მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს
"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

გე­მის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის, ბად­რი ბე­რი­ძის შვილ­მა, გი­ორ­გი ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

გი­ორ­გი ბე­რი­ძის თქმით, მოლ­დო­ვას დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მის ჩა­მოყ­ვა­ნა თურ­ქმა მე­პატ­რო­ნემ ბად­რი ბე­რი­ძეს სექ­ტემ­ბრის თვე­ში სთხო­ვა. მისი თქმით, მა­მა­მისს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ გემ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო, გემთმფლო­ბელს კი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"სექ­ტემ­ბერ­ში მა­მა­ჩე­მი თურ­ქულ კომ­პა­ნი­ას­თან აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ნა­ყი­დი გემი თურ­ქეთ­ში ჩა­ეყ­ვა­ნა. ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი­დან ერთი თურ­ქი იყო და 11 უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე. მა­მა­ჩემ­მა ად­გილ­ზე ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მი­თხრა, რომ სხვა გემი დახ­ვდათ, რო­მე­ლიც გა­უ­მარ­თა­ვი იყო და ცდი­ლობ­დნენ, რო­გორ­მე აე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ. მა­ლე­ვე გა­მო­ემ­გზავრნენ და რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და საფ­რან­გე­თის გავ­ლით უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ პო­ლო­ნეთ­ში. არ­სე­ბობს სა­ზღვაო ვებ-გვერ­დი, სა­დაც გე­მე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვეც­ნო­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას. როცა მა­მა­ჩემ­თან კავ­შირს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ამ სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით მქონ­და წარ­მოდ­გე­ნა სად იმ­ყო­ფე­ბო­და.

10 დე­კემ­ბერს, როცა გე­მის სა­ხე­ლი ავ­კრი­ფე ინ­ტერ­ნეტ­ში, გა­ვი­გე, რომ საფ­რან­გე­თის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. ჩხრე­კის შე­დე­გად, გე­მის დე­ტა­ლე­ბი, კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გაჭ­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლია ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი და კა­პი­ტა­ნი. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლი­ლი­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. გემთმფლო­ბელ­მა, რო­მელ­საც ჩვენ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით, ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ერი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბად­რი ბე­რი­ძე 1993 წლი­დან ნა­ოს­ნო­ბა­შია, კა­პიტ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბით კი, პირ­ვე­ლად წა­ვი­და. ის 56 წლი­საა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოლ­და­ვას დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი "კა­რიბ პალ­მი" საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. მას­ზე 2.4 ტო­ნამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს (იხი­ლეთ ვი­დეო გე­მი­დან)

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

გემის კონსტრუქციაში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის შვილმა, გიორგი ბერიძემ განუცხადა.

გიორგი ბერიძის თქმით, მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ჩამოყვანა თურქმა მეპატრონემ ბადრი ბერიძეს სექტემბრის თვეში სთხოვა. მისი თქმით, მამამისს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემზე ნარკოტიკული ნივთიერება იყო, გემთმფლობელს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

გიორგი ბერიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

"სექტემბერში მამაჩემი თურქულ კომპანიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას იმის შესახებ, რომ დომინიკის რესპუბლიკაში ნაყიდი გემი თურქეთში ჩაეყვანა. ეკიპაჟის წევრებიდან ერთი თურქი იყო და 11 უკრაინის მოქალაქე. მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ, რომელიც გაუმართავი იყო და ცდილობდნენ, როგორმე აემუშავებინათ. მალევე გამოემგზავრნენ და როგორც ცნობილი გახდა საფრანგეთის გავლით უნდა ჩასულიყვნენ პოლონეთში. არსებობს საზღვაო ვებ-გვერდი, სადაც გემების გადაადგილების შესახებ ვეცნობი ინფორმაციას. როცა მამაჩემთან კავშირს ვერ ვახერხებდი, ამ საიტის მეშვეობით მქონდა წარმოდგენა სად იმყოფებოდა.

10 დეკემბერს, როცა გემის სახელი ავკრიფე ინტერნეტში, გავიგე, რომ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. ჩხრეკის შედეგად, გემის დეტალები, კონსტრუქციები გაჭრეს და აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკები. დაკავებულია ეკიპაჟის ყველა წევრი და კაპიტანი. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულები საფრანგეთის ქალაქ ლილიში იმყოფებიან. გემთმფლობელმა, რომელსაც ჩვენ ვუკავშირდებოდით, ტელეფონი გამორთო", - აღნიშნა გიორგი ერიძემ.

მისივე თქმით, ბადრი ბერიძე 1993 წლიდან ნაოსნობაშია, კაპიტნის თანამდებობით კი, პირველად წავიდა. ის 56 წლისაა.

არსებული ინფორმაციით, მოლდავას დროშის ქვეშ მცურავი გემი "კარიბ პალმი" საფრანგეთის საზღვარზე დააკავეს. მასზე 2.4 ტონამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს (იხილეთ ვიდეო გემიდან)

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია