პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო...
თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო...

სი­რი­ი­სა და ერა­ყის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ხის­ტი პო­ზი­ცი­ის ფონ­ზე, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არც სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერი­დე­ბა. ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე პრო­ვინ­ცი­ებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში თურ­ქე­თის არ­მია ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას ატა­რებს.

ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქებ­სა და ქურ­თებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. და­კა­ვე­ბე­ბის, მი­ტინ­გე­ბის და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის დარ­ბე­ვის, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, "ქურ­დის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ბოლო მას­შტა­ბუ­რი ინ­ცი­დენ­ტი 2015 წლის 8 სექ­ტემ­ბერს მოხ­და, რო­დე­საც თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ავ­ტო­ბუ­სი აა­ფეთ­ქეს. 10 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. კი­დევ 2 მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კად­რე­ბი

დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი თურ­ქე­თის ჩრდი­ლო ნა­წი­ლის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში და­ი­წყო. 15 დე­კემ­ბერს ჯავ­შან­ტექ­ნი­კის თან­ხლე­ბით არ­მია და ჟან­დარ­მე­რია ქა­ლაქ სი­ლობ­ში შე­ვი­და. ქურ­თე­ბის აქ­ცი­ე­ბის გამო, ჯერ კი­დევ 1-ელ დე­კემ­ბერს ქა­ლაქ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­წეს­და.

16 დე­კემ­ბერს სი­ლობ­ში ქუ­ჩის ბრძო­ლე­ბი და­ი­წყო. ტან­კე­ბის და ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი ქა­ლა­ქის გაწ­მენ­დას შე­უდ­გნენ. თა­ვად "ქურ­თე­ბის მუ­შა­თა პარ­ტია" თურ­ქეთ­ში კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, არ­მი­ას და პო­ლი­ცი­ას მისი წევ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აჰ­მედ და­ვი­თ­ოღ­ლუს გან­ცხა­დე­ბით, ან­კა­რა არ და­უშ­ვებს ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ერა­ყუ­ლი ან სი­რი­უ­ლი სცე­ნა­რით.

კი­დევ ერთი ქა­ლა­ქი, სა­დაც თურ­ქებ­მა ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტან­კე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს – დი­არ­ბა­კი­რია. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად უკვე და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე.

არე­უ­ლო­ბა "ქურ­დის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" მხარ­დამ­ჭერ მი­ტინგს მოყ­ვა, რო­მელ­შიც 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პო­ლი­ცია მო­მი­ტინ­გე­თა დაშ­ლას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც 21 და 25 წლის მო­ზარ­დე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

თურ­ქეთ­სა და ქურ­თებს შო­რის შექ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბა, რო­მე­ლიც დრო­დად­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­დის, თით­ქმის 100 წე­ლი­წადს ით­ვლის. 1920 წელს, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქეთ­სა და ან­ტან­ტას შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს - ქურ­თის­ტა­ნის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. მაგ­რამ ის ძა­ლა­ში არ შე­სუ­ლა. 1920-30-იან წლებ­ში თურ­ქუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქურ­თებ­მა რამ­დე­ნი­მე აჯან­ყე­ბა მო­ა­წყვეს.

1961 წელს ქურ­თე­ბის მო­რიგ­მა აჯან­ყე­ბამ ერაყ­ში იფეთ­ქა. 1978-ში "ქურ­დის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტია" ჩა­მო­ყა­ლიბ­და - სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჯერ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნას ითხოვ­და. თა­ვად თურ­ქე­ბი ქურ­თებს რო­გორც ერს, არ აღი­ა­რებ­დნენ და მათ ენა­საც კრძა­ლავ­დნენ.

მას შემ­დეგ მხა­რე­ებს უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ქურ­თე­ბის აქ­ცი­ებს და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს, თურ­ქუ­ლი პო­ლი­ცია მკაც­რად უს­წორ­დე­ბა. რაც თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის­კენ მი­მარ­თულ ძა­ლა­დო­ბის ახალ ტალ­ღას იწ­ვევს.

ქურ­თებ­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე, ვა­შინგტონ­მა თურ­ქე­თი­დან 12 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი გა­იყ­ვა­ნა. ინ­ჯირ­ლი­კის ავი­ა­ბა­ზი­დან F-15-ები დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დაფ­რინ­დნენ. პენ­ტა­გო­ნის გან­მარ­ტე­ბით, ეს ქმე­დე­ბა მოს­კოვ­სა და ან­კა­რას შო­რის წარ­მოქ­მნილ და­ძა­ბუ­ლო­ბას არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პა­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბი, მოს­კოვ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჯონ ქე­რის ვი­ზი­ტის შემ­დეგ და­აბ­რუ­ნეს. ამ გა­რე­მო­ე­ბას წინ აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის უფ­როს­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჯო­ზეფ დან­ფორ­დსა და რუ­სე­თის გენშტა­ბის ხელ­მძღვან­ლის ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი უძღო­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო...

თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე - სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო...

სირიისა და ერაყის მიმართ გამოჩენილი ხისტი პოზიციის ფონზე, თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებას არც საკუთარ ტერიტორიაზე ერიდება. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციებსა და ქალაქებში თურქეთის არმია ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში თურქებსა და ქურთებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. დაკავებების, მიტინგების და საჯარო გამოსვლების დარბევის, ფიზიკური ანგარიშსწორების საპასუხოდ, "ქურდისტანის მუშათა პარტიის" ორგანიზებით, თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ბოლო მასშტაბური ინციდენტი 2015 წლის 8 სექტემბერს მოხდა, როდესაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს. 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. კიდევ 2 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ სპეცოპერაციის კადრები

დეკემბრის შუა რიცხვებში მასშტაბური სპეცოპერაციები თურქეთის ჩრდილო ნაწილის ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო. 15 დეკემბერს ჯავშანტექნიკის თანხლებით არმია და ჟანდარმერია ქალაქ სილობში შევიდა. ქურთების აქციების გამო, ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა.

16 დეკემბერს სილობში ქუჩის ბრძოლები დაიწყო. ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორების დახმარებით, სამხედრო შენაერთები ქალაქის გაწმენდას შეუდგნენ. თავად "ქურთების მუშათა პარტია" თურქეთში კანონით აკრძალული ორგანიზაციაა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, არმიას და პოლიციას მისი წევრების განადგურების უფლება აქვს.

პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, ანკარა არ დაუშვებს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას ერაყული ან სირიული სცენარით.

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც თურქებმა ამბოხებული ქურთების წინააღმდეგ ტანკები გამოიყენეს – დიარბაკირია. ეს ისტორიული ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე დაზიანდა ქალაქის ისტორიული ციხესიმაგრე.

არეულობა "ქურდისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერ მიტინგს მოყვა, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიცია მომიტინგეთა დაშლას შეეცადა, რა დროსაც 21 და 25 წლის მოზარდები დაიღუპნენ.

თურქეთსა და ქურთებს შორის შექმნილი უთანხმოება, რომელიც დროდადრო შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადადის, თითქმის 100 წელიწადს ითვლის. 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, თურქეთსა და ანტანტას შორის დადებული ხელშეკრულება, დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ქურთისტანის შექმნას ითვალისწინებდა. მაგრამ ის ძალაში არ შესულა. 1920-30-იან წლებში თურქული ხელისუფლების წინააღმდეგ ქურთებმა რამდენიმე აჯანყება მოაწყვეს.

1961 წელს ქურთების მორიგმა აჯანყებამ ერაყში იფეთქა. 1978-ში "ქურდისტანის მუშათა პარტია" ჩამოყალიბდა - სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ჯერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, შემდეგ კი თურქეთის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას ითხოვდა. თავად თურქები ქურთებს როგორც ერს, არ აღიარებდნენ და მათ ენასაც კრძალავდნენ.

მას შემდეგ მხარეებს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ქურთების აქციებს და საჯარო გამოსვლებს, თურქული პოლიცია მკაცრად უსწორდება. რაც თავის მხრივ, თურქეთისკენ მიმართულ ძალადობის ახალ ტალღას იწვევს.

ქურთებთან სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ვაშინგტონმა თურქეთიდან 12 სამხედრო თვითმფრინავი გაიყვანა. ინჯირლიკის ავიაბაზიდან F-15-ები დიდ ბრიტანეთში გადაფრინდნენ. პენტაგონის განმარტებით, ეს ქმედება მოსკოვსა და ანკარას შორის წარმოქმნილ დაძაბულობას არანაირად არ უკავშირდება. თუმცა ფაქტია, რომ ევროპაში თვითმფრინავები, მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტის შემდეგ დააბრუნეს. ამ გარემოებას წინ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდსა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანლის ვალერი გერასიმოვის სატელეფონო საუბარი უძღოდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა