მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს
 რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პან­კის­ში ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებ­ზე ოსუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით სა­ნა­კო­ე­ვის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო.

"და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ.

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წლის ბოლო შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოსუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით სა­ნა­კო­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, რაც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზას, იქ მყოფ მე­სა­ზღვრე­ებს საფრ­თხეს უქ­მნის.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და თავ­დას­ხმებს ახა­ლი წლის დღე­ებ­ში გეგ­მა­ვენ, მათი სა­მიზ­ნე კი რუ­სე­თის მე­სა­ზღვრე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მო­ნი­ტო­რე­ბი არი­ან.

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს

 რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს

ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, რითაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს" - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.

მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."