სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები
სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

90-იანი წლე­ბის ქარ­თუ­ლი ესტრა­და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მარ­თა­ლია ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, მაგ­რამ ქარ­თულ სცე­ნა­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბოდ­ნენ ახა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და ჯგუ­ფე­ბი. მარ­თავ­დნენ სოლო-კონ­ცერ­ტებს, იღებ­დნენ მუ­სი­კა­ლურ კლი­პებს და ა.შ. მუ­სი­კის­მცოდ­ნე­ე­ბი მათ ფო­ნოგ­რა­მა­ზე სიმ­ღე­რის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ, არ მოს­წონ­დათ ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რა­საც მღე­როდ­ნენ, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, რა­ზეც შევ­სე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი მე­ტყვე­ლებ­და. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე სწო­რედ 90-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა, დღე­საც აგ­რძე­ლებს სიმ­ღე­რას, ბევ­რი მათ­გა­ნი კი სცე­ნას ჩა­მო­შორ­და. ვინ რას აკე­თებს ახლა და სად ცხოვ­რო­ბენ 90-ია­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ამას სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

ჯგუ­ფი "სეთი"

სამი მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნას­გან შექ­მნილ­მა ტრი­ომ "სეთი", პო­პუ­ლა­რო­ბა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მო­ი­პო­ვა. გო­გო­ნე­ბი სცე­ნა­ზე თა­მა­მად ჩაც­მუ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ და ენერ­გი­ულ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ. "სე­თის" თავ­და­პირ­ველ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თიკა ფა­ცა­ცია, ეკა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და სოფო მას­ხუ­ლია იყ­ვნენ. ჯგუ­ფის სა­ხე­ლიც სწო­რედ მათი ინი­ცი­ა­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ თიკა ფა­ცა­ცი­ამ ჯგუ­ფი და­ტო­ვა, ის ნა­თია ნე­ბი­ე­რი­ძემ ჩა­ა­ნაც­ვლა და ჯგუ­ფი "სე­თის" სა­ხელ­წო­დე­ბა "ენსი" გახ­და. წლე­ბის შემ­დეგ ჯგუ­ფი და­ი­შა­ლა. სო­ლის­ტმა ეკა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა სა­ო­პე­რო კა­რი­ე­რა გა­აგ­რძე­ლა და სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს, სოფო მას­ხუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მუ­შა­ობს, ნა­თია ნე­ბი­ე­რი­ძე კი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ის ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას ცო­ლის დაა. რაც შე­ე­ხე­ბა თიკა ფა­ცა­ცი­ას, ის გა­ნაგ­რძობს სიმ­ღე­რას და ამა­ვე დროს ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი

ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სიმ­ღე­რით "რა უნ­დო­და ღრუ­ბელს სხვა" გა­იც­ნო, შემ­დეგ იყო დუ­ე­ტი "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან", რომ­ლის პრე­მი­ე­რაც "კო­მუ­ნი­კა­ტორ­ში" შედ­გა. ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი იმ პე­რი­ო­დის ესტრა­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო. თუმ­ცა შემ­დეგ სცე­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და ახლა იშ­ვი­ა­თად მღე­რის. ის "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრში მუ­შა­ობს და 4 შვი­ლის დე­დაა. სცე­ნა­ზე იშ­ვი­ა­თად გა­მო­დის. თუმ­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არც პო­ლი­ტი­კურ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს მო­რი­დე­ბია.

სოსო თო­ლო­რა­ია

მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და შო­უ­მე­ნი სოსო თო­ლო­რა­ია ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იყო 90-იან წლებ­ში, თუმ­ცა შემ­დეგ ამე­რი­კა­ში მო­უ­წია გამ­გზავ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ ეს მძი­მე სო­ცი­ა­ლურ­მა პი­რო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია. ის ცოტა ხნით თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­ზეც იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ თი­კოს­თან და­შო­რე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ამის გა­მოც გა­და­წყვი­ტაო. თო­ლო­რა­ი­ამ ამე­რი­კა­ში იქორ­წი­ნა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვი­და, "მა­ესტრო­ზე" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მიჰ­ყავ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ისევ ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ქეთი მერ­კვი­ლა­ძე

თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი გო­გო­ნას სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნამ, რო­მე­ლიც გი­ტა­რის თან­ხლე­ბით "მშვე­ნი­ერ ქალს" უმ­ღე­რო­და, გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა და ქეთი მერ­კვი­ლა­ძეც თა­ვი­დან­ვე გახ­და 90-იანი წლებს ესტრა­დის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი. წლე­ბის შემ­დეგ შოუ-ბიზ­ნესს ჩა­მო­შორ­და, მას მისი სა­ვი­ზი­ტო სიმ­ღე­რის­თვის "მშვე­ნი­ერ ქალს", ვინ­მე მაია კვა­ტა­ში­ძემ უჩივ­ლა. რო­გორც მერ­კვი­ლა­ძე აცხა­დებს, სცე­ნი­დან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­მო­ა­შო­რეს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბო­და. მას შემ­დეგ კლი­პიც გა­და­ი­ღო, სიმ­ღე­რაც ჩა­წე­რა, ალ­ბო­მიც გა­მო­უშ­ვა, მაგ­რამ აქ­ტი­ურ სას­ცე­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას აღარ დაბ­რუ­ნე­ბია. ქეთი ახლა გა­თხო­ვი­ლია, მისი მე­უღ­ლე "ფი­ფას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გიგა გა­დე­ლი­აა. ჰყავს 5 წლის შვი­ლი და მთელ დროს მის აღ­ზრდას ახარ­ჯავს.

თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლი

თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა ან­სამ­ბლ "ივე­რი­ა­ში" და­ი­წყო, "ჩხიკვთა ქორ­წი­ლის" მე­ლა­კუ­დამ, 90-იან წლებ­ში სოლო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, შემ­დეგ რე­ჟი­სორ რე­ზი­კო არჩვა­ძე­ზე იქორ­წი­ნა და ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნესს ჩა­მო­შორ­და. ის ახლა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და რეს­ტორ­ნებ­ში მღე­რის.

აჩი ფურ­ცე­ლა­ძე

შო­უ­მე­ნი აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ახლა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. რა­დი­ო­წამ­ყვა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფურ­ცე­ლა­ძე სიმ­ღე­რი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნა ჰყავ­და, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე­ზე გა­ა­კე­თა და და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა მალე და­შორ­დნენ. 2007 წელს მომ­ღე­რა­ლი და­ა­კა­ვეს, პა­ტიმ­რო­ბა­ში 6 თვე გა­ა­ტა­რა, რის შემ­დე­გაც სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და, სა­დაც და­ქორ­წინ­და და, ამ­ბო­ბენ, კა­რი­ე­რაც კარ­გად აი­წყო. აჩი თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ 90-იანების შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები

90-იანი წლების ქართული ესტრადა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, მართალია ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ქართულ სცენაზე ყოველდღიურად ჩნდებოდნენ ახალი მომღერლები და ჯგუფები. მართავდნენ სოლო-კონცერტებს, იღებდნენ მუსიკალურ კლიპებს და ა.შ. მუსიკისმცოდნეები მათ ფონოგრამაზე სიმღერის გამო აკრიტიკებდნენ, არ მოსწონდათ ის მიმდინარეობა, რასაც მღეროდნენ, მაგრამ ხალხის დიდი სიყვარული ჰქონდათ, რაზეც შევსებული საკონცერტო დარბაზები მეტყველებდა. ბევრი მომღერალი, რომელიც სცენაზე სწორედ 90-იან წლებში გამოჩნდა, დღესაც აგრძელებს სიმღერას, ბევრი მათგანი კი სცენას ჩამოშორდა. ვინ რას აკეთებს ახლა და სად ცხოვრობენ 90-იანების ვარსკვლავები, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ჯგუფი "სეთი"

სამი მშვენიერი გოგონასგან შექმნილმა ტრიომ "სეთი", პოპულარობა გამოჩენისთანავე მოიპოვა. გოგონები სცენაზე თამამად ჩაცმულები გამოდიოდნენ და ენერგიულ სიმღერებს მღეროდნენ. "სეთის" თავდაპირველ შემადგენლობაში თიკა ფაცაცია, ეკა გაბიტაშვილი და სოფო მასხულია იყვნენ. ჯგუფის სახელიც სწორედ მათი ინიციალების მიხედვით შეიქმნა. გათხოვების შემდეგ თიკა ფაცაციამ ჯგუფი დატოვა, ის ნათია ნებიერიძემ ჩაანაცვლა და ჯგუფი "სეთის" სახელწოდება "ენსი" გახდა. წლების შემდეგ ჯგუფი დაიშალა. სოლისტმა ეკა გაბიტაშვილმა საოპერო კარიერა გააგრძელა და საზღვარგარეთ მოღვაწეობს, სოფო მასხულია თბილისის მერიაში მუშაობს, ნათია ნებიერიძე კი პატარა ბიჭუნას აღზრდით არის დაკავებული, ის ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლის დაა. რაც შეეხება თიკა ფაცაციას, ის განაგრძობს სიმღერას და ამავე დროს ტელეწამყვანია.

ცისანა სეფიაშვილი

ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, ცისანა სეფიაშვილი საზოგადოებამ სიმღერით "რა უნდოდა ღრუბელს სხვა" გაიცნო, შემდეგ იყო დუეტი "ქუჩის ბიჭებთან", რომლის პრემიერაც "კომუნიკატორში" შედგა. ცისანა სეფიაშვილი იმ პერიოდის ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავი იყო. თუმცა შემდეგ სცენიდან გაუჩინარდა და ახლა იშვიათად მღერის. ის "ტოიოტას" ცენტრში მუშაობს და 4 შვილის დედაა. სცენაზე იშვიათად გამოდის. თუმცა წინასაარჩევნოდ არც პოლიტიკურ ხმაურიან განცხადებებს მორიდებია.

სოსო თოლორაია

მსახიობი, ტელეწამყვანი და შოუმენი სოსო თოლორაია ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ის ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი იყო 90-იან წლებში, თუმცა შემდეგ ამერიკაში მოუწია გამგზავრება. ამბობს, რომ ეს მძიმე სოციალურმა პირობებმა გამოიწვია. ის ცოტა ხნით თიკო სადუნიშვილზეც იყო დაქორწინებული. ამბობენ, რომ თიკოსთან დაშორება მძიმედ გადაიტანა და ქვეყნის დატოვება ამის გამოც გადაწყვიტაო. თოლორაიამ ამერიკაში იქორწინა. რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ისევ ჩამოვიდა, "მაესტროზე" მუსიკალური პროექტი მიჰყავდა, თუმცა შემდეგ ისევ ამერიკაში გაემგზავრა.

ქეთი მერკვილაძე

თამამად ჩაცმული გოგონას სცენაზე გამოჩენამ, რომელიც გიტარის თანხლებით "მშვენიერ ქალს" უმღეროდა, გულგრილი არავინ დატოვა და ქეთი მერკვილაძეც თავიდანვე გახდა 90-იანი წლებს ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი. წლების შემდეგ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა, მას მისი სავიზიტო სიმღერისთვის "მშვენიერ ქალს", ვინმე მაია კვატაშიძემ უჩივლა. როგორც მერკვილაძე აცხადებს, სცენიდან იმ ადამიანებმა ჩამოაშორეს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მას შემდეგ კლიპიც გადაიღო, სიმღერაც ჩაწერა, ალბომიც გამოუშვა, მაგრამ აქტიურ სასცენო საქმიანობას აღარ დაბრუნებია. ქეთი ახლა გათხოვილია, მისი მეუღლე "ფიფას" წარმომადგენელი საქართველოში, გიგა გადელიაა. ჰყავს 5 წლის შვილი და მთელ დროს მის აღზრდას ახარჯავს.

თამუნა ამონაშვილი

თამუნა ამონაშვილის კარიერა ანსამბლ "ივერიაში" დაიწყო, "ჩხიკვთა ქორწილის" მელაკუდამ, 90-იან წლებში სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, შემდეგ რეჟისორ რეზიკო არჩვაძეზე იქორწინა და ქართულ შოუ-ბიზნესს ჩამოშორდა. ის ახლა მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნებში მღერის.

აჩი ფურცელაძე

შოუმენი აჩი ფურცელაძე ახლა მოსკოვში ცხოვრობს. რადიოწამყვანობის პარალელურად, ფურცელაძე სიმღერითაც იყო დაკავებული. უამრავი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავდა, მაგრამ არჩევანი თამუნა მუსერიძეზე გააკეთა და დაქორწინდა, თუმცა მალე დაშორდნენ. 2007 წელს მომღერალი დააკავეს, პატიმრობაში 6 თვე გაატარა, რის შემდეგაც საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა, სადაც დაქორწინდა და, ამბობენ, კარიერაც კარგად აიწყო. აჩი თბილისში იშვიათად ჩამოდის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება