საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ორ წერილზე პროკურატურას პასუხი უკვე გადაუგზავნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, უწყებას 1780-გვერდიანი მასალა გადაეცა.
რაც შეეხება დანარჩენ წერილებს, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათი დამუშავება მიმდინარეობს.
პროკურატურამ შეწყალებასთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის მიწოდების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინ მიმართა. არსებული ინფორმაციით, უწყებამ ამ მიზნით ადმინისტრაციაში რამდენიმე წერილი გაგზავნა.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება გასულ კვირას, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით, ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება