა აქვს პა­ტიმ­რის საქ­მე მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლოს. გარ­და ამა­სა, პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით მი­ი­ღოს რო­მე­ლი­მე პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რად­გან კონ­სტი­ტუ­ცია პრე­ზი­დენტს არ ზღუ­დავს, მას აქვს უფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მოს კო­მი­სია და ამ სა­კი­თხებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღოს.

- რო­მე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­წყა­ლე­ბას?

- ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თოს პრე­ზი­დენტს, შე­ზღუ­დუ­ლი არა­ვინ არ არის, უკვე მე­ო­რე სა­კი­თხია, რო­გორ მი­უდ­გე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის საქ­მეს ან კო­მი­სია, ან პრე­ზი­დენ­ტი, ეს უკვე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია. მე, რო­გორც თვამ­ჯდო­მა­რეს, მქონ­და ასე­თი პრინ­ცი­პი, თუ იყო მა­გა­ლი­თად მკვლე­ლო­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბა, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი ან ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა, ეს იყო ის ოთხი კრი­ტე­რი­უ­მი, რა­ზე­დაც მე რო­გორც თავ­მჯდო­მა­რე, კო­მი­სი­ას ვთა­ვა­ზობ­დი, რომ მათ­თვის უარი გვეთ­ქვა.

- თა­ვად შე­წყა­ლე­ბის პრო­ცე­სი რო­გო­რია, პა­ტი­მა­რი ვის მი­მარ­თავს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით?

- პა­ტი­მა­რი პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს, რო­მელ­საც ჰყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც იგ­ზავ­ნე­ბა შე­წყა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და ეს სამ­სა­ხუ­რი პრე­ზი­დენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ზა­დებს მა­სა­ლას კო­მი­სი­ა­ზე გა­სა­ტა­ნად. ყო­ველ­თვის დგე­ბო­და ორი სია - ერთი, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბის გვა­რე­ბი ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იყო ჩა­მო­წე­რი­ლი და შემ­დეგ სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მოჰ­ქონ­დათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მუხ­ლით იყო ის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. მე­ო­რე სიას ჩვენ ვე­ძახ­დით "უა­რე­ბის სიას" ანუ გან­ცხა­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, მაგ­რამ კო­მი­სია არ

გა­ნი­ხი­ლავს ამ სიას, ვი­ნა­ი­დან ამ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის­გან ღე­ბუ­ლობ­დნენ უარს.

იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნი პა­ტიმ­რის საქ­მე იყო სხდო­მა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი, სა­ა­თო­ბით ვის­ხე­დით და გვი­წევ­და მათი გან­ხილ­ვა. თუმ­ცა სა­ერ­თო შეკ­რე­ბამ­დე, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ცალ-ცალ­კე ვმუ­შა­ობ­დით ამ საქ­მე­ებ­ზე. ამის შემ­დეგ სა­ერ­თო შეკ­რე­ბა­ზე ყვე­ლას ჰქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თა­ვი­სი აზრი და კენ­ჭისყ­რით წყდე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის საქ­მე. რო­მე­ლი პა­ტი­მა­რიც მეტ ხმას მი­ი­ღებ­და, ის შე­დი­ო­და მე­სა­მე სი­ა­ში, ანუ ოქ­მში, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში პრე­ზი­დენ­ტი ან აწერ­და ხელს, ან რო­მე­ლი­ღა­ცა პა­ტი­მარს სი­ი­დან ამო­ი­ღებ­და და ა.შ.

- თქვენ დროს თუ იყო პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის სი­ა­ში შეყ­ვა­ნის სა­ნაც­ვლოდ თან­ხის შე­თა­ვა­ზე­ბა?

- კი, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვი­ღა­ცამ დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუ გა­და­იხ­დი­და ენ რა­დე­ნო­ბის თან­ხას, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ო­ცა­რი ციფ­რი არ მახ­სოვს. როცა ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ ვინ იყო ეს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენ ამას ვერ გე­ტყვით იმი­ტომ, რომ პა­ტი­მა­რი ცი­ხე­შია და შე­საძ­ლე­ბე­ლია მას საფრ­თხე და­მუქ­რე­ბო­და, ამის ში­შით გვა­რებს არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა ხში­რად ფულს ითხოვ­დნენ იმ პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ზე, რომ­ლე­ბიც ისე­დაც ჯდე­ბო­და კრი­ტე­რი­უ­მებ­ში.

- ანუ პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მათ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ცი­ხი­დან პა­ტიმ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ?

- არ აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ამას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო პრო­კუ­რა­ტუ­რაც, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზეც. რა თქმა უნდა, დე­პუ­ტა­ტებ­ზეც, მაგ­რამ გვარს არ მი­სა­ხე­ლებ­დნენ. მაგ­რამ ეს არას­დროს არ ყო­ფი­ლა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ ჩემ დროს არ­ცერ­თი კო­მი­სი­ის წევ­რი ამას არ გა­ა­კე­თებ­და, რად­გან ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კენ­ჭისყ­რით ვღე­ბუ­ლობ­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სუფ­თე­ბი იყ­ვნენ, ხოლო რა ხდე­ბო­და ამის უკან, თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან ფაქტს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ გვა­რებს არ მი­სა­ხე­ლებ­დნენ.

- რო­მე­ლი­მე პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის სი­ა­ში შეყ­ვა­ნის სა­ნაც­ვლოდ თქვენ­თვის თან­ხა არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ამას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავ­და. სამი მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა მიც­ნობ­და და იცოდ­ნენ რო­გორ ვმუ­შა­ობ­დი, რას ვა­კე­თებ­დი და ამის გა­კე­თე­ბას ვე­რა­ვინ ვერ გა­ბე­დავ­და.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მოქ­მე­დი წევ­რის, ლია მუ­ხა­შავ­რი­ას თქმით, ახ­ლაც ისე­ვე მუ­შა­ობს კო­მი­სია, რო­გორც წინა წლებ­ში.

- პა­ტიმ­რებს იწყა­ლებს პრე­ზი­დენ­ტი, ჩვენ უბ­რა­ლოდ სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო ვართ და ვეხ­მა­რე­ბით პრე­ზი­დენტს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო იო­ლად მი­ი­ღოს. პა­ტი­მა­რი ჯერ შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს პრე­ზი­დენტს და მათი სია მო­დის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­ხი­ლავთ საქ­მე­ებს და კენ­ჭისყ­რით წყდე­ბა სა­კი­თხი. შე­წყა­ლე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, ყა­ჩა­ღო­ბა, უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბა და ა.შ. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წყდე­ბა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მუშაობს შეწყალების კომისია და რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას

როგორ მუშაობს შეწყალების კომისია და რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებებს საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული. გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

ე.წ. შეწყალების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დაკითხეს, მათ შორის შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი, დეპუტატები: მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვები.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია შეწყალების კომისიის მუშაობის პროცესი და რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, შეწყალების კომისია პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც იმ კრიტერიუმების საფუძველზე მუშაობს, რომლებსაც პრეზიდენტი ამტკიცებს.

- ეს კრიტერიუმები ძალიან გრძელ სიას წარმოადგენს, მაგრამ ძირითადს გეტყვით, მაგალითისთვის ავიღოთ, თუ ადამიანმა დანაშაული პირველად ჩაიდინა და მას მისჯილი ჰქონდა 5 წლამდე პატიმრობა, ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ გვქონდა უფლება, რომ ერთი მესამედის მოხდის მერე განგვეხილა მისი საქმე. ყველა პატიმარს უფლება აქვს მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე, თუმცა კომისიას უფლება აქვს პატიმრის საქმე მხოლოდ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე განიხილოს. გარდა ამასა, პრეზიდენტს შეუძლია კომისიის გვერდის ავლით მიიღოს რომელიმე პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილება. რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ზღუდავს, მას აქვს უფლება საერთოდ გააუქმოს კომისია და ამ საკითხებზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

- რომელი დანაშაული ექვემდებარება შეწყალებას?

- ყველას აქვს უფლება შეწყალების თხოვნით მიმართოს პრეზიდენტს, შეზღუდული არავინ არ არის, უკვე მეორე საკითხია, როგორ მიუდგება თითოეული პატიმრის საქმეს ან კომისია, ან პრეზიდენტი, ეს უკვე მსჯელობის საგანია. მე, როგორც თვამჯდომარეს, მქონდა ასეთი პრინციპი, თუ იყო მაგალითად მკვლელობა, ნარკოტიკების გასაღება, ადამიანის გატაცება, გაუპატიურების ფაქტი ან ქალზე ძალადობა, ეს იყო ის ოთხი კრიტერიუმი, რაზედაც მე როგორც თავმჯდომარე, კომისიას ვთავაზობდი, რომ მათთვის უარი გვეთქვა.

- თავად შეწყალების პროცესი როგორია, პატიმარი ვის მიმართავს შეწყალების თხოვნით?

- პატიმარი პრეზიდენტს მიმართავს, რომელსაც ჰყავს სპეციალური სამსახური, სადაც იგზავნება შეწყალების განცხადებები და ეს სამსახური პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ამზადებს მასალას კომისიაზე გასატანად. ყოველთვის დგებოდა ორი სია - ერთი, სადაც პატიმრების გვარები ამ კრიტერიუმების საფუძველზე იყო ჩამოწერილი და შემდეგ სხდომაზე განსახილველად გამოჰქონდათ, მიუხედავად იმისა, თუ რა მუხლით იყო ის გასამართლებული. მეორე სიას ჩვენ ვეძახდით "უარების სიას" ანუ განცხადება მიღებულია, მაგრამ კომისია არ

განიხილავს ამ სიას, ვინაიდან ამ სიაში შეყვანილი პატიმრები პრეზიდენტისგან ღებულობდნენ უარს.

იმის მიხედვით, თუ რამდენი პატიმრის საქმე იყო სხდომაზე გამოტანილი, საათობით ვისხედით და გვიწევდა მათი განხილვა. თუმცა საერთო შეკრებამდე, კომისიის წევრები ცალ-ცალკე ვმუშაობდით ამ საქმეებზე. ამის შემდეგ საერთო შეკრებაზე ყველას ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი აზრი და კენჭისყრით წყდებოდა თითოეული პატიმრის საქმე. რომელი პატიმარიც მეტ ხმას მიიღებდა, ის შედიოდა მესამე სიაში, ანუ ოქმში, რომელსაც შემდგომში პრეზიდენტი ან აწერდა ხელს, ან რომელიღაცა პატიმარს სიიდან ამოიღებდა და ა.შ.

- თქვენ დროს თუ იყო პატიმრის შეწყალების სიაში შეყვანის სანაცვლოდ თანხის შეთავაზება?

- კი, ჩემთან მოდიოდნენ პატიმრების ოჯახის წევრები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ვიღაცამ დახმარება შესთავაზა, თუ გადაიხდიდა ენ რადენობის თანხას, თუმცა რაიმე საოცარი ციფრი არ მახსოვს. როცა ვეკითხებოდი, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, რომელიც ფულის სანაცვლოდ დახმარებას დაჰპირდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პატიმარი ციხეშია და შესაძლებელია მას საფრთხე დამუქრებოდა, ამის შიშით გვარებს არ მეუბნებოდნენ. თუმცა ხშირად ფულს ითხოვდნენ იმ პატიმრების საქმეზე, რომლებიც ისედაც ჯდებოდა კრიტერიუმებში.

- ანუ პატიმრის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსები მათ თანხის სანაცვლოდ ციხიდან პატიმრების გამოყვანას ჰპირდებოდნენ?

- არ აკონკრეტებდნენ, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკოსები ჰპირდებოდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო პროკურატურაც, მეუბნებოდნენ ციხის თანამშრომლებზეც. რა თქმა უნდა, დეპუტატებზეც, მაგრამ გვარს არ მისახელებდნენ. მაგრამ ეს არასდროს არ ყოფილა შეწყალების კომისიის წევრი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემ დროს არცერთი კომისიის წევრი ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ გადაწყვეტილებას კენჭისყრით ვღებულობდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ კომისიის წევრები სუფთები იყვნენ, ხოლო რა ხდებოდა ამის უკან, თქმა გამიჭირდება, რადგან ფაქტს მეუბნებოდნენ, მაგრამ გვარებს არ მისახელებდნენ.

- რომელიმე პატიმრის შეწყალების სიაში შეყვანის სანაცვლოდ თქვენთვის თანხა არ შემოუთავაზებია?

- თქვენ წარმოიდგინეთ და ამას ვერავინ გაბედავდა. სამი მოწვევის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, აქედან გამომდინარე, ყველა მიცნობდა და იცოდნენ როგორ ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი და ამის გაკეთებას ვერავინ ვერ გაბედავდა.

შეწყალების კომისიის მოქმედი წევრის, ლია მუხაშავრიას თქმით, ახლაც ისევე მუშაობს კომისია, როგორც წინა წლებში.

- პატიმრებს იწყალებს პრეზიდენტი, ჩვენ უბრალოდ სათათბირო ორგანო ვართ და ვეხმარებით პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება უფრო იოლად მიიღოს. პატიმარი ჯერ შეწყალების თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს და მათი სია მოდის კომისიის სხდომაზე, სადაც ერთობლივად განვიხილავთ საქმეებს და კენჭისყრით წყდება საკითხი. შეწყალებას არ ექვემდებარება ძალადობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, უმძიმესი მკვლელობები, ნარკოტიკების გასაღება და ა.შ. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ