პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც Grammy-ს კონკურსში მონაწილეობდა - ლიკა შუბითიძის ამერიკული ცხოვრება
პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც Grammy-ს კონკურსში მონაწილეობდა - ლიკა შუბითიძის ამერიკული ცხოვრება

Grammy მუ­სი­კო­სე­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ჯილ­დოა, ქარ­თველ შე­მოქ­მე­დებს მას­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ, თუმ­ცა ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ, ნი­ჭი­ერ­მა მუ­სი­კოს­მა ლიკა შუ­ბი­თი­ძემ ბედი სცა­და და გა­ნა­ცხა­დი ერთი კვი­რის წინ შე­ი­ტა­ნა, მაგ­რამ რო­გორც ახ­ლა­ხან გა­ირ­კვა, და­აგ­ვი­ა­ნა. ხმის მი­ცე­მა შე­წყდა და მას ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­სას­ვლე­ლად ხმე­ბი არ ეყო, რად­გა­ნაც მათ და­საგ­რო­ვებ­ლად დრო მცი­რე აღ­მოჩ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლიკა წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, მა­ნამ­დე კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სით გა­იც­ნო, რო­გორც ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კო­სი. ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­სუ­ლი, რად­გა­ნაც აქ შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა და პა­რა­ლე­ლუ­რად, "X ფა­ტო­რის" კონ­კურ­სან­ტო­ბაც მო­ას­წრო. გა­სულ ზა­ფხულს კი ოჯა­ხი ისევ ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­და.

ჩვენ მომ­ღე­რალს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ამ კონ­კურ­სის შე­სა­ხებ მუ­სი­კო­სი მე­გობ­რე­ბის­გან გა­სულ კვი­რას შე­ვი­ტყვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი რა­უნ­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ცოტა დრო იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მა­ინც გავ­წევ­რი­ან­დი, რად­გა­ნაც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თუმ­ცა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­სას­ვლე­ლად სა­ჭი­რო ხმე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად დრო არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლის­მომ­ცე­მი იყო ის დიდი მხარ­და­ჭე­რა და სიყ­ვა­რუ­ლი, რაც მი­ვი­ღე და რაც ნათ­ლად მაჩ­ვე­ნებს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­ვაკ­ლდა სულ რამ­დე­ნი­მე დღე.

- მოკ­ლედ, დამ­თავ­რდა ხმის მი­ცე­მა და ხმე­ბი არ გეყო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­სას­ვლე­ლად.

- კი, თო­რემ თვი­თონ კონ­კურ­სი თე­ბერ­ვლამ­დე გრძელ­დე­ბა. ხომ ვამ­ბობ, რომ გვი­ან შე­ვი­ტა­ნე გა­ნა­ცხა­დი და ხმე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად დრო არ მეყო.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც ასე აქ­ტი­უ­რად და­მი­ჭი­რა მხა­რი – ეს იყო მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ბევ­რად მეტი და გა­მარ­ჯვე­ბა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მო­მა­ვალ წელს, Grammy-ს შემ­დეგ კონ­კურ­სზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ!!!

- მას მერე, რაც ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­დით, უკვე რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და რო­გორ მი­დის ზო­გა­დად თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ოკე­ა­ნის გაღ­მა?

- შტა­ტებ­ში ივ­ლის­ში დავ­ბრუნ­დით. იმის გამო, რომ ეს ჩვე­ნი, რო­გორც ოჯა­ხის, პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვლა იყო აქ, ბევ­რი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი დაგ­ვხვდა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და მათ მოგ­ვა­რე­ბა­ში გა­ვი­და დრო აქამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვა­ხერ­ხებთ მუ­სი­კის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას. ამ ეტაპ­ზე კონ­ტაქ­ტებს ვამ­ყა­რებთ ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კო­სებ­თან. უკვე გვქონ­და რამ­დე­ნი­მე გა­მოს­ვლა ფი­ლა­დელ­ფი­ის კლუ­ბებ­ში. გარ­და ამი­სა, მე და ტატო (ჩემი მე­უღ­ლე) ვმუ­შა­ობთ ახალ სიმ­ღე­რებ­ზე, რომ­ლებ­საც მსმე­ნე­ლი მალე მო­ის­მენს.

- სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში? რო­გო­რია იქა­უ­რო­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ?

- ფი­ლა­დელ­ფია წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ჩვენც შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბა გვაქვს. ახალ წელს ტა­ტოს­თან, ალექ­სან­დრას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად შევ­ხვდე­ბი სახ­ლში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია ჩემ­თვის და ტა­ტოს­თვის, რად­გა­ნაც ვართ ალექ­სან­დრას­თან ერ­თად. 1-ელ იან­ვარს ნიუ-იორკში მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვალთ, მათ­თან ერ­თად ყოფ­ნას და­ვი­ბე­დებთ და შემ­დეგ რა მოხ­დე­ბა, მერე გე­ტყვით...…

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც Grammy-ს კონკურსში მონაწილეობდა - ლიკა შუბითიძის ამერიკული ცხოვრება

პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც Grammy-ს კონკურსში მონაწილეობდა - ლიკა შუბითიძის ამერიკული ცხოვრება

Grammy მუსიკოსებისთვის საოცნებო ჯილდოა, ქართველ შემოქმედებს მასზე ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა ფილადელფიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ნიჭიერმა მუსიკოსმა ლიკა შუბითიძემ ბედი სცადა და განაცხადი ერთი კვირის წინ შეიტანა, მაგრამ როგორც ახლახან გაირკვა, დააგვიანა. ხმის მიცემა შეწყდა და მას ნახევარფინალში გადასასვლელად ხმები არ ეყო, რადგანაც მათ დასაგროვებლად დრო მცირე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ლიკა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, მანამდე კი საზოგადოებამ სხვადასხვა კონკურსით გაიცნო, როგორც ერთ-ერთი საინტერესო მუსიკოსი. ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო მეუღლესთან ერთად ჩამოსული, რადგანაც აქ შვილი გააჩინა და პარალელურად, "X ფატორის" კონკურსანტობაც მოასწრო. გასულ ზაფხულს კი ოჯახი ისევ ამერიკაში დაბრუნდა.

ჩვენ მომღერალს დავუკავშირდით.

- ამ კონკურსის შესახებ მუსიკოსი მეგობრებისგან გასულ კვირას შევიტყვე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაუნდის დასრულებამდე, ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაინც გავწევრიანდი, რადგანაც მასში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელად საჭირო ხმების დასაგროვებლად დრო არ აღმოჩნდა საკმარისი.

მიუხედავად ამისა, ჩემთვის დიდი სტიმულისმომცემი იყო ის დიდი მხარდაჭერა და სიყვარული, რაც მივიღე და რაც ნათლად მაჩვენებს, რომ გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვაქვს. სამწუხაროდ, დაგვაკლდა სულ რამდენიმე დღე.

- მოკლედ, დამთავრდა ხმის მიცემა და ხმები არ გეყო ნახევარფინალში გადასასვლელად.

- კი, თორემ თვითონ კონკურსი თებერვლამდე გრძელდება. ხომ ვამბობ, რომ გვიან შევიტანე განაცხადი და ხმების დასაგროვებლად დრო არ მეყო.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე აქტიურად დამიჭირა მხარი – ეს იყო მოსალოდნელზე ბევრად მეტი და გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანი. მომავალ წელს, Grammy-ს შემდეგ კონკურსზე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და ერთად გავიმარჯვებთ!!!

- მას მერე, რაც ამერიკაში დაბრუნდით, უკვე რამდენი დრო გავიდა და როგორ მიდის ზოგადად თქვენი ცხოვრება ოკეანის გაღმა?

- შტატებში ივლისში დავბრუნდით. იმის გამო, რომ ეს ჩვენი, როგორც ოჯახის, პირველი ჩამოსვლა იყო აქ, ბევრი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხი დაგვხვდა მოსაგვარებელი და მათ მოგვარებაში გავიდა დრო აქამდე. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ მუსიკისთვის დროის გამონახვას. ამ ეტაპზე კონტაქტებს ვამყარებთ ადგილობრივ მუსიკოსებთან. უკვე გვქონდა რამდენიმე გამოსვლა ფილადელფიის კლუბებში. გარდა ამისა, მე და ტატო (ჩემი მეუღლე) ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, რომლებსაც მსმენელი მალე მოისმენს.

- საახალწლოდ როგორ ემზადებით ფილადელფიაში? როგორია იქაურობა სადღესასწაულოდ?

- ფილადელფია წინასაახალწლოდ ძალიან ლამაზია, ჩვენც შესაბამისი განწყობა გვაქვს. ახალ წელს ტატოსთან, ალექსანდრასთან და მეგობრებთან ერთად შევხვდები სახლში. ეს განსაკუთრებული და პირველი ახალი წელია ჩემთვის და ტატოსთვის, რადგანაც ვართ ალექსანდრასთან ერთად. 1-ელ იანვარს ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად წავალთ, მათთან ერთად ყოფნას დავიბედებთ და შემდეგ რა მოხდება, მერე გეტყვით...…

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება