პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო უწყების კომენტარი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით
საგარეო უწყების კომენტარი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მოლ­დო­ვას დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მის ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის, ბად­რი ბე­რი­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, თა­ვის მხრივ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­კა­ვე­ბულ ბად­რი ბე­რი­ძეს­თან არი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში.

საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­ზე მოლ­დო­ვას დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მის ქარ­თვე­ლი კა­პი­ტა­ნი ბად­რი ბე­რი­ძე და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბი­სას გემ­ზე 2,4 ტონა კო­კა­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე ზაზა მა­ხა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გემ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, მისი გან­მარ­ტე­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნეტ­ში, იმ ვებ-გვერ­დზე გა­ეც­ნო, სა­დაც სა­ზღვაო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ წე­რენ.

ზაზა მა­ხა­რა­ძის თქმით, სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი კა­პიტ­ნის ოჯახ­მა უკვე მი­მარ­თა.

"14 დე­კემ­ბერს, კა­პიტ­ნის შვილ­მა, გი­ორ­გი ბე­რი­ძემ წე­რი­ლო­ბით გვაც­ნო­ბა, რომ მოლ­დო­ვას დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ "კა­რიბ პალმზე" და­საქ­მე­ბულ ბად­რი ბე­რი­ძეს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა და გვთხო­ვა დახ­მა­რე­ბა. რო­გორც კი ოჯა­ხის წევ­რმა მოგ­ვმარ­თა, და­ვუ­კავ­შირ­დით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს, ვაც­ნო­ბეთ მე­ზღვა­უ­რის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და ვთხო­ვეთ, მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ეც­ნო­ბე­ბი­ნათ ჩვენ­თვის და ოჯა­ხის წევ­რის­თვის. ჩვე­ნი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე საფ­რან­გეთ­ში ჩვენ­მა სა­ელ­ჩომ მი­მარ­თა ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს. ამ მო­მენ­ტის­თვის ინ­ცინ­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია", - აღ­ნიშ­ნა ზაზა მა­ხა­რა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

საგარეო უწყების კომენტარი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით

საგარეო უწყების კომენტარი მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის დაკავებასთან დაკავშირებით

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თავის მხრივ, სამართალდამცავები დაკავებულ ბადრი ბერიძესთან არიან კომუნიკაციაში.

საფრანგეთის საზღვარზე მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველმა მოადგილე ზაზა მახარაძემ განუცხადა, დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რაც შეეხება გემზე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენას, მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, იმ ვებ-გვერდზე გაეცნო, სადაც საზღვაო საკითხების შესახებ წერენ.

ზაზა მახარაძის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით დაკავებული კაპიტნის ოჯახმა უკვე მიმართა.

"14 დეკემბერს, კაპიტნის შვილმა, გიორგი ბერიძემ წერილობით გვაცნობა, რომ მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავ გემ "კარიბ პალმზე" დასაქმებულ ბადრი ბერიძეს შეექმნა პრობლემა და გვთხოვა დახმარება. როგორც კი ოჯახის წევრმა მოგვმართა, დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, ვაცნობეთ მეზღვაურის პრობლემის შესახებ და ვთხოვეთ, მოეპოვებინათ ოფიციალური ინფორმაცია და ეცნობებინათ ჩვენთვის და ოჯახის წევრისთვის. ჩვენი მიმართვის საფუძველზე საფრანგეთში ჩვენმა საელჩომ მიმართა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებს. ამ მომენტისთვის ინცინდენტის ოფიციალური დეტალები ჩვენთვის უცნობია", - აღნიშნა ზაზა მახარაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია