მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცემით მოკლული პატიმარ ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს
ცემით მოკლული პატიმარ ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მსჯავ­რდე­ბულ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, შოთა შა­ნი­ძე და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მო­სა­მარ­თლემ სა­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს და შოთა შა­ნი­ძეს 11-11 წლით, ხოლო გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2014 წლის 4 მარტს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის # 14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს, შოთა შა­ნი­ძეს, გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილ­სა და გიგა ფარ­ტე­ნა­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. შოთა შა­ნი­ძემ, გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილ­მა და ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა, გიგა ფარ­ტე­ნა­ძე ია­ტაკ­ზე წა­აქ­ცი­ეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიგა ფარ­ტე­ნა­ძემ გო­ნე­ბა და­კარ­გა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აგ­რძე­ლებ­დნენ მის ცე­მას გულ­მკერ­დის, კის­რი­სა და სა­ხის არე­ში და ბე­ტო­ნის ია­ტაკ­ზე არ­ტყმე­ვი­ნებ­დნენ. გიგა ფარ­ტე­ნა­ძე #14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, შოთა შა­ნი­ძე და გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 2014 წლის 26 მარტს მი­ეც­ნენ. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117 - ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით, მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის "ბ" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით და მერ­ვე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ.

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, შოთა შა­ნი­ძეს ნა­წი­ლობ­რივ და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ასე­ვე და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი - ჯა­რი­მა 3 000 ლარი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ჯა­რი­მა 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"ბავ­შვმა თურ­ქი გა­ლა­ხა, 16 წელი მის­ცეს და გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებს 5 წელი. ეს არის სა­მარ­თა­ლი?"

რა ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს 25 წლის ახალ­გაზ­რდა გე­გუ­თის ცი­ხე­ში - პა­ტი­მა­რი "თა­ვა­ნის" ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბას შე­ე­წი­რა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცემით მოკლული პატიმარ ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს

ცემით მოკლული პატიმარ ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ სცნო.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ საჯელის სახედ და ზომად ლევან მოისწრაფიშვილს და შოთა შანიძეს 11-11 წლით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 14 დაწესებულებაში, მსჯავრდებულებს ლევან მოისწრაფიშვილს, შოთა შანიძეს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ფარტენაძემ გონება დაკარგა, აღნიშნული პირები აგრძელებდნენ მის ცემას გულმკერდის, კისრისა და სახის არეში და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. გიგა ფარტენაძე #14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2014 წლის 26 მარტს მიეცნენ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით და მერვე ნაწილით წარედგინათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, შოთა შანიძეს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ბავშვმა თურქი გალახა, 16 წელი მისცეს და გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი. ეს არის სამართალი?"

რა ვითარებაში მოკლეს 25 წლის ახალგაზრდა გეგუთის ციხეში - პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობას შეეწირა?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ