საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს
კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე, ნანა მა­ი­სუ­რა­ძე 50 000 აშშ დო­ლა­რის ქრთა­მის სა­ხით აღე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნანა მა­ი­სუ­რა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლი. "სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვალ გუ­ლუ­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნა­ში, მას­ში გა­მარ­ჯვე­ბა­სა და მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ქა­ლა­ქის­გან ქრთა­მის სა­ხით 50 000 აშშ დო­ლა­რი აიღო", - აცხა­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე 50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის დააკავეს. გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნანა მაისურაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. "საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათი ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ