წინ ახალი წლის დღეები გველის, რასაც მეორე დილით მძიმე ნაბახუსევი მოყვება. წარმოგიდგენთ ნაბახუსევიდან გამოსვლის მარტივ ხერხებს.
გავიქროთ თავის ტკივილი
ხმაური ყურებში, სინათლისგან დისკომფორტის გრძნობა და თავის ტკივილი - ძლიერი ნაბახუსევის სიმპტომებია. ამის თავიდან მოსაშორებლად ”ასპირინი”, ”ალკა ზელცერი”, ”ანტინაბახუსევი”, ”ზორაქსი” დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, რომ თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი სისხლში გლუკოზის ნაკლებობაა. ამიტომ მაგარი ტკბილი ჩაი დალიეთ ორი კოვზი თაფლით, მიირთვით ქიშმიში ან ტკბილი ხილი.
შეებრძოლეთ გაუწყლოებას
სიმშრალე პირის ღრუში და გაუნელებელი წყურვილი ძლიერი ნაბახუსევის კიდევ ერთი სიმპტომია. დიდი დოზით ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია წყლის ბალანსი შეივსოთ. დალიეთ დღის განმავლობაში 3-4 ბოთლი გაზიანი წყალი.
მიიღეთ კონტრასტული შხაპი
ნაბახუსევზე არტერიული წნევა გადატვირთულია და აბანოში მისვლა უფრო აუარესებს სიტუაციას. ამიტომ მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ყველაზე მოსახერხებელი ციკლი გახლავთ 20-30 წამი ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა. აუცილებელია ცხელი წყლით დაწყება, შემდეგ ცივზე გადართვა და ასე 5-6-ჯერ გაგრძელება.
ისუნთქეთ სუფთა ჰაერით
როგორც კი იგრძნობთ, რომ სიარული შეგიძლიათ, გადით სასეირნოდ. ეცადეთ ქუჩაში აქტიურად იმოძრაოთ. რაც უფრო აქტიურად იმოძრავებთ, მით მეტი ჰაერი მოხვდება ორგანიზმში, რაც ორგანოების მუშაობას შეუწყობს ხელს და ალკოჰოლი უფრო სწრაფად გამოვა ორგანიზმიდან.
აღიდგინეთ ნერვული სისტემა
გაღიზიანებული განწყობა, ნერვოზულობა, დანაშაულის გრძნობა - აგრეთვე ძლიერი ნაბახუსევის სიმპტომებია. ისინი მაგნიუმის დეფიციტის გამო ჩნდება. მათ გაქრობაში ჩვეულებრივი დამამშვიდებლები დაგეხმარებათ. შეგიძლიათ დალიოთ კაკაო.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.