პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა სამსჭვალი, ეკლის გვირგვინი, ტურინის სუდარა, ვერონიკას მანდილი... - ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია
წმინდა სამსჭვალი, ეკლის გვირგვინი, ტურინის სუდარა, ვერონიკას მანდილი... - ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია

მორ­წმუ­ნე­ე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ იესო ქრის­ტეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­განს. მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მორ­წმუ­ნე ხართ თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი რე­ლიკ­ვი­ის ის­ტო­რია მა­ინც გან­გაც­ვიფ­რებთ.

10. წმინ­და ლურ­სმნე­ბი / The Holy Nails

დავა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ლურ­სმა­ნი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქრის­ტეს ჯვარ­ცმი­სას, თით­ქმის, ჯვარ­ცმის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზო­გი­ერ­თი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სამი ლურ­სმა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, სხვე­ბი თვლი­ან, რომ – ოთხი. არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დე­ნი ლურ­სმა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა, მთელს მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ე.წ. "წმინ­და ლურ­სმა­ნი" არ­სე­ბობს, რომ­ლებ­საც მორ­წმუ­ნე­ე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა სთხო­ვა დე­და­მისს, ელე­ნეს, იე­რუ­სა­ლიმ­ში წა­სუ­ლი­ყო და ქრის­ტეს ჯვა­რი ეპოვ­ნა. ელე­ნემ ქრის­ტეს ჯვრის ნა­წი­ლე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა წმინ­და ლურ­სმნებ­თან ერ­თად. კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ელე­ნემ გა­და­წყვი­ტა, ერთ-ერთი ლურ­სმა­ნი მე­ფის მუ­ზა­რად­ში მო­ე­თავ­სე­ბი­ნა, ეს მის ვაჟს მტრე­ბის­გან და­ი­ცავ­და. მე­ო­რე ლურ­სმა­ნი ცხე­ნის აღ­კაზ­მუ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, მე­სა­მე­თი კი ლომ­ბარ­დი­ის რკი­ნის გვირ­გვი­ნი გა­მო­ჭე­დეს. გარ­და ამ სამი რე­ლიკ­ვი­ი­სა, ევ­რო­პა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლია კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ა­თი "წმინ­და ლურ­სმა­ნი", რაც, თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ყალ­ბია.

9. ეკ­ლის გვირ­გვი­ნი / The Crown of Thorns

მი­უ­ხე­და­ვად ური­ცხვი კვლე­ვი­სა, ჯერ კი­დევ არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ეკ­ლის გვირ­გვი­ნის არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, იე­სოს ეკე­თა ჯვარ­ცმი­სას. თუმ­ცა, ეს არ უშ­ლის ხელს მი­ლი­ო­ნო­ბით ქრის­ტი­ანს მის თაყ­ვა­ნის­ცე­მა­ში. გვირ­გვინ­მა გრძე­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე, სა­ბო­ლო­ოდ, პა­რიზ­ში და­ა­ბი­ნა­ვებ­დნენ, სა­დაც დღემ­დე ინა­ხე­ბა. 1238 წელს, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის იმ­პე­რა­ტორ­მა ბოლ­დუ­ინ­მა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, გვირ­გვი­ნი ვე­ნე­ცი­ის ბან­კში და­ა­გი­რა­ვა, თუმ­ცა, საფ­რან­გე­თის მე­ფის, ლუი IX–ის წყა­ლო­ბით, 1239 წელს, გვირ­გვი­ნი გა­მო­ის­ყი­დეს და პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში და­აბ­რძა­ნეს. გვირ­გვინს 70 ეკა­ლი აქვს, თუმ­ცა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ეკ­ლებს ფრან­გი მე­ფე­ე­ბი და ბი­ზან­ტი­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი იყოფ­დნენ.

8. ტუ­რი­ნის კვარ­თი / The Shroud of Turin

ტუ­რი­ნის კვარ­თი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად შეს­წავ­ლი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და ამას­თა­ნა­ვე, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი რე­ლიკ­ვი­აა ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი აზრი მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, აღი­ა­რებს მის მნიშ­ვნე­ლო­ბას კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­როს­თვის. ფაქ­ტია, რომ ვა­ტი­კან­მა მი­ი­ღო ზო­მე­ბი, რათა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეძ­ლე­ბო­და რე­ლიკ­ვი­ის ხილ­ვა. პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც კვარ­თია ნახ­სე­ნე­ბი, მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოჩ­ნდა. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, კვარ­თი ერთი პი­როვ­ნე­ბი­დან მე­ო­რეს გა­და­ე­ცე­მო­და, სა­ნამ, სა­ბო­ლო­ოდ, 1578 წელს, ტუ­რი­ნის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ და­ი­დო ბინა. 1988 წელს, კვართს ჩა­უ­ტარ­და რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი ანა­ლი­ზი მისი წარ­მო­შო­ბის თა­რი­ღის და­სად­გე­ნად. მორ­წმუ­ნე­თა სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კვარ­თი 1260-1390 წლე­ბის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი ანა­ლი­ზი სამ­მა სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ჩა­ა­ტა­რა და სა­მი­ვე ერთ დას­კვნამ­დე მი­ვი­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ კვარ­თი ყალ­ბი იყო (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ამ­ტკი­ცე­ბა, რომ მათი დას­კვნე­ბი არ იყო ზუს­ტი). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მორ­წმუ­ნე­ე­ბი მა­ინც ეთაყ­ვა­ნე­ბი­ან ამ რე­ლიკ­ვი­ას.

7. ოვი­ე­დოს სუ­და­რა / The Sudarium of Oviedo

ოვი­ე­დოს სუ­და­რა ტუ­რი­ნის კვართს წა­ა­გავს. ორი­ვე მათ­გა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შემ­დეგ. კვარ­თით ქრის­ტეს სხე­უ­ლი და­ფა­რეს, სუ­და­რით კი სახე გა­უ­წ­მინ­დეს და და­უ­ფა­რეს. ამ რე­ლიკ­ვი­ას არა­ვი­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა, მას­ზე შერ­ჩე­ნი­ლია სის­ხლის წვე­თე­ბი. იო­ა­ნეს

სა­ხა­რე­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბია ქსო­ვი­ლის ნა­ჭე­რი, რომ­ლი­თაც ქრის­ტეს სახე მოს­წმინ­დეს და და­უ­ფა­რეს. სუ­და­რა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი ოვი­ე­დო­ელ მღვედლს, პე­ლა­გი­უსს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რობ­და. 1075 წელს, სკივ­რი, რო­მელ­შიც სუ­და­რა იდო, როდ­რი­გო დიას დე ვი­ვარ­მა გახ­სნა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ელ სი­დის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ეს რე­ლიკ­ვია ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ ოვი­ე­დოს სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც, მისი ხილ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სკივ­რის გახ­სნი­დან 3 წლის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. რა­დი­ო­ნახ­შირ­ბა­დუ­ლი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, სუ­და­რა ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით 700 წელს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რაც, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ის კვარ­თზე ძვე­ლია, თუმ­ცა, ბა­დებს კი­თხვებს მის ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

6. ვე­რო­ნი­კას მან­დი­ლი / The Veil of Veronica

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ვე­რო­ნი­კას მან­დი­ლით გოლ­გო­თის გზა­ზე მი­მა­ვალ ქრის­ტეს სახე მოს­წმინ­დეს, რის შემ­დე­გაც, ქსო­ვილ­ზე მისი სა­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღი­ბეჭ­და. ბიბ­ლი­ა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი ამ შემ­თხვე­ვა­ზე, ასე რომ, მან­დი­ლის ის­ტო­რია მთლი­ა­ნად ლე­გენ­დას ეფუძ­ნე­ბა. იმა­ვე გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მან­დი­ლი მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში ვა­ტი­კა­ნი­დან მო­ი­პა­რეს. ახ­ლა­ხანს, გერ­მა­ნელ­მა იე­ზუ­იტ­მა, მამა ჰა­ინ­რიხ პფა­ი­ფერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იპოვ­ნა დიდი ხნის წი­ნათ და­კარ­გუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი რე­ლიკ­ვია. პფა­ი­ფე­რი, რო­მე­ლიც პა­პის გრი­გო­რი­ა­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლის, ამ­ტკი­ცებს, რომ ვე­რო­ნი­კას მან­დი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა იტა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა სო­ფელ მო­ნო­პე­ლო­ში. გარ­და მან­დი­ლის სა­ეჭ­ვო ის­ტო­რი­ი­სა, პფა­ი­ფე­რის გან­ცხა­დე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას ისიც არ­თუ­ლებს, რომ მან­დი­ლი ძა­ლი­ან ნა­ზია და, შე­იძ­ლე­ბა, ად­ვი­ლად და­ზი­ან­დეს. მო­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­დილს არა­ავ­თენ­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, ის მა­ინც გავ­ლე­ნი­ან და ის­ტო­რი­უ­ლად სა­სარ­გებ­ლო რე­ლიკ­ვი­ად ით­ვლე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ქრის­ტეს ხა­ტე­ბა ვრცელ­დე­ბა მორ­წმუ­ნე­ებს შო­რის.

5. ქრის­ტეს სის­ხლი / The Blood of Christ

ლე­გენ­და მოგ­ვი­თხრობს, რომ ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შემ­დეგ მის­მა, მო­წა­ფემ, იო­სებ არი­მა­თი­ელ­მა იე­სოს სა­ხი­დან ქსო­ვი­ლის ნაჭ­რით მოს­წმინ­და სის­ხლი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ეს ქსო­ვი­ლი იე­რუ­სა­ლიმ­ში ინა­ხე­ბო­და მე­ო­რე ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქრო­ბამ­დე, რომ­ლის დრო­საც იე­რუ­სა­ლი­მის მე­ფემ, ბოლ­დუ­ინ III-მ რე­ლიკ­ვია თა­ვის სი­ძეს, ფლან­დრი­ის გრაფ დი­ედ­რიკ ვან დე ელ­ზასს გა­დას­ცა. გრაფ­მა ბელ­გი­ა­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ბრი­უ­გე­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, ქსო­ვი­ლი წმინ­და სის­ხლის ბა­ზი­ლი­კის (Bასი­ლი­ეკ ვან ჰეტ Hეი­ლიგ Bლოედ) ზედა სამ­ლოც­ვე­ლო­ში მო­ე­თავ­სე­ბი­ნათ. რე­ლიკ­ვია ინა­ხე­ბა მი­ნის ულა­მა­ზეს ჭურ­ჭელ­ში, რო­მელ­საც ან­გე­ლო­ზე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ამ­შვე­ნებს და ოქ­რო­თია მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი. სა­ო­ცა­რია, რომ ის დღემ­დე არ გა­უხ­სნი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შემ­სწავ­ლე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჭურ­ჭე­ლი მთის ბრო­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნელ­სა­ცხებ­ლის შე­სა­ნა­ხად. ყო­ველ­წლი­უ­რად, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ბრი­უ­გე­ში ქრის­ტეს სის­ხლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა. ტუ­რის­ტე­ბი აწყდე­ბი­ან ქა­ლაქს, რათა თვა­ლი შე­ავ­ლონ პრო­ცე­სი­ას - ბრი­უ­გეს ეპის­კო­პო­სი და­ა­ტა­რებს რე­ლიკ­ვი­ას ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, მას უკან მიჰ­ყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ი­თა­მა­შე­ბენ ქსო­ვი­ლის ჩა­მო­ტა­ნი­სა და სხვა­დას­ხვა ბიბ­ლი­ურ სცე­ნებს.

გაგ­რძე­ლე­ბა

წმინდა სამსჭვალი, ეკლის გვირგვინი, ტურინის სუდარა, ვერონიკას მანდილი... - ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია

წმინდა სამსჭვალი, ეკლის გვირგვინი, ტურინის სუდარა, ვერონიკას მანდილი... - ქრისტესთან ასოცირებული 10 სადავო რელიკვია

მორწმუნეები საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ იესო ქრისტესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგანს. მათი ავთენტურობა არ დადასტურებულა, თუმცა მიუხედავად იმისა, მორწმუნე ხართ თუ არა, თითოეული რელიგიური რელიკვიის ისტორია მაინც განგაცვიფრებთ.

10. წმინდა ლურსმნები / The Holy Nails

დავა იმის შესახებ, თუ რამდენი ლურსმანი იქნა გამოყენებული ქრისტეს ჯვარცმისას, თითქმის, ჯვარცმის დროიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ სამი ლურსმანი გამოიყენეს, სხვები თვლიან, რომ – ოთხი. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი ლურსმანი გამოიყენეს, თუმცა, მთელს მსოფლიოში უამრავი ე.წ. "წმინდა ლურსმანი" არსებობს, რომლებსაც მორწმუნეები ეთაყვანებიან. ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე დიდმა სთხოვა დედამისს, ელენეს, იერუსალიმში წასულიყო და ქრისტეს ჯვარი ეპოვნა. ელენემ ქრისტეს ჯვრის ნაწილები ჩამოიტანა წმინდა ლურსმნებთან ერთად. კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ, ელენემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ლურსმანი მეფის მუზარადში მოეთავსებინა, ეს მის ვაჟს მტრებისგან დაიცავდა. მეორე ლურსმანი ცხენის აღკაზმულობაში გამოიყენეს, მესამეთი კი ლომბარდიის რკინის გვირგვინი გამოჭედეს. გარდა ამ სამი რელიკვიისა, ევროპაში მიმოფანტულია კიდევ დაახლოებით ოცდაათი "წმინდა ლურსმანი", რაც, თავისთავად ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი ყალბია.

9. ეკლის გვირგვინი / The Crown of Thorns

მიუხედავად ურიცხვი კვლევისა, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ეკლის გვირგვინის არსებობა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, იესოს ეკეთა ჯვარცმისას. თუმცა, ეს არ უშლის ხელს მილიონობით ქრისტიანს მის თაყვანისცემაში. გვირგვინმა გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა, ვიდრე, საბოლოოდ, პარიზში დააბინავებდნენ, სადაც დღემდე ინახება. 1238 წელს, კონსტანტინოპოლის იმპერატორმა ბოლდუინმა, ფინანსური პრობლემების გამო, გვირგვინი ვენეციის ბანკში დააგირავა, თუმცა, საფრანგეთის მეფის, ლუი IX–ის წყალობით, 1239 წელს, გვირგვინი გამოისყიდეს და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანეს. გვირგვინს 70 ეკალი აქვს, თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, ამ ეკლებს ფრანგი მეფეები და ბიზანტიელი იმპერატორები იყოფდნენ.

8. ტურინის კვართი / The Shroud of Turin

ტურინის კვართი, ალბათ, ყველაზე მეტად შესწავლილი, პოპულარული და ამასთანავე, წინააღმდეგობრივი რელიკვიაა ქრისტიანობის ისტორიაში. კათოლიკურ ეკლესიას არ დაუფიქსირებია ოფიციალური აზრი მისი ავთენტურობის შესახებ, თუმცა, აღიარებს მის მნიშვნელობას კათოლიკური სამყაროსთვის. ფაქტია, რომ ვატიკანმა მიიღო ზომები, რათა, საზოგადოებას შეძლებოდა რელიკვიის ხილვა. პირველი დოკუმენტები, რომლებშიც კვართია ნახსენები, მე-14 საუკუნეში გამოჩნდა. ისტორიული წყაროების თანახმად, კვართი ერთი პიროვნებიდან მეორეს გადაეცემოდა, სანამ, საბოლოოდ, 1578 წელს, ტურინის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში არ დაიდო ბინა. 1988 წელს, კვართს ჩაუტარდა რადიონახშირბადული ანალიზი მისი წარმოშობის თარიღის დასადგენად. მორწმუნეთა სამწუხაროდ, შედეგებმა აჩვენა, რომ კვართი 1260-1390 წლების პერიოდს განეკუთვნება. რადიონახშირბადული ანალიზი სამმა სხვადასხვა ლაბორატორიამ ჩაატარა და სამივე ერთ დასკვნამდე მივიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვართი ყალბი იყო (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცება, რომ მათი დასკვნები არ იყო ზუსტი). მიუხედავად ამისა, მორწმუნეები მაინც ეთაყვანებიან ამ რელიკვიას.

7. ოვიედოს სუდარა / The Sudarium of Oviedo

ოვიედოს სუდარა ტურინის კვართს წააგავს. ორივე მათგანი გამოყენებულ იქნა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ. კვართით ქრისტეს სხეული დაფარეს, სუდარით კი სახე გაუწმინდეს და დაუფარეს. ამ რელიკვიას არავითარი გამოსახულება არ აქვს, თუმცა, მასზე შერჩენილია სისხლის წვეთები. იოანეს

სახარებაში ნახსენებია ქსოვილის ნაჭერი, რომლითაც ქრისტეს სახე მოსწმინდეს და დაუფარეს. სუდარაზე ინფორმაციის დიდი ნაწილი ოვიედოელ მღვედლს, პელაგიუსს ეკუთვნის, რომელიც მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა. 1075 წელს, სკივრი, რომელშიც სუდარა იდო, როდრიგო დიას დე ვივარმა გახსნა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ელ სიდის სახელით არის ცნობილი. ეს რელიკვია ამჟამად ესპანეთში, ქალაქ ოვიედოს საკათედრო ტაძარშია მოთავსებული, სადაც, მისი ხილვა საზოგადოებისთვის სკივრის გახსნიდან 3 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით, სუდარა ჩვენი წელთაღრიცხვით 700 წელს განეკუთვნება, რაც, იმაზე მეტყველებს, რომ ის კვართზე ძველია, თუმცა, ბადებს კითხვებს მის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

6. ვერონიკას მანდილი / The Veil of Veronica

გადმოცემის თანახმად, ვერონიკას მანდილით გოლგოთის გზაზე მიმავალ ქრისტეს სახე მოსწმინდეს, რის შემდეგაც, ქსოვილზე მისი სახის გამოსახულება აღიბეჭდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ამ შემთხვევაზე, ასე რომ, მანდილის ისტორია მთლიანად ლეგენდას ეფუძნება. იმავე გადმოცემის თანახმად, მანდილი მე-17 საუკუნეში ვატიკანიდან მოიპარეს. ახლახანს, გერმანელმა იეზუიტმა, მამა ჰაინრიხ პფაიფერმა განაცხადა, რომ იპოვნა დიდი ხნის წინათ დაკარგული რელიგიური რელიკვია. პფაიფერი, რომელიც პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტში ქრისტიანული ხელოვნების ისტორიას ასწავლის, ამტკიცებს, რომ ვერონიკას მანდილი აღმოაჩინა იტალიაში მდებარე პატარა სოფელ მონოპელოში. გარდა მანდილის საეჭვო ისტორიისა, პფაიფერის განცხადების გადამოწმებას ისიც ართულებს, რომ მანდილი ძალიან ნაზია და, შეიძლება, ადვილად დაზიანდეს. მოუხედავად იმისა, რომ მადილს არაავთენტურად მიიჩნევენ, ის მაინც გავლენიან და ისტორიულად სასარგებლო რელიკვიად ითვლება, რომლის საშუალებითაც, ქრისტეს ხატება ვრცელდება მორწმუნეებს შორის.

5. ქრისტეს სისხლი / The Blood of Christ

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისმა, მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა იესოს სახიდან ქსოვილის ნაჭრით მოსწმინდა სისხლი. გადმოცემის თანახმად, ეს ქსოვილი იერუსალიმში ინახებოდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, რომლის დროსაც იერუსალიმის მეფემ, ბოლდუინ III-მ რელიკვია თავის სიძეს, ფლანდრიის გრაფ დიედრიკ ვან დე ელზასს გადასცა. გრაფმა ბელგიაში, მშობლიურ ქალაქ ბრიუგეში დაბრუნების შემდეგ განკარგულება გასცა, ქსოვილი წმინდა სისხლის ბაზილიკის (Bასილიეკ ვან ჰეტ Hეილიგ Bლოედ) ზედა სამლოცველოში მოეთავსებინათ. რელიკვია ინახება მინის ულამაზეს ჭურჭელში, რომელსაც ანგელოზების გამოსახულება ამშვენებს და ოქროთია მოვარაყებული. საოცარია, რომ ის დღემდე არ გაუხსნიათ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში ჩატარებული შემსწავლელი სამუშაოების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ჭურჭელი მთის ბროლისგანაა დამზადებული ნელსაცხებლის შესანახად. ყოველწლიურად, ამაღლების დღესასწაულზე, ბრიუგეში ქრისტეს სისხლისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება. ტურისტები აწყდებიან ქალაქს, რათა თვალი შეავლონ პროცესიას - ბრიუგეს ეპისკოპოსი დაატარებს რელიკვიას ქალაქის ქუჩებში, მას უკან მიჰყვება ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც გაითამაშებენ ქსოვილის ჩამოტანისა და სხვადასხვა ბიბლიურ სცენებს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია