მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"
"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

"შე­წყა­ლე­ბის საქ­მის" სკან­და­ლი კვი­რა­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა მხო­ლოდ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რობს, საქ­მე­ში მა­ინც პა­სუხზე მეტი კი­თხვაა. არის ერთი თე­მაც, რო­მე­ლიც შე­წყა­ლე­ბის ტყუ­ილ-მარ­თლის მიღ­მა არა­ვინ შე­იმ­ჩნია - ე.წ კო­კა­ი­ნის საქ­მე­ში ამო­ღე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი. ამის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია და პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი გა­ზეთ "ვერ­სი­ას" "კო­კა­ი­ნის საქ­მის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ მი­ა­წო­და, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ "შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე" 5-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვა მო­უ­წყო. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "ვერ­სი­ამ" მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს­თან ჩა­წე­რა:

- რო­გორც 2010 წელს ე. წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მენ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გვი­ამ­ბეთ, რა მოხ­და მა­შინ და რა­ტომ მი­გაჩ­ნი­ათ ეს საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად, როცა საქ­მის პი­რობ­თი სა­ხე­ლის გარ­და, ყურს ისიც ჭრის, რომ მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბა 200 კგ კო­კა­ი­ნის ამო­ღე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

- არც ერთი გრა­მი კო­კა­ი­ნი ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ ამო­უ­ღი­ათ. 220 კგ ნარ­კო­ტიკს ედა­ვე­ბოდ­ნენ ხალ­ხს და ერთი გრა­მი ვერ უპო­ვეს. მერე იცით, კო­კა­ი­ნი ვერ იშო­ვეს და ამ საქ­მის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს, მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს ჰე­რო­ი­ნი ჩა­უ­დეს. 9-ჯერ გა­ჩხრი­კეს მათი სახ­ლე­ბი, ვე­რა­ფე­რი ამო­ი­ღეს და ეტყო­ბა, 24-სა­ა­თი­ან "კა­იფ­ში" მყო­ფი დათა ახა­ლა­ია ცოტა გონს რომ მო­ვი­და, ვი­ღა­ცამ უთხრა, თქვე უპატ­რო­ნო­ე­ბო, კო­კა­ინ­ზე საქ­მე გაქვთ და ერთი გრა­მი არ­სად ჩანს, ხალ­ხი რას იტყვის, რას აკე­თებ­თო. ამის მერე, მე­ა­თე ჩხრე­კი­სას, მევ­ლუდ სვა­ნი­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის ძრავ­ში კო­კა­ი­ნი "აღ­მოჩ­ნდა". რო­გორც მახ­სოვს, აქე­დან სუფ­თა კო­კა­ი­ნი, ჯამ­ში, 38 გრა­მი იყო. ეს სქე­მა, მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი­თა და ჯარ­თით ნარ­კო­ტი­კის გა­მოგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ კი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა.

სა­სა­მარ­თლო­ში, როცა ეს ოპერ­მუ­შა­კე­ბი მოწ­მე­ე­ბად მო­იყ­ვა­ნეს, ყვე­ლა­ფე­რი აე­რი­ათ და ზოგ­მა თქვა, კო­კა­ი­ნი ძრა­ვის ზე­მო­დან ამო­ვი­ღე­თო, ზოგ­მა- ქვე­მო­და­ნო. ვი­საც კო­კა­ი­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ახა­ლა­ი­ას­თვის უნდა ეკი­თხა. ამ მარ­თლა გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ­მა ნარ­კო­მან­მა ზე­პი­რად იცო­და, ვის სად ჰქონ­და, რამ­დე­ნი და რო­გო­რი. ამ დროს, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს შს სა­მი­ნის­ტრომ და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის­წე­რეს, ნული გრა­მი კო­კა­ი­ნი ვი­პო­ვე­თო. იქ მე­რა­ბიშ­ვილ­მა თა­მა­მად და­წე­რა, ვერც ერთი გრა­მი ნარ­კო­ტი­კი ვერ ამო­ვი­ღე­თო, აქ კი ხალ­ხს "აბო­ლებ­დნენ", "კო­კა­ი­ნის საქ­მე" გავ­ხეთ­ქე­თო. კახა სვა­ნა­ძე, მოწ­მე, რო­მელ­მაც ენით აუ­წე­რე­ლი წა­მე­ბა გა­და­ი­ტა­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ 1 კვი­რა რომ შიმ­ში­ლობ­და, ჩვე­ნე­ბა მინ­და მოგ­ცე­თო, ადა­მი­ა­ნად არ ით­ვლე­ბო­და და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ერთი გან­ცხა­დე­ბის გამო რა­ტომ და­იქ­ცა ქვე­ყა­ნა? ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის "შე­სა­წყა­ლებ­ლად" ე. წ. ფუ­ლის გა­დამ­ხდე­ლის ვი­ნა­ო­ბაც დრო­ზე უნდა და­სა­ხელ­დეს - ჩვე­ნი მხა­რე, ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, თა­ვად ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ამ­ბო­ბენ, რომ ფული არა­ვის გა­და­უხ­დია ბუ­ნე­ბა­ში და ჩვენც გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, ვი­ნაა ის გა­დამ­ხდე­ლი, ბილ გე­ით­სი?

- იქ­ნებ, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" შაქ­რო კა­ლა­შო­ვი? საქ­მე­ში კა­ლა­შო­ვიც ჩანს, რო­მე­ლიც თურ­მე, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას თენ­გიზ გურ­ჩი­ანს სთხოვ­და. ბო­ჭო­რიშ­ვილს კა­ლა­შოვ­თან რა­ი­მე ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თუ არა და რო­გორ გაჩ­ნდა "კო­კა­ი­ნის საქ­მე­ში" მისი სა­ხე­ლი?

- საქ­მე­ში კა­ლა­შოვ­ზე ერთი ფრა­ზა წე­რია - და­რე­კა კა­ლა­შოვ­მა და თენ­გიზ გურ­ჩი­ანს უთხრა, და­ეხ­მა­რე ბო­ჭო­რიშ­ვილ­სო. მერე ამით, რა? კა­ლა­შო­ვი სხვა­გან სა­ერ­თოდ არ­სად ჩანს ამ საქ­მე­ში, ერთი სი­ტყვაც არაა ნახ­სე­ნე­ბი. რო­გორც კო­კა­ი­ნი არაა ამ საქ­მე­ში, ისე არაა კა­ლა­შო­ვიც, უბ­რა­ლოდ, მერე კო­კა­ი­ნი ჩა­უ­დეს მა­ინც და კა­ლა­შო­ვი ვერა. იმ აგენ­ტებ­საც კი, ვინც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მე­ე­ბად და­კი­თხა, ვერ ათ­ქმე­ვი­ნა, რომ ბო­ჭო­რიშ­ვილს კა­ლა­შოვ­თან რამე აკავ­ში­რებ­და. სა­ერ­თოდ, არც იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს, ნა­ნა­ხიც კი არ ჰყავთ. კი­დევ უფრო სა­სა­ცი­ლოა ბრალ­დე­ბა, რომ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის "სი­ა­ში ჩა­სას­მე­ლი" ფული სო­ზარ სუ­ბა­რი­სა და თემო გურ­ჩი­ა­ნის გავ­ლით მი­ვი­და ბე­სე­ლი­ამ­დე. ვინც ამას ამ­ბობს, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ და არ ეს­მის სი­ტუ­ა­ცია - ეს პი­რა­დი თე­მაა, გურ­ჩი­ან­სა და ბო­ჭო­რიშ­ვილს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნი­ათ, მით უმე­ტეს, ისე­თი, ბო­ჭო­რიშ­ვილს გურ­ჩი­ა­ნის­თვის ფული გა­ე­ტა­ნე­ბი­ნა. პირ­და­პირ ასე და­წე­რეთ: ამ სქე­მას, დე­ბი­ლის გარ­და, ვე­რა­ვინ მო­ი­გო­ნებ­და და გონ­ზე არ არი­ან, რას ამ­ბო­ბენ!

- ახლა ის მი­თხა­რით, ამ საქ­მეს რა კავ­ში­რი აქვს პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რო­ბა­სა და დევ­ნი­ლო­ბას­თან. რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და და­ნა­რა­ჩე­ნი 4 კა­ცის მი­მართ, ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც ეს ე. წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე აღიძ­რა და რა შუ­ა­შია პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბას­თან ის ფაქ­ტი, რომ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი 2008 წლამ­დე რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი იყო?

- საქ­მის მა­სა­ლებ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ გა­ცე­მუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ვნა­ხე, რომ ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო და სა­წევ­რო­საც იხ­დი­და. პი­რა­დად ნუგ­ზა­რის­გან ვიცი, რომ სა­წევ­როს გარ­და, ის მათ დიდ დარ­ბაზს აძ­ლევ­და, სა­დაც სხდო­მებ­სა და ყრი­ლო­ბებს მარ­თავ­დნენ. ასე­ვე, ეხ­მა­რე­ბო­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და თუ არ ვცდე­ბი, რამ­დენ­ჯერ­მე, დაც­ვის წევ­რე­ბიც გა­მო­უ­ყო, რომ მი­შას დროს, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი და­ცუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ის არ ყო­ფი­ლა. შე­იძ­ლე­ბა, მას­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც იყო, არც ამას გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა მის გვარს მხა­რი არ და­უ­ჭი­რა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა და ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი პო­ლიტ­დენ­ვი­ლე­ბის სი­ა­ში ვერ შე­ვი­და. ძა­ლი­ან მოკ­ლედ გე­ტყვით, სად ჩანს მის საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი: მას ცხრა­ჯერ და­უ­ძა­ხეს კუდ-სა და სოდ-ში, ამ­დე­ნი და იმ­დე­ნი გა­და­ი­ხა­დე, მან­ქა­ნე­ბი გვი­ყი­დეო და ა.შ. ამო­უ­ვი­და კაცს ყელ­ში, თეთ­რის გა­დამ­ხდე­ლი აღარ ვარ, თავი და­მა­ნე­ბე­თო, იმათ კი "შე­უს­რუ­ლეს". სხვა რა ინ­ტე­რე­სი უნდა ჰქო­ნო­დათ, თუ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ასე გა­ა­უ­ბე­დუ­რეს? ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ისეთ რა­ღა­ცას მოგ­წევთ, გა­ჩე­ნის დღეს გა­ნა­ნებ­თო და ასეც მო­იქ­ცნენ. ესაა და ეს.

- რო­მე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გვა­რე­ბი ფი­გუ­რი­რებ­და ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ დათა ახა­ლა­ი­ა­სა და სოსო თო­ფუ­რი­ძის გარ­და და კი­დევ ერთი, რა­ზეც დღეს, რა­ტომ­ღაც, არა­ვინ სა­უბ­რობს - ჩხრე­კი­სას, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი 2 მლნ ევრო სად გაქ­რა?

- რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, ამ საქ­მე­ში დათა ახა­ლა­ია და სოსო თო­ფუ­რი­ძე იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ გა­ა­ფორ­მა, რომ კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე, ად­გილ­ზე, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სოფ­ლის სახ­ლი­დან ამო­ი­ღეს 1 685 000 ევრო, 15 000 ევრო კი ად­გილ­ზე და­რიგ­და, იმ ოპერ­მუ­შა­კებს მის­ცეს, ვინც წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და - და­ნარ­ჩე­ნი წა­მო­ი­ღეს. მე მივ­ყვე­ბი ამ თან­ხის კვალს, რად­გან პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი წე­სია - როცა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით თან­ხას ამო­ი­ღებ, იგი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა გა­ნა­თავ­სო. მივ­წე­რე ეროვ­ნულ ბანკსაც, ხა­ზი­ნა­საც და მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ არც ერთ მათ­გან­ში ეს თან­ხა არ გან­თავ­სე­ბუ­ლა. ანუ, ეს ფული ვი­ღა­ცის კა­ბი­ნეტ­ში იდო, ეს "ვი­ღაც" კი დათა ახა­ლა­ი­აა. ეს მა­სა­ლე­ბი გა­და­ვუგ­ზავ­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რას და ძი­ე­ბა და­ი­წყო - აღ­მოჩ­ნდა, რომ 700 000 ევრო არ არის ად­გილ­ზე - მი­ლი­ო­ნი კი ად­გილ­ზეა.

- ეგ "ად­გი­ლი" სად არის?

- არ ვიცი.

- არ ვი­ცით, სად არის მი­ლი­ო­ნი, მაგ­რამ ვი­ცით, რომ 700 000 ევრო ახა­ლა­ი­ას აქვს?

- დიახ, ზუს­ტად ვიცი, დათა ახა­ლა­ი­ამ წა­ი­ღო ეგ ფული, რომ­ლი­თაც აგენ­ტებს იბი­რებ­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია კუ­დის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან მაქვს.

- რა ეტაპ­ზეა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორც გა­მო­დის, რომ გაქვთ დო­კუ­მენ­ტე­ბი ბან­კე­ბი­დან, ახა­ლა­ია კი ქვეყ­ნის გა­რე­თაა ფუ­ლით. რას აკე­თებს ამ დროს მას­თან ერთხელ უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა?

- ამ თე­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ერ­თხელ მივ­წე­რე, გა­მა­გე­ბი­ნეთ, საქ­მე რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს-მეთ­ქი და თა­ვი­დან მარ­ტი­ვად მო­მი­შო­რეს - შენ მხა­რე არ ხარ, არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი გაქვს და საქ­მის კურ­სში ვერ ჩა­გა­ყე­ნე­ბო. ასე წა­ი­ღო ახა­ლა­ი­ამ ბედ­ნი­ე­რად ეს ფული და კა­ციშ­ვილ­მა არ მო­ი­კი­თხა. თუ ამ რო­მე­ლი­მე საქ­მეს რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყვა, პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ დავ­ზო­გავ - რა­საც ვი­ზამ, გა­მოჩ­ნდე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლად, ვე­რა­ფერ­საც ვერ ვი­ზამ ამ ფუ­ლის და­კარ­გვის საქ­მე­ზე, რად­გან მხა­რე მარ­თლა არ ვარ.

- პრო­კუ­რა­ტუ­რა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად უნდა იყოს ამ საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

- ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პი­რის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სჩა­დის. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლა­ია ცუდ დღე­შია. თუ დად­გინ­და, რომ ეს ფული ბო­ჭო­რიშ­ვილს უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­არ­თვეს, ე. ი. ახა­ლა­ი­ამ მას თან­ხა პი­რა­დად "აა­ხია," ხოლო თუ სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­მო­არ­თვეს, მა­შინ ეს თან­ხა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი გა­მო­დის, დათა ახა­ლა­ი­ამ ბი­უ­ჯეტს 2 მლნ ევრო მო­პა­რა. მეც სწო­რედ ამ კი­თხვას ვსვამ - რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა და რას აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მე­ზე? არ მინ­და, ვინ­მეს ცილი დავ­წა­მო, მაგ­რამ არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, დღეს ამ სკან­და­ლის და­წყე­ბა­ში ახა­ლა­ი­ას ხე­ლიც ერი­ოს.

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ 10 მლნ გა­და­მი­ხა­დე და შენ მი­მართ შე­წყდე­ბა ყო­ველ­გვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა - ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვილ

"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

"კოკაინის საქმიდან" გამქრალი 1 700 000 ევრო: "წაიღო დათა ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა"

"შეწყალების საქმის" სკანდალი კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა მედიასაშუალება თუ პოლიტიკური ფიგურა მხოლოდ ამ საკითხზე საუბრობს, საქმეში მაინც პასუხზე მეტი კითხვაა. არის ერთი თემაც, რომელიც შეწყალების ტყუილ-მართლის მიღმა არავინ შეიმჩნია - ე.წ კოკაინის საქმეში ამოღებული დაახლოებით 2 მილიონი ევროს ასავალ-დასავალი. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია და პროკურატურისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილები გაზეთ "ვერსიას" "კოკაინის საქმის ერთ-ერთი მონაწილის,  ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ მიაწოდა, რომელსაც პროკურატურამ "შეწყალების საქმეზე" 5-საათიანი დაკითხვა მოუწყო. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც "ვერსიამ" მირიან ნიკოლაძესთან ჩაწერა:

- როგორც 2010 წელს ე. წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულებისა და ბიზნესმენ ბოჭორიშვილის ადვოკატმა, გვიამბეთ, რა მოხდა მაშინ და რატომ მიგაჩნიათ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად, როცა საქმის პირობთი სახელის გარდა, ყურს ისიც ჭრის, რომ მაშინ გამოძიება 200 კგ კოკაინის ამოღებაზე საუბრობდა.

- არც ერთი გრამი კოკაინი ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ ამოუღიათ. 220 კგ ნარკოტიკს ედავებოდნენ ხალხს და ერთი გრამი ვერ უპოვეს. მერე იცით, კოკაინი ვერ იშოვეს და ამ საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მევლუდ სვანიძეს ჰეროინი ჩაუდეს. 9-ჯერ გაჩხრიკეს მათი სახლები, ვერაფერი ამოიღეს და ეტყობა, 24-საათიან "კაიფში" მყოფი დათა ახალაია ცოტა გონს რომ მოვიდა, ვიღაცამ უთხრა, თქვე უპატრონოებო, კოკაინზე საქმე გაქვთ და ერთი გრამი არსად ჩანს, ხალხი რას იტყვის, რას აკეთებთო. ამის მერე, მეათე ჩხრეკისას, მევლუდ სვანიძის ავტომანქანის ძრავში კოკაინი "აღმოჩნდა". როგორც მახსოვს, აქედან სუფთა კოკაინი, ჯამში, 38 გრამი იყო. ეს სქემა, მანქანის ნაწილებითა და ჯართით ნარკოტიკის გამოგზავნის შესახებ კი აბსოლუტური სისულელეა.

სასამართლოში, როცა ეს ოპერმუშაკები მოწმეებად მოიყვანეს, ყველაფერი აერიათ და ზოგმა თქვა, კოკაინი ძრავის ზემოდან ამოვიღეთო, ზოგმა- ქვემოდანო. ვისაც კოკაინი აინტერესებდა, ახალაიასთვის უნდა ეკითხა. ამ მართლა გაუბედურებულმა ნარკომანმა ზეპირად იცოდა, ვის სად ჰქონდა, რამდენი და როგორი. ამ დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შს სამინისტრომ და ვანო მერაბიშვილმა ოფიციალურად მისწერეს, ნული გრამი კოკაინი ვიპოვეთო. იქ მერაბიშვილმა თამამად დაწერა, ვერც ერთი გრამი ნარკოტიკი ვერ ამოვიღეთო, აქ კი ხალხს "აბოლებდნენ", "კოკაინის საქმე" გავხეთქეთო. კახა სვანაძე, მოწმე, რომელმაც ენით აუწერელი წამება გადაიტანა, პროკურატურის წინ 1 კვირა რომ შიმშილობდა, ჩვენება მინდა მოგცეთო, ადამიანად არ ითვლებოდა და ალეკო ელისაშვილის ერთი განცხადების გამო რატომ დაიქცა ქვეყანა? ბოჭორიშვილის "შესაწყალებლად" ე. წ. ფულის გადამხდელის ვინაობაც დროზე უნდა დასახელდეს - ჩვენი მხარე, ზაუტაშვილი, თავად ბოჭორიშვილი ამბობენ, რომ ფული არავის გადაუხდია ბუნებაში და ჩვენც გაგვაგებინონ, ვინაა ის გადამხდელი, ბილ გეითსი?

- იქნებ, "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი? საქმეში კალაშოვიც ჩანს, რომელიც თურმე, ბოჭორიშვილის დახმარებას თენგიზ გურჩიანს სთხოვდა. ბოჭორიშვილს კალაშოვთან რაიმე ურთიერთობა აქვს თუ არა და როგორ გაჩნდა "კოკაინის საქმეში" მისი სახელი?

- საქმეში კალაშოვზე ერთი ფრაზა წერია - დარეკა კალაშოვმა და თენგიზ გურჩიანს უთხრა, დაეხმარე ბოჭორიშვილსო. მერე ამით, რა? კალაშოვი სხვაგან საერთოდ არსად ჩანს ამ საქმეში, ერთი სიტყვაც არაა ნახსენები. როგორც კოკაინი არაა ამ საქმეში, ისე არაა კალაშოვიც, უბრალოდ, მერე კოკაინი ჩაუდეს მაინც და კალაშოვი ვერა. იმ აგენტებსაც კი, ვინც პროკურატურამ მოწმეებად დაკითხა, ვერ ათქმევინა, რომ ბოჭორიშვილს კალაშოვთან რამე აკავშირებდა. საერთოდ, არც იცნობენ ერთმანეთს, ნანახიც კი არ ჰყავთ. კიდევ უფრო სასაცილოა ბრალდება, რომ ბოჭორიშვილის "სიაში ჩასასმელი" ფული სოზარ სუბარისა და თემო გურჩიანის გავლით მივიდა ბესელიამდე. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არაფერი იცის ამ ადამიანების შესახებ და არ ესმის სიტუაცია - ეს პირადი თემაა, გურჩიანსა და ბოჭორიშვილს კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, მით უმეტეს, ისეთი, ბოჭორიშვილს გურჩიანისთვის ფული გაეტანებინა. პირდაპირ ასე დაწერეთ: ამ სქემას, დებილის გარდა, ვერავინ მოიგონებდა და გონზე არ არიან, რას ამბობენ!

- ახლა ის მითხარით, ამ საქმეს რა კავშირი აქვს პოლიტიკურ პატიმრობასა და დევნილობასთან. რა ინტერესი ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას ნუგზარ ბოჭორიშვილისა და დანარაჩენი 4 კაცის მიმართ, ვის წინააღმდეგაც ეს ე. წ. კოკაინის საქმე აღიძრა და რა შუაშია პოლიტპატიმრობასთან ის ფაქტი, რომ ბოჭორიშვილი 2008 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო?

- საქმის მასალებში რესპუბლიკური პარტიის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა ვნახე, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი პარტიის წევრი იყო და საწევროსაც იხდიდა. პირადად ნუგზარისგან ვიცი, რომ საწევროს გარდა, ის მათ დიდ დარბაზს აძლევდა, სადაც სხდომებსა და ყრილობებს მართავდნენ. ასევე, ეხმარებოდა ავტომობილებით და თუ არ ვცდები, რამდენჯერმე, დაცვის წევრებიც გამოუყო, რომ მიშას დროს, ოპოზიციონერები დაცულები ყოფილიყვნენ. თუმცა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების მთავარი დამფინანსებელი ის არ ყოფილა. შეიძლება, მასზე ზეწოლის ერთ-ერთი მიზეზი რესპუბლიკელების დაფინანსებაც იყო, არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა მის გვარს მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და ბოჭორიშვილი პოლიტდენვილების სიაში ვერ შევიდა. ძალიან მოკლედ გეტყვით, სად ჩანს მის საქმეში პოლიტიკური მოტივი: მას ცხრაჯერ დაუძახეს კუდ-სა და სოდ-ში, ამდენი და იმდენი გადაიხადე, მანქანები გვიყიდეო და ა.შ. ამოუვიდა კაცს ყელში, თეთრის გადამხდელი აღარ ვარ, თავი დამანებეთო, იმათ კი "შეუსრულეს". სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ, თუ ბოჭორიშვილი ერთადერთი ბიზნესმენი იყო საქართველოში, ვინც ასე გააუბედურეს? ემუქრებოდნენ, ისეთ რაღაცას მოგწევთ, გაჩენის დღეს განანებთო და ასეც მოიქცნენ. ესაა და ეს.

- რომელი ნაციონალი მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებდა ბოჭორიშვილის წინააღმდეგ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის გარდა და კიდევ ერთი, რაზეც დღეს, რატომღაც, არავინ საუბრობს - ჩხრეკისას, ბოჭორიშვილის სახლიდან ამოღებული 2 მლნ ევრო სად გაქრა?

- როგორც გამოიკვეთა, ამ საქმეში დათა ახალაია და სოსო თოფურიძე იყვნენ. გამოძიებამ გააფორმა, რომ კოკაინის საქმეზე, ადგილზე, ბოჭორიშვილის სოფლის სახლიდან ამოიღეს 1 685 000 ევრო, 15 000 ევრო კი ადგილზე დარიგდა, იმ ოპერმუშაკებს მისცეს, ვინც წამებაში მონაწილეობდა - დანარჩენი წამოიღეს. მე მივყვები ამ თანხის კვალს, რადგან პროცესუალური წესია - როცა ნივთმტკიცების სახით თანხას ამოიღებ, იგი კანონის მიხედვით უნდა განათავსო. მივწერე ეროვნულ ბანკსაც, ხაზინასაც და მომივიდა პასუხი, რომ არც ერთ მათგანში ეს თანხა არ განთავსებულა. ანუ, ეს ფული ვიღაცის კაბინეტში იდო, ეს "ვიღაც" კი დათა ახალაიაა. ეს მასალები გადავუგზავნე პროკურატურას და ძიება დაიწყო - აღმოჩნდა, რომ 700 000 ევრო არ არის ადგილზე - მილიონი კი ადგილზეა.

- ეგ "ადგილი" სად არის?

- არ ვიცი.

- არ ვიცით, სად არის მილიონი, მაგრამ ვიცით, რომ 700 000 ევრო ახალაიას აქვს?

- დიახ, ზუსტად ვიცი, დათა ახალაიამ წაიღო ეგ ფული, რომლითაც აგენტებს იბირებდა. ეს ინფორმაცია კუდის ყოფილი თანამშრომლებისგან მაქვს.

- რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება და როგორც გამოდის, რომ გაქვთ დოკუმენტები ბანკებიდან, ახალაია კი ქვეყნის გარეთაა ფულით. რას აკეთებს ამ დროს მასთან ერთხელ უკვე დამარცხებული საქართველოს პროკურატურა?

- ამ თემაზე პროკურატურას არაერთხელ მივწერე, გამაგებინეთ, საქმე როგორ მიმდინარეობს-მეთქი და თავიდან მარტივად მომიშორეს - შენ მხარე არ ხარ, არც დაზარალებულის სტატუსი გაქვს და საქმის კურსში ვერ ჩაგაყენებო. ასე წაიღო ახალაიამ ბედნიერად ეს ფული და კაციშვილმა არ მოიკითხა. თუ ამ რომელიმე საქმეს რეაგირება არ მოჰყვა, პირდაპირ გეუბნებით, პროკურატურას არ დავზოგავ - რასაც ვიზამ, გამოჩნდება. იურიდიულად, ვერაფერსაც ვერ ვიზამ ამ ფულის დაკარგვის საქმეზე, რადგან მხარე მართლა არ ვარ.

- პროკურატურა, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს ამ საქმით დაინტერესებული.

- ეს შეიძლება იყოს პირისთვის მატერიალური ზარალის მიყენების დანაშაული, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირი სჩადის. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალაია ცუდ დღეშია. თუ დადგინდა, რომ ეს ფული ბოჭორიშვილს უკანონოდ ჩამოართვეს, ე. ი. ახალაიამ მას თანხა პირადად "აახია," ხოლო თუ სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერად ჩამოართვეს, მაშინ ეს თანხა ქვეყნის ბიუჯეტში უნდა წასულიყო. ამ შემთხვევაში კი გამოდის, დათა ახალაიამ ბიუჯეტს 2 მლნ ევრო მოპარა. მეც სწორედ ამ კითხვას ვსვამ - რა ეტაპზეა გამოძიება და რას აკეთებს პროკურატურა ამ საქმეზე? არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, დღეს ამ სკანდალის დაწყებაში ახალაიას ხელიც ერიოს.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

ასევე წაიკითხეთ: დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია