სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული
ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული

17 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტრა­დი­ცი­უ­ლი, წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი 1400-მდე მე­დია-წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრო. რუ­სულ­მა მე­დი­ამ შეკ­რი­ბა პრე­ზი­დენ­ტის წლე­ვან­დე­ლი და წინა წლე­ბის ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბი, ჩვენ რამ­დე­ნი­მე მათ­განს გთა­ვა­ზობთ:

იხი­ლეთ ვი­დეო

- თუ ვინ­მემ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­და­წყვი­ტა, ამე­რი­კე­ლებს ერთი ად­გი­ლი აუ­ლო­კოს, არ ვიცი, ეს ამე­რი­კე­ლებს სჭირ­დე­ბათ თუ არა

- სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის ექ­სპორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს (სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად) უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის სა­ხე­ში შე­ფურ­თხე­ბა იყო

- გი­ამ­ბობთ ძველ ანეკ­დოტს. ორი მე­გო­ბა­რი ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ერთი მე­ო­რეს ეკი­თხე­ბა, რო­გო­რაა მისი საქ­მე­ე­ბი. მე­ო­რე პა­სუ­ხობს: ხან ისე, ხან ასე, თეთ­რი ხაზი, ხან შავი ხაზი. ახლა რო­მე­ლია? - ახლა შავი. გა­დის ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი, ისევ ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ახლა რო­გო­რაა საქ­მე? აი, ახლა შავი ხა­ზია. კი მაგ­რამ, 6 თვის წი­ნაც ხო შავი ხაზი იყო? მა­შინ თეთ­რი ხაზი ყო­ფი­ლა... - პა­სუ­ხობს მე­გო­ბა­რი (ეს კო­მენ­ტა­რი პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა)

- ვი­აგ­რა გე­ცა­დათ, იქ­ნებ ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­დეს

- ჩვენ მზად ვართ ხელი გა­ვუ­წო­დოთ ყვე­ლა პარტნი­ორს, მაგ­რამ გაფრ­თხი­ლებთ - ჩვენ გრძე­ლი ხე­ლე­ბი გვაქვს

- სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ნა­წი­ლია.

- რუ­სულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ძა­ლა­დო­ბა და სიკ­ვდი­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტაა ფილ­მი ომზე

- ვარ თუ არა მე წმინ­და წყლის დე­მოკ­რა­ტი? რა თქმა უნდა, მე აბ­სო­ლუ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი ვარ. მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბა იცით, რა­შია? იმა­ში, რომ მე ასე­თი ერ­თა­დერ­თი ვარ, სხვა მსგავ­სი მსოფ­ლი­ო­ში არაა. მა­ჰათ­მა გან­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, სა­ლა­პა­რა­კოც კი არა­ვის­თან მაქვს.

- მე ძა­ლი­ან აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი ბუ­შის რან­ჩო­ზე ღა­მის გა­თე­ვის შემ­დეგ. მას თვი­თონ უნდა ეფიქ­რა, რომ სა­კუ­თარ სახ­ლში დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­უშ­ვა. მაგ­რამ თვი­თონ ბუ­შიც - ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის შვი­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ სა­ო­ჯა­ხო წრე­ში ვტრი­ა­ლებ­დით და თავი ცუ­დად არ გვიგ­რძვნია.

- ჩვენ მზად ვართ ნა­ტოს­თან დი­ა­ლო­გი ვა­წარ­მო­ოთ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას მო­ნო­ლო­გის სახე ექ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული

ვლადიმერ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" ათეული

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციული, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1400-მდე მედია-წარმომადგენელი დაესწრო. რუსულმა მედიამ შეკრიბა პრეზიდენტის წლევანდელი და წინა წლების ფრთიანი ფრაზები, ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო

- თუ ვინმემ თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტა, ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა

- საქართველო უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტითაა დაკავებული. ეს (სააკაშვილის დანიშვნა ოდესის გუბერნატორად) უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო

- გიამბობთ ძველ ანეკდოტს. ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება, როგორაა მისი საქმეები. მეორე პასუხობს: ხან ისე, ხან ასე, თეთრი ხაზი, ხან შავი ხაზი. ახლა რომელია? - ახლა შავი. გადის ნახევარი წელიწადი, ისევ ხვდებიან ერთმანეთს. ახლა როგორაა საქმე? აი, ახლა შავი ხაზია. კი მაგრამ, 6 თვის წინაც ხო შავი ხაზი იყო? მაშინ თეთრი ხაზი ყოფილა... - პასუხობს მეგობარი (ეს კომენტარი პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა)

- ვიაგრა გეცადათ, იქნებ ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს

- ჩვენ მზად ვართ ხელი გავუწოდოთ ყველა პარტნიორს, მაგრამ გაფრთხილებთ - ჩვენ გრძელი ხელები გვაქვს

- სამწუხაროდ, რუსეთი თანამედროვე სამყაროს ნაწილია.

- რუსულ სატელევიზიო ეთერში ძალიან ბევრი ძალადობა და სიკვდილია, სამაგიეროდ, ძალიან ცოტაა ფილმი ომზე

- ვარ თუ არა მე წმინდა წყლის დემოკრატი? რა თქმა უნდა, მე აბსოლუტური დემოკრატი ვარ. მაგრამ უბედურება იცით, რაშია? იმაში, რომ მე ასეთი ერთადერთი ვარ, სხვა მსგავსი მსოფლიოში არაა. მაჰათმა განდის სიკვდილის შემდეგ, სალაპარაკოც კი არავისთან მაქვს.

- მე ძალიან აფორიაქებულიც არ ვიყავი ბუშის რანჩოზე ღამის გათევის შემდეგ. მას თვითონ უნდა ეფიქრა, რომ საკუთარ სახლში დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი შეუშვა. მაგრამ თვითონ ბუშიც - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსის შვილია. აქედან გამომდინარე ჩვენ საოჯახო წრეში ვტრიალებდით და თავი ცუდად არ გვიგრძვნია.

- ჩვენ მზად ვართ ნატოსთან დიალოგი ვაწარმოოთ, იმ შემთხვევაში, თუ მას მონოლოგის სახე ექნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა